Warner Bros Discovery-ის ქვებრენდმა, სახელწოდებით Max, თავისი ახალი ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა წარმოადგინა. ამ უკანასკნელზე კი დიზაინერულმა სააგენტო DixonBaxi-მ იმუშავა.
HBO Max-ისა და Discovery+-ის მიერ შემოთავაზებული კონტენტის მიქსით, სტრიმინგის სერვისი მიზნად ისახავს, აუდიტორიას არჩევანის ფართო სპექტრი შესთავაზოს. შედეგად, ის მოიცავს ისეთ შოუებს, როგორებიცაა Succession, The Last of Us, Harry Potter და Batman. ეს მრავალფეროვანი იდენტობა კი ახალი ბრენდინგის კონცეფციად იქცა, იდეით „სადაც ჩვენი სამყარო თქვენსას ხვდება“.

რაც შეეხება ლოგოს, ის მოდერნულია, თავისი მინიმალისტური და მკვეთრი ვიზუალით. მის სილამაზეს ხელი შეუწყო სპეციალურად შექმნილმა შრიფტმაც, სახელწოდებით Max Sans. გეომეტრიული ასოები, ელეგანტურად მომრგვალებული ფორმებით, კომპანია F37-თან პარტნიორობით შემუშავდა.














