in

როგორ ვაზიანებთ პლანეტას მეორადი ნივთების გადაგდებით? – ფინური კამპანია

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ნივთი იწარმოება. შოპინგისადმი ჩვენს ლტოლვას კი, საზღვარი არ აქვს და ამით თანდათან ვაცლით რესურსებს დედაპლანეტას. და რა მოსდით ძველ ნივთებს? როგორც წესი, ერთ დროს, სუფთა და სასარგებლო უამრავი ნივთი სანაგვეზე აღმოჩნდება ხოლმე, სრულიად გამოუსადეგარ მდგომარეობაში. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ბუნებრივ რესურსებზე და საბოლოო ჯამში, დედამიწაზე. მეორადი ნივთების ფინურმა ონლაინ მაღაზიამ Huuto გადაწყვიტა ეჩვენებინა, რამდენად სასტიკად ვეპყრობით ძველი ნივთების უფუნქციოდ დატოვებით დედამიწას. კამპანიაზე სააგენტო Bob the Robot-მა იმუშავა.

Protected: „ვიშლისთის” ბავშვთა სამყარო თბილისი მოლის ახალ ფილიალში

ნიშნები, რომლებიც ტოქსიკურ უფროსებს ახასიათებთ