ამ წლის დასაწყისში პუმამ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრემიერ ლიგას ბურთებით მოამარაგებდა. ახლა კი ამ ამბავზე პირველ სარეკლამო სიუჟეტს გვაცნობს. Have a Ball სპორტში ბედნიერების რაღაც დოზით შეტანას ისახავს მიზნად, ამიტომაც საზოგადოებრივ სივრცეებში, ქუჩებსა თუ პარკებში გამართულ თამაშებს გვაჩვენებს და ბურთის ფლობის ბედნიერებასაც ეხმიანება.
ეს ამბავი კი საოცარ სტატისტიკას ეფუძნება — საშუალოდ Premier League-ის მოთამაშეებს ბურთი მხოლოდ 109 წამის მანძილზე აქვთ თამაშში. მათი შრომატევადი ვარჯიშების, ფიტნესისა და კვების რაციონის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ მცირე დროა და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ მოკლე ძვირფას მომენტებში ბედნიერების პოვნაც.
„ფეხბურთის თამაშის ემოციურ ასპექტებზე ხაზგასმით Have a Ball-ის კამპანია ხაზს უსვამს ბურთის ფლობით მიღებულ უდიდეს სიხარულსა და აღფრთოვანებას. საშუალოდ პროფესიონალ ფეხბურთელს ყოველ თამაშში ბურთი 109 წამის მანძილზე აქვს, ასე რომ, როცა ფეხით ეხები ბურთს, დათვლა უნდა დაიწყო და შექმნა მომენტი, რომელიც მოედანზე რაღაცებს შეცვლის. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში, რომლებიც მოედანზე მაგიურ მომენტებს ახალი ბურთის გამოყენებით ქმნიან“, — განმარტავს რიჩარდ ტეისერი, პუმას ბრენდისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
კამპანიაზე Dude London-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.