in

მალე ჰარი პოტერით შთაგონებული მაგიური რეცეპტების წიგნი გამოვა

შესაძლოა, ჯადოქრებად ვერასდროს ვიქცეთ, მაგრამ ჰარი პოტერით შთაგონებული რეცეპტების წიგნით ჩვენსავე სამზარეულოში სულ მცირე რამდენიმე ჯადოსნური ნაზავი შეგვიძლია გავაკეთოთ. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ Wizarding World Cookbook — Spellbinding Meals from New York to Hogwarts and Beyond-ში ჩავიხედოთ.

BOG
BOG

ცოცხის ფორმის პურებიდან დაწყებული, Wonderwitch-ის სმუზით დამთავრებული, აქ ყველაფერს ნახავთ. საოცარი ფოტოებითაა სავსე, რომ აღარაფერი ვთქვათ, Harry Potter-ისა და Fantastic Beasts-იდან ამოღებულ კადრებზე. მაგიური და დასამახსოვრებელი კერძებისთვის კი აქ კლასიკურ ბრიტანულ, ინგლისურ და ფრანგულ რეცეპტებს ნახავთ.

წიგნი სულ 80 რეცეპტს აერთიანებს, დაწყებული აპეტაიზერიდან, გაგრძელებული მთავარი კერძით, სასმელებითა და დესერტებით. კერძების მომზადებისას ნოსტალგიების გაღვიძებასაც გვპირდებიან, აქ მცირე კომენტარების სახით ფილმებიდან ჩანართებსაც შეხვდებით. რამდენიმე ექსკლუზიური რეცეპტიც დაგხვდებათ, თუმცა ახალგაზრდა მკითხველებს ურჩევენ, მომზადებამდე ნებართვა უფროსებისგან აიღონ…

Wizarding World Cookbook სექტემბერში გამოვა, თუმცა უკვე წინასწარი შეკვეთებიც დაწყებულიამანამდე კი რამდენიმე მაგიურ რეცეპტს გაგიზიარებთ:

პეპლის სიცოცხლე ხელოვნური ფრთებით გადაარჩინეს

რატომ აქვთ ცინიკოსებს წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი