in

მწარე სიმართლე ჯეკ დორსის დასამშვიდობებელი წერილიდან, რასაც ლიდერთა უმრავლესობა ვერასოდეს ისწავლის

ცოტა ხნის წინ, Twitter-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ჯეკ დორსიმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამ საკითხზე მან გუნდის წევრებს წერილიც მისწერა, რომელიც Twitter-ზე გაასაჯაროვა. ბევრისთვის საინტერესოა, რატომ დატოვა პოზიცია ჯეკ დორსიმ, რომელიც სოციალური ქსელის იდეის ავტორია და რატომ გადაწყვიტა წასვლა სწორედ ახლა, საკმაოდ მოულოდნელად. როდესაც გადაწყვეტილების შესახებ სტატუსი დაწერა, კომპანიის ოფისში არავინ იმყოფებოდა, რადგან თანამშრომლებს დასვენების დღე გამოუცხადეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო დორსის წასვლა, მეორე მხრივ – დაგვიანებულიც კი. ტვიტერი ინვესტორებისგან ზეწოლას განიცდიდა, რადგან კომპანია თავის ტექნოლოგიურ ძმებს ჩამორჩებოდა. იმის მიუხედავად, რომ Twitter ახალ პროდუქტებს რეგულარულად უშვებს და სტაბილური შემოსავალიც აქვს, მომხმარებელთა აქტიური ზრდა შენელდა.

Twitter-ის გარდა, დორსი Square-ის დირექტორიც იყო. ამ ორ საქმეს ერთმანეთს უთავსდება. თუმცა, ამ სტატიაში მთავარი ის დეტალია, რაც კომპანიიდან მიმავალმა დორსიმ თქვა: „ჩვენს კომპანიაში თითქმის 16-წლიანი მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ წასვლის დროა. რატომ? დღეს, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კომპანიას დამფუძნებელი ხელმძღვანელობდეს. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ეს სერიოზულად შემზღუდავია და წარუმატებლობის ერთი წერტილი.“ მან ახსენა ტერმინი ‘single point of failure’, იგივე SPOF, რაც არსებითად, სისტემის, მიკროსქემის, კომპონენტის ან დანერგვის ხარვეზია და წარმოადგენს სისტემური გაუმართაობის სერიოზულ რისკს.

იმის გათვალისწინებით, რომ დორსის არასოდეს ეტყობოდა Twitter-ის ხელმძღვანლობის სურვილი და ამავდროულად, Square-ის დამფუძნებელი დირექტორია, შეიძლება მის განცხადებაში დავინახოთ სასტიკი სინამდვილე, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – კონტროლის ხელიდან გაშვების პრობლემა, რასაც ყოველი დამფუძნებელი აწყდება და როცა ხელმძღვანელი სისტემის გაუმართაობის (SPOF) მიზეზი ხდება, გათავისუფლების დროა. პრობლემა ისაა, რომ დამფუძნებელთა უმრავლესობა ამას ვერ ხედავს ან არ სურს დანახვა და უარს ამბობს მმართველობის უკეთესი სპეციალისტისთვის გადაბარებაზე.

დიდი სხვაობაა დიდებულ ანტრეპრენერსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც შემდგარი კომპანიის მართვა შეუძლია. კომპანიის დაფუძნება საჭიროებს გიჟური იდეების მიყოლას, რისკების აღებას და შეუძლებლის რეალობად ქცევას.

პრობლემა ისაა, რომ როგორც კი ამას გააკეთებთ, საკმაოდ რთულია შეინარჩუნოთ ობიექტურობა იმასთან დაკავშირებით, რა ააშენეთ. კიდევ უფრო ძნელია, როდესაც რაღაცი აღზრდისას შესაძლებლობების ზღვარი გაარღვიეთ და უზარმაზარი ენერგია ჩადეთ. თუმცა, ზოგჯერ, კომპანიას სწორედ ეს სჭირდება – გაეცალოთ და აცადოთ განვითარება.

„ამ დონემდე არც ისე ბევრი კომპანია ადის. არც ბევრი დამფუძნებელია, რომელსაც კომპანიის საკუთარ ეგოზე მაღლა დაყენება შეუძლია. ვიცი, დავამტკიცებთ, რომ ეს სწორი სვლა იყო,“ – წერს დორსი.

 

წყარო: inc.



თეგეტა ზრუნვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს

დავით ბორჩხაძისა და Metro Production-ის ფილმმა “მეზობელი” St Andrews Film Festival-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა!