კომპანია “Thinkbox”-მა ლეგენდარული “Harvey”-ს სარეკლამო კამპანია დაამთავრა და ბოლო ვიდეო გამოაქვეყნა. სარეკლამო კამპანია, რომელიც ჭკვიანი ძაღლის “Harvey”-ს ისტორიას მოგვითხრობდა სარეკლამო სააგენტო “The Red Brick Road”-ი მუშაობდა.
პირველი რეკლამა “ძაღლის სახლი” 2010 წელს გამოჩნდა. ვიდეომ აუდიტორიის და ექსპერტების დიდი ყურადღება მიიქცია, რის შედეგადაც რამოდენიმე ფესტივალის “D&AD, “British Arrows” და “APA” ლაურეატი იყო.
მეორე კამპანია 2012 წელს წამოიწყეს და ის ბრიტანელების რჩეული გახდა. მესამე და ბოლო რგოლი 26 დეკემბერს Channel 4, ITV, Sky Media, Turner Media Innovations, და UKTV ტელეარხებმა გაუშვეს. ამჯერად მაყურებელი “Harvey”-სთვის მნიშვნელოვანი მომენტის მომსწრე გახდა – “Harvey” შეყვარებულია.
ამ სამმა ისტორიამ დიდი ბრიტანეთის ყველა კუთხე მოიცვა და ყველას სიყვარული დაიმსახურა. ძაღლის ისტორია 100 მილიონზე მეტჯერ ტელევიზიით გავიდა და ინტერნეტში 4 მილონამდე მნახველი დააგროვა. 25 000 მომხმარებელი “Harvey”-ს სოც-ქსელში გულშემატკივრობს და სულ რამდენიმე ხანია, რაც “Harvey”-მ თავისი Instagram-ი გააკეთა.
ნახეთ, კამპანია, რომელმაც ერთადერთი წარმატების ფორმულით – სწორად შერჩეული მთავარი გმირით იხელმძღვანელა.
2010 წლის ვიდეო
http://youtu.be/D7NmOa9q5Xs
2012 წლის
2014 წლის