ყველასათვის ცნობილი ფრაზა „Have a Break, Have a KitKat“ ბრენდმა პირველად 1957 წელს წარადგინა და დღემდე მის ნიშად რჩება. ცხადია, ამას ძალიან ეფექტურად იყენებენ მარკეტინგულ კამპანიებში, რადგან ასოციაციები სწორედ ის არის, რაც დროთა განმავლობაში ყველას მკვეთრად გვიყალიბდება ამა თუ იმ ნიშანთან მიმართებით.
ამიტომაც, წლების წინ ბილბორდიც წარადგინეს, რომელზეც ეს ფრაზა ეწერა: „Have A Break, Have A“. ახლა კი ის დაბრუნდა, რათა კიდევ უფრო გაზრდილიყო ასოციაციის შეგრძნება… Wunderman Thompson UK-თან თანამშრომლობით, შოკოლადის ბრენდმა უნიკალური ციფრული სარეკლამო კამპანია შეიმუშავა, რომელზეც მხოლოდ 5 ასოა დატანილი: „Have a“.
„KitKat-ის სლოგანი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ხუთი ასოც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებმა რეკლამის მიღმა ეს კონკრეტული ბრენდი ამოიცნონ“, — ამბობს Wunderman Thompson UK-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, ტომ დრიუ. აქვე აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში გამოკითხვაც ჩაატარეს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა კი არა მხოლოდ ბრენდი დაასახელა, არამედ უშუალოდ მესიჯიც გაიგო.