in

რა კითხვები უნდა დასვათ მანამ, სანამ ახალ სამსახურს დაიწყებთ?

ახალი სამსახურის დაწყება ბევრ ახალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, ის, თუ, როგორ მოიქცევით სამსახურის დაწყებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში, უპირობოდ განსაზღვრავს თქვენს შემდგომ წარამატებასა თუ წარუმატებლობას მომავალში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, თავიდანვე გადადგათ ის ნაბიჯები, რომლებიც შემდგომ საქმიანობაში მნიშვნელოვნად წაგადგებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

ყველაზე დიდი გამოწვევა ასეთ პერიოდში ლიდერის წინაშე თავის სწორად წარმოჩენაა. უნდა ეცადოთ, მუდამ ფოკუსირებული იყოთ თქვენს საქმიანობაზე. თუმცა, არც ის იქნება კარგი, ძალიან ბევრი დრო ხარჯოთ იმ საქმეზე, რომელსაც რეალურად ეს არ სჭირდება. ამიტომაა, რომ რესურსების გადანაწილება სწორად უნდა მოახდინოთ. გთავაზობთ 5 კითხვას, რომლებიც უნდა დასვათ მანამ, სანამ ახალ სამსახურს დაიწყებთ (თუმცა, რასაკვირველია, შეკითხვების დასმა შემდეგაც უნდა გააგრძელოთ):

როგორ შევქმნათ ახალ სამსახურში რაიმე ღირებული?

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ. რატომ დაგაკისრეს ის როლი, რომელშიც ახლა იმყოფებით? რას ელიან თქვენგან ლიდერები, ან სულაც რა დროის მონაკვეთში? როგორ შეაფასებენ თქვენს პროგრესს? თუკი თქვენ ამ კითხვებზე პასუხი გაინტერესებთ, უნდა იცოდეთ ისიც, რომ ეს პასუხი მხოლოდ ის სიტყვები არ იქნება, რომლებიც სამსახურში აყვანის დროს გითხრეს. ამ კითხვებზე პასუხებს დროთა განმავლობაში, პროგრესის დროს მიხვდებით. ასევე, დაიმახსოვრეთ ისიც, რომ თქვენი საქმიანობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლიდერს არ უნდა “მიუძღვნათ”, არსებობენ სხვებიც, ვინც თქვენს მუშაობას აფასებს და თქვენივე რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეცადეთ, მეტ-ნაკლებად ყველას მოლოდინებზე ორიენტირდეთ და ზუსტად გაიგოთ, რას ელიან თქვენგან – სწორედ ამის შემდეგ შეძლებთ, შექმნათ ის ღირებული რამ, რაც სამაგალითო თანამშრომლად გაქცევთ.

როგორ ქცევას მოელიან ჩემგან?

მანამ, სანამ სხვა ნაბიჯებს გადადგამდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაში არსებული “ადათ-წესების” შესწავლა და გააანალიზებაა. იფიქრეთ კულტურაზე, როგორც ორგანიზაციის იმუნურ სისტემაზე. იგი ხომ მართლაც კომპანიის საკმაოდ მასშტაბური საზომია. შიდა კულტურა ორგანიზაციას არიდებს არასწორ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. თუკი თქვენ ამ ნორმებსა და წესებს არღვევთ, ჩათვალეთ, რომ თავს საფრთხეში იგდებთ. ასეთ შემთხვევაში, სხვებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ თქვენ ამ კომპანიას არ ეკუთვნით და ავტომატურად ექცევით იზოლაციაში. რაც შემდგომ წარმატების მიღწევაში ძალიან შეგიშლით ხელს. ახალი სამსახურის დაწყებისას ნომერ პირველი და უმნიშვნელოვანესი ხომ კომპანიის წევრებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაა. ასე რომ, იცოდეთ, ყველაზე მეტად, რასაც დასაწყისში თქვენგან მოელიან, არის კომპანიის შიდა კულტურაზე მორგება და სამსახურის გათავისება.

ვისი მხარდაჭერა მჭირდება ყველაზე მეტად?

ძირითად შემთხვევებში, ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ექვემდებარებით, რომლებთანაც პირდაპირი შეხება არ გაქვთ. ასეთ დროს, ყველაზე მართებული “ალიანსების” შექმნაა. ამისთვის კი გჭირდებათ, იმ ხალხთან გქონდეთ აქტიური კონტაქტი, ვისაც გარკვეული ძალაუფლება და გავლენა აქვს და ვინც დაგეხმარებათ, გქონდეთ ირიბი, თუმცა, დადებითი კავშირი თქვენს უფროსთან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ურთიერთობის დამყარება არ კმარა. თქვენ უნდა იცოდეთ ისიც, რას საქმიანობენ და რაში სჭირდებათ მათ დახმარება. უფრო რომ გავამარტივოთ, თქვენ გჭირდებათ “მოკავშირე” და მისთვის უნდა შეგეძლოთ გარკვეული დახმარების გაწევა. კარმა ხომ გაგიგიათ? სწორედ იმიტომ, რომ კარმასავით დაგიბრუნონ თქვენი საქციელი მაშინ, როცა საქმე უფროსთან გექნებათ და კარგი რეკომენდაცია გაგიწიონ მასთან.

პირველ გამარჯვებებს როგორ მოვიპოვებ?

ორგანიზაციისთვის ახალი და ენერგიული ლიდერები თავიანთ თანამშრომლებს ენერგიით მაშინ ავსებენ, როდესაც ორგანიზაციაში დეტალებს სწრაფად და სასიკეთოდ გარდაქმნიან, ე.ი თანამშრომლების ყურადღებასა და პატივისცემას ადრეული “გამარჯვებებით” და გაუმჯობესებით იმსახურებენ. ამგვარად ისინი ქმნიან სანდოობის საფუძველს. როდესაც ახალი ხართ, თქვენი თანამშრომლები გამუდმებით ელიან, კონკრეტული მომენტები თქვენთვის სასიკეთოდ წარმართოთ და კომპანიას წარმატება მოუტანოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ სხვების გამოცდილებაც და კარგად დაფიქრდეთ, რა სჭირდება ამ ეტაპზე კომპანიას. პერსპექტიული გზების შეთავაზებით უფროსების თვალში ერთი ორად ამაღლდებით.

რა მჭირდება იმისთვის რომ დაკისრებული როლი შევასრულო?

როგორც მარშალ გოდსმიტი ამბობდა, ის უნარები, რომლებსაც ამ მომენტში პირობითად ამ ადგილზე ფლობ, ვერ დაგეხმარება იმაში, სხვა, უფრო უკეთეს ადგილას ამოყო თავი. მართლაც, უნარები და შესაძლებლობები, რომლებმაც კონკრეტულ სამსახურამდე მიგიყვანათ, არ არის საბოლოო რამ, რითიც მომავალშიც შეძლებთ წარმატების მიღწევას. შეიმუშავეთ ახალი გზები, რომლებითაც მაქსიმალურად მოახდენთ თქვენი შესაძლებლობების თქვენივე საქმეში ჩადებას. ამისათვის მაქსიმალურად დაგჭირდებათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა. არ არის აუცილებელი, სამსახურში მისვლის დღიდანვე დაიწყოთ ყველაფერ ამაზე ზრუნვა – დრო და გარემოება ხომ აუცილებლად გვაჩვენებს ხოლმე, რა არის საჭირო. თუმცა, დრო და დრო, გადაამოწმეთ ხოლმე, რა შეგიძლიათ, გააკეთოთ ახალი და საინტერესო. ხომ იცით, ერთ ადგილზე დგომას კარგი არავისთვის მოუტანია.

წყარო: HBR



Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია

რა გელოდებათ Black Sea Arena-ზე 16 ივნისს?!