in

როგორ ებრძვის თამაში “მონოპილია” ქალთა დისკრიმინაციას?

სამაგიდო თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ Hasbro გამოუშვა “მონოპოლიის” ახალი ვერსია, სახელწოდებით Ms. Monopoly. კლასიკური თამაშისგან განსხვავებით, ახალ ვერსიაში, პრივილეგია ქალს ენიჭება. წრის ყოველი გავლის შემდეგ, ქალები 240 სათამაშო დოლარს იღებენ, მამაკაცები სტანდარტულად – 200-ს. თამაშის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამყაროს ფორმირებას, რომელშიც ქალებს აქვთ ის პრივილეგიები, რითაც რეალურ სამყაროში, მამაკაცები სარგებლობენ. კომპანიაში დასძინეს, რომ თუკი მამაკაცები სწორად გადაათამაშებენ ბარათებს, უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებენ.

თამაშის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად, მოთამაშეები თანხას ქალების მიერ მოფიქრებულ პროექტებში დებენ. ციხე, გადასახადები და შემთხვევითი ბარათები აქაც შენარჩუნდა.

Hasbro-მ, 2018 წელს, გამოუშვა “მონოპოლია მილენიალებისთვის”, სადაც თაობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ებრძვის, მაგალითად ვეგანობის წინააღმდეგ დამკვიდრებულ მოსაზრებებს.

AR ტექნოლოგიით მოთხრობილი სახალისო ამბები – კოკა-კოლას ქეის სთადი

ACAG-ის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!