“Virgin America”-ს პოპულარობის დაკარგვის არ ეშინია და შესაბამისად სარეკლამო კამპანიებში ექსპერიმენტების, “სიგიჟის” და სხვადასხვა ხრიკებს სრულიად არ ერიდება. ამას მათი ახალი სარეკლამო კამპანია ადასტურებს, რომლის ვიდეოც 6 საათის მანძილზე გრძელდება.
ვიდეო “Have You Been Flying BLAH Airlines-“ის 6 საათიანი ხანგრძლივობა იმის ბრალია, რომ ვიდეო ფრენის რეალური დროის იმიტაციაა და იმაზეა, თუ როგორი გაუსაძლისია დახურულ სივცეში ყოფნა, სადაც კარგი არაფერი არ ხდება.
“Virgin America”-მ ერთ ვიდეოში ყველა ავიახაზი ერთი სახელის ქვეშ მოიხსენია “Blah-ავიახაზები” და მაყურებელს ყველანაირი სურვილი დაუკარგა Blah-ავახაზებით ფრენის. რატომ უნდა გადაიხადოთ იმაში ფული, რასაც უფასოდ და თან ვირტუალურ რეჟიმში სახლშიც არ უყურებთ.
პ.ს. ვერ დაგაძალებთ ბოლომდე ნახვას