აუზში მძიმე მეტალს ვერ მოუსმენთ. სამწუხაროდ, ვერც მასში მოხვედრილი ბავშვის ხმას გაიგონებთ. ამ უჩვეულო გზით, სააგენტო Havas Portugal-მა, The Association for the Promotion of Child Safety (APSI)-სთან ერთად, კამპანია წამოიწყო. 30-წამიან შავ-თეთრ ვიდეორგოლში როკერთა ჯგუფი აუზის ფსკერზეა განთავსებული და კომპოზიციას ასრულებს. კამპანიის მიზანიც ეს იყო – ეჩვენებინა, რომ სწორედ ასე უხმაუროდ იღუპებიან ბავშვები აუზში.