in

ჰარი პოტერის იმერსიული წარმოდგენა ტაიმს სკვერის 51 ეკრანზე

კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება ჰოგვორტსში! ტაიმს სკვერზე ჰარი პოტერის ჯადოსნური წარმოდგენა გაიმართა, რომელიც 51 გიგანტურ ეკრანზე ერთდროულად გადიოდა. ეს შთამბეჭდავი სანახაობა ბროდვეის პროდუსერებმა სააგენტო AKA NYC-სთან ერთად შექმნეს, სპეკტაკლისთვის “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”. ტაიმს სკვერზე ნაჩვენებ წარმოდგენას თან გასდევდა გზავნილი: “ზოგჯერ, სიბნელე სრულიად მოულოდნელი მხრიდან ჩნდება”. პროექტის ფარგლებში, შეიკრიბა რვა დიდი კომპანია, რომლებმაც ერთობლივი ძალებით შეძლეს 360 გრადუსიანი პანორამული ჩვენების შექმნა. იმერსიულმა წარმოდგენამ იქ შეკრებილი საზოგადოება ყველასათვის საყვარელ სამყაროში დააბრუნა.  თან, ისიც აცნობა, რომ მსგავსი წარმოდგენა კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩნდება.

 

როცა არ იცი, რა აჩუქო იუბილარს… – სტარტაპი “ბაფი”

კოკა-კოლამ გადამუშავებული პლასტმასისგან მიღებული პირველი შეფუთვა წარადგინა