ახალგაზრდა ქალი, სახელად ჯილი საჯარო საპირფარეშოში შედის და ცდილობს, კბილებიდან ძვირფასეულობით გაწყობილი ყალიბები მოიშოროს… თუმცა ყოველი მცდელობა წარუმატებლად სრულდება — არადა, ძალიან მალე მნიშვნელოვანი გასაუბრება აქვს სამსახურში.
საბოლოოდ, ნებდება და ფურცელზე წერს: „F*ck, There’s a Grill on My Teeth“
ახლა კი მთავარი კითხვა: ასეთ რამეს მოიფიქრებდა რობოტი? სწორედ ამაზე უარყოფითი პასუხის მისაღებად შეიქმნა ზემოთ მოყვანილი სიუჟეტი. Havas New York-ის მიერ შემუშავებული ორი 60-წამიანი ვიდეორგოლი ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის დაპირისპირებას მიემართება. თითოეულ მათგანში ადამიანები თავიანთი ნაკლოვანებებით, ჭარბი ემოციებითა და გრძნობებით არიან წარმოდგენილნი — „ცხოვრებისეული ამბები მათგან, ვინც რეალურად გადის ამ ყველაფერს“.
„რეკლამების მიზანია, ადამიანის შემოქმედების ძალა გვაჩვენოს — ძალა, რომელიც სულ უფრო ნაკლებ კრეატიულად აღიქმება. ბევრი ფიქრობს, რომ AI საფრთხეს უქმნის შემოქმედებს, მაგრამ ეს ასე არ არის… ხელოვნური სისტემები ვერასოდეს გადაიღებენ ისეთ ვიდეორგოლებს, როგორსაც ჩვენ, ადამიანები ვიღებთ. მოკლე თუ სრულმეტრაჟიანი ფილმები ხომ სწორედ ჩვენი გამოცდილებების ასახვა და გადააზრებაა“, — ამბობს Havas New York-ის კრეატიული დირექტორი, ნიკ ლინდო.