in ,

Harley Davidson– წარუმატებლობის ტკბილი სურნელი

Saatchi and Saactchi –ს დირექტორმა კევინ რობერტსმა არა ერთ ჟურნალსა თუ გადაცემაში ისაუბრა „ბრენდების მითოლოგიაზე.“ რობერტსის მიხედვით ყველაზე ძლიერმა ბრენდებმა თავიანთი მითოლოგია შექმნეს, ან მომხმარებელს ამ მითოლოგიის შექმნაში დაეხმარნენ. ერთი ფირმა, რომელმაც ალბათ სხვა ფირმებთან შედარებით უფრო დიდი მითოლოგია შექმნა  Harley Davidson-ია.

ჰარლი დევიდსონიHarley Davidson-ის ფლობელებს უბრალოდ უყვართ თავიანთი კომპანია. მათ არ ადარდებთ თუ მათი მოტოციკლეტები არ არიან საუკეთესო ტექონოლოგიის განხრით. რაც მათ აინტერესებთ ბაიკერის მითია– გახსნილი გზის თავისუფლება, და მისი მაჩო ნიუანსები.

კომპანიამ გადაწყვიტა ამ უნიკალური გრძნობით, რომელიც ხალხს კომპანიის მიმართ გააჩნდათ, ესარგებლა და მეტი გამოემუშავებინა. მათ მოტოციკლეტებთან ერთად  Harley Davidson-ის მაისურების, წინდების, სანთებელების და სხვა აქსესუარების გაყიდვა გადაწყვიტეს.

პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიამ პარსვის შემდგომი ლოსიონების და პარფიუმერიის გამოშვება დაიწყო. მოტოციკლეტთა მოყვარულთათვის ეს უკვე ზედმეტი იყო. კომპანია ფიქრობდა, რომ მეტი პროდუქტი მეტ გაყიდვებს ნიშნავდა. ეს ასეც არის, ყოველ  შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც. მაგრამ ალ და ლაურა რისის მიხედვით ასეთ სტრატეგიას გარკვეული დროის შემდეგ ნეგატიური შედეგები მოჰყვება. მათი აზრით, ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი  ბრენდის გაძლიერებას აფერხებს.

90–იან წლებში ბრენდი აშკარად სხვა მიმართულებისკენ მიდიოდა. ახლა ისინი პარფიუმერიასთან და პარსვის შემდგომ ლოსიონებთან ერთად ღვინის გასაციებელ მაცივრებსაც უშვებდნენ. როგორც მიხვდით მოტოციკლისტები არც ეხლა იყვნენ მოხიბლულები.

კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ერთ–ერთმა ბაიკერმა გოგომ თავისი ისტორია მოყვა თუ რა მოხდა, როდესაც  Harley Davidson-ის მაღაზიაში შევიდა:  „როდესაც მაღაზიაში შევედი, ჩემს გარშემო ყველაფერი გაჩნდა. იქ ყველაფრის პოვნა შეიძლებოდა, რაც კი დედამიწაზე არსებობს: პარფიუმერია, მაისურები, ბავშვთა ტანსაცმლის მთელი ხაზი, უამრავი აქსესუარი, ჰალსტუხებიც კი, ყველაფერს  Harley Davidson-ის ლოგო ამშვენებდა. გამყიდვლმა მკითხა რას ვეძებდი. მე ვუპასუხე რომ  Harley Davidson-ის ლიცენზირებული შამპუნი მინდოდა. შამპუნის ხსენებაზე ცოტათი დაფიქრდა. შემდეგ გადავწყვიტე უფრო კონკრეტულად ამეხსნა და ვუთხარი: შამპუნი მინდა  Harley Davidson-ის ზეთის სუნი და ფორმა რომ აქვს. ამის შემდეგ გავუღიმე და წყნარად დავტოვე მაღაზია“. მალევე გახდა ცალსახა, რომ მოტოციკლეტების გიგანტი მომხმარებელს შორდებოდა.

Harley Davidson-ის ფასეულობები ძლიერი და მამაკაცურია და მათ პარფიუმერიის წარმოება არ შეეფერებათ. ამის შემდეგ კომპანია მიხვდა თავის შეცდომას და პარფიუმერიისა თუ სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოება შეაჩერა.

რა უნდა ვისწავლოთ  Harley Davidson-სგან:

• ფოკუსირდი შენი ბრენდის ფასეულობებზე. თუ შენი ფასეულობები „ძლიერი და მამაკაცურია“ შენ არ უნდა აწარმოებდე პარფიუმერიას და ღვინის გასაციებელ მაცივრებს. ბავშვთა ტანსაცმლის ხაზიც არ უნდა იყოს კარგი აზრი.
• დაიმახსოვრე მეტი არის უფრო ცოტა. რაც უფრო მეტს ახალ პროდუქტს აწარმოებ, მით მეტია წარუმატებლობის შანსი.
• გააკეთე ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. ჰარლი დევიდსონმა ასეთი წარმატებული კომპანია იმით შექმნა რომ, ის აკეთენდა იმას, რაც ყველაზე კარგად გამოდიოდა– კლასიკურ, ამერიკურ მოტოციკლეტებს აწარმოებდა.

Nike-ის აპლიკაცია, რომელიც გარემოზე ზრუნავს

Harley-Davidson-ს დასცინეს