in

ხელსაწყო, რომლითაც ნახატებს კოდირების გარეშე შექმნით

veon
veon

Hatch Draw კოდირებას თავიდან აგარიდებთ და Live-ში ხატვის შესაძლებლობას მოგცემთ, მოკლედ რომ გითხრათ, ვებდიზაინის ხელსაწყოს შემოგთავაზებთ თავის კრეატიულ პლატფორმაზე. სამიზნე სეგმენტად მხატვრებს, კრეატორებსა ფა ტექნოლოგიებით გატაცებულ ადამიანებს მოიაზრებენ. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ბრაუზერზე დაფუძნებულ ტილოზე დახატონ, დაამატონ ინტერაქციული ეფექტები და გამოაქვეყნონ ნახატები ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, თამაშებში, პერსონალურ შეტყობინებებში, მოსაწვევებსა თუ პრეზენტაციებში. 

აქ არც ხელოვნური ინტელექტი დავიწყებიათ, Hatch Draw-ს იდეალურად ერწყმის Hatch AI — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღწერონ ინტერაქციები და დააგენერირონ კოდი ვებგვერდებისა თუ აპლიკაციებისთვის. მეტიც, უფასოა და მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ბრაუზერიდან. ამ სახატავი ხელსაწყოთი შეძლებთ, ონლაინ კონტენტს მეტი პერსონალიზაცია და უნიკალურობა შემატოთ. 

სწორედ კოდირების საჭიროების თავიდან არიდების გამო პროგრამული განვითარების ინდუსტრიაში Hatch Draw რევოლუციურად მიიჩნევა. დიახ, ასე ტექნოლოგიური ცოდნის გარეშეც შეძლებენ ადამიანები უნიკალური თუ ინტერაქციული ვებკონტენტი და ციფრული გამოცდილებები შექმნან.

თამაშების ინდუსტრიის როლი მარკეტინგში – თანამედროვე კვლევები

MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაჯილდოვდა