თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ციფრული ურთიერთობები მოჰბეზრდა, Hart & Jones მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. ამისათვის, ხელში უბრალოდ ჩაის ჭიქა უნდა აიღოთ, მეგობარს გაუზიაროთ და თან თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბროთ. კომპანია ჩაის პრემიუმ ხაზს ReelTea სწორედ რეალური საუბრების პოპულარიზაციისთვის უშვებს. შეფუთვაში ჩაის ორი პაკეტი იქნება მოთავსებული, რაც დიზაინერთა გათვლით, ციფრული სამყაროდან გამოთიშვისა და რეალური საუბრების წარმართვის საშუალებასაც მოგვცემს.

Hart & Jones-ის პრემიუმ ხაზის გამოშვება ჩაის ეროვნული დღისთვის, 21 აპრილს, იგეგმება. ეს დღე კი მიზნად ადამიანების წახალისებას ისახავს, რათა გასინჯონ სხვადასხვა გემო და გაიგონ, როგორ ავსებს მათ ცხოვრებას სხვებთან ერთად ჩაის დალევა… თანაც, სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ყოველი მე-14 ადამიანი მარტოობას განიცდის, რაც შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის, როგორც დიაბეტი და მაღალი წნევა.
როგორც ამბობენ, ჩაის გაზიარების ძველი კულტურა ურთიერთობების გაღრმავებასა და ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაშიც დაგეხმარებათ. ამავე მიზეზით, Hart & Jones-ის ჩაის შეფუთვა ძველი კასეტების დიზაინითაა შთაგონებული. კომპანია 5 სახეობის ჩაის, შემდეგ დანამატებთან ერთად გთავაზობთ — Breakfast, Earl Grey, Lapsang Souchong, Roibos და Ehai.

„გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, გაჩერდნენ და ჩაის ჭიქით ხელში დრო დაუთმონ მეგობრებთან ერთად საუბრებს, რადგან ვიცით, რომ ეს მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — განმარტავს კრის ჰარტი, Hart & Jones-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.















