Indian Motorcycle 1953 წელს ბანკროტად გამოცხადდა და დიდი ხნის მაძილზე მოტოციკლეტების გამოშვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
2011წელს ის Polaris Industries-მა შეისყიდა და წარმოება აღადგინა. ამ დიდი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნება და კონკურენციის გაწევა რთულია მითუმეტეს, როდესაც კონკურენტი Harley-Davidson-ი გყავს.
ახალი სარეკლამო კამპანია, რომელიც Indian Motorcycle-მა წამოიწყო, Harley-Davidson-ს ნამდვილად არ უნდა მოსწონებოდა. რეკლამა სააგენტო Colle+McVoy-მ დაამზადა და ის პირდაპირი ტექსტით Harley-Davidson-ს დასცინის.
ვიდოს დასაწყისში თითქოს Harley-Davidson-ს მფლობელი თავის მოტოციკლეტს საგულდაგულოდ უვლის და ეს ყველაფერი Willie Nelson-ის სიმღერა On the Road Again ფონზე ვითარდება.
ფინალი კი მოულოდნელი აღმოჩნდა, ყველაფრის მიზეზი Harley-Davidson-ის იაფად გაყიდვის სურვილი ყოფილა.
ამ რეკლამის 30 წამიანი ვერსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 კვირის მანძილზე იტრიალებს.
განხილვა