in

„ჰავი ლოგისტიკისა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ ინვესტიციით, თბილისში მზის ელექტროპანელების სისტემა დამონტაჟდა

„ჰავი ლოგისტიკმა“ (ინოვაციურმა გლობალური კომპანია, რომელიც „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის მომარაგებას მართავს) და „მაკდონალდს საქართველომ“, თბილისში, ლილოში მდებარე ლოგისტიკურ საწყობზე, მზის ელექტროპანელების სისტემა დაამონტაჟეს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

საგულისხმოა, რომ შენობის სახურავი სრულად ათვისებულია და მასზე დაყენებულია 1000 ცალი მზის პანელი, რომელიც წლიურად საშუალოდ 538 853 kWh-ს გამოიმუშავებს.

პროექტი განახორციელა ელექტროსისტემების პროექტირებისა და ელექტრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა „ინსტამ“. კომპანია, ქართულ ბაზარზე, 23 წელია, ოპერირებს და საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლებისთვის მსხვილმასშტაბიან პროექტებს ასრულებს.

ფოტოელექტრული სისტემის დახმარებით „ჰავი ლოგისტიკი“ და „მაკდონალდს საქართველო“ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ თავიანთი გარემოსდაცვითი მისიის შესასრულებლად — 2030 წლისთვის, 40%-ით შეამცირონ ატმოსფეროში ნახშირბადის ემისია. რაც მთავარია, ახალი პანელური სისტემის მეშვეობით,  ელექტროენერგიის მუდმივად მზარდი ღირებულების ფონზე, „ჰავი ლოგისტიკი“ შეძლებს, საკუთარი საქმიანობა და პროცესები ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო მეტად ხარჯთეფექტური გახადოს.

აღსანიშნავია, რომ „ჰავი ლოგისტიკისა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ ახალ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილმდებარეობისა და კლიმატის სპეციფიკურობა. ამ მიზნით, შენობის სახურავზე დამონტაჟებული პანელური სისტემის დიზაინი შექმნილია ისე, რომ გაუძლოს თბილისის ამ არეალისთვის დამახასიათებელ თოვლის მასას და ქარის სიჩქარეს. ინვენტორების ზომა კი გაზრდილია ისე, რომ დღის განმავლობაში, სისტემამ მაქსიმალური ენერგია გამოიმუშაოს და კომპანიამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ოპტიმალური შედეგები მიიღოს.

„HAVI ლოგისტიკის“ შესახებ: 

„HAVI ლოგისტიკი“ საერთაშორისო კომპანიაა. ის, წამყვანი ბრენდებისათვის, 100-ზე მეტ  ქვეყანაში ლოგისტიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს, მათ შორის, 45 წელია, „მაკდონალდსის“ კორპორაციას უწევს ლოგისტიკურ სერვისს. კომპანია 1974 წელს დაფუძნდა და დღეს, 10 000-მდე დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Netflix-ის მიერ გადაღებული Cowboy Bebop-ის პრემიერა წარმატებით შედგა!

Rolls-Royce-ის განცხადებით, მისი სრულად ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია