15
Apr
2016

Harley Davidson–ს უფროსი კონკურენტი გამოუჩნდა!

15 Apr 2016

Elit Electronics


საინტერესო ფაქტია, რომ ნაკლებად ცნობილი Indian Motorcycle შეიქმნა 1901 წელს, Harley Davidson-ის შექმნამდე 2 წლით ადრე.  – რა თქმა უნდა, Harley Davidson–ისთვის კონკურენციის გაწევა ასეთ პატარა კომპანიას ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალ მომხმარებელს გავაცნოთ და შევაყვაროთ ხელით ნაკეთი, ინდივიდუალურობით გამორჩეული მოტოციკლები, – აცხადებს Indian Motorcycle–ის მარკეტინგის დირექტორი რიდ ვილსონი (Reid Wilson).

Indian Motorcycle-ის ძირითადი მომხმარებლები არიან მამაკაცები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს, ბრენდის ისტორიასა და ნამდვილ ამერიკულ სულისკვეთებას. ეს სარეკლამო კამპანია გათვლილია უფრო მეტად ახალ თაობაზე. ბრენდი 16 აპრილს იწვევს დაინტერესებულ პირებს, გამოსცადონ მოტოციკლები ტესტ–დრაივზე და დატკბნენ ისტორიული ხარისხით, მათ საჩუქრად  გადაეცემათ ხელით შექმნილი ტრაფარეტები, რომელიც სააგენტო Saatchi & Saatchi–ის მიერ სპეციალურად მოწვეულმა მხატვარმა მეტიუ კურენმა (Matthew Curran) შექმნა. Marketer-ის მკითხველებო, თუ იმყოფებით ამერიკაში, მიაკითხეთ Indian Motorcycle–ის ლოკალურ წარმომადგენლობას და დატესტეთ ეს ისტორიული ბრენდი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.indianmotorcycle.com/en-us

 

განხილვა