in

„მოგვიყევით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ“ — როგორ ვუპასუხოთ?

სამსახურის გასაუბრებების დროს ზოგიერთი კითხვა გამუდმებით მეორდება. ალბათ, თქვენც მომიყევით თქვენ შესახებ, რატომ გსურთ აქ მუშაობა? და გვითხარით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ გახსენდებათ. ეს უკანასკნელი საკმაოდ მარტივი ჩანს, კლასიკურად კი ამ კითხვაზე მსგავს პასუხებს ვისმენთ:

ჩემი ძლიერი მხარეები? კრეატიულობა! პრობლემების გადაჭრის უნარი! თანამშრომლობა!

ჩემი სუსტი მხარეები? პერფექციონისტი ვარ, ზედმეტად შრომისმოყვარე და ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ!

შესაძლოა, ამ პასუხებიდან ზოგიერთი სიმართლეც იყოს, მაგრამ ზოგჯერ შაბლონურ, ნაკლებად ავთენტურ პასუხებს ემსგავსება… ბუნებრივია, ეს შედეგებზე დადებითად არ აისახება. სწორედ ამიტომ, იმ რჩევებსა და მაგალითებს გაგიზიარებთ, რომლებიც გასაუბრების დროს დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ. თუმცა მანამდე ერთსაც გეტყვით: კარგი იქნება, თუ თითოეული კითხვისთვის 2 შესაძლო პასუხს მოამზადებთ. 

როგორ უნდა აღწეროთ თქვენი ძლიერი მხარეები?

აქ მნიშვნელოვანია, კომპანიების საჭიროებები და თქვენი შესაძლებლობები ერთმანეთს შეესაბამებოდეს. მიჰყევით წესებს, რათა თქვენი უნარები მხოლოდ მომხიბვლელად კი არ ჟღერდეს, არამედ რელევანტური და გამორჩეულიც იყოს.

1. ფოკუსირდით იმ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც ვაკანსიაშია შემოთავაზებული

იმ საკითხებს უნდა დააკვირდეთ, რომლებიც სამუშაო აღწერილობაშია მოცემული, იქნება ეს სასურველი კვალიფიკაციები თუ საჭირო უნარები.

2. თქვენი უნარი ისე გადაეცით, რომ პასუხი მაქსიმალურად კონკრეტული გამოვიდეს

  • კომუნიკაციის უნარი → საჯაროდ საუბრისა და პრეზენტაციის უნარები
  • ადამიანების მართვის უნარი → გუნდის მენეჯმენტის უნარები
  • ვიდეო უნარები → ვიდეოს შექმნისა და რედაქტირების უნარები

3. მას შემდეგ, რაც ძლიერ მხარეებზე ჩამოყალიბდებით, ისინი 4 გზით გამოხატეთ:

  • ძლიერი მხარეები
  • ამ ძლიერი მხარეების რეალური მაგალითები
  • ძლიერი მხარეების გავლენა
  • რამდენად გსიამოვნებთ ამ ძლიერი მხარის არსებობა

ეცადეთ, ოთხივე ასპექტი თქვენს პასუხში გააერთიანოთ, ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც: ვიცი, ბევრ ადამიანს ძალიან აშინებს აუდიტორიის წინაშე საუბარი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს ეს და ხშირად ვიყენებ ჩემი საუბრის გამოცდილებას გუნდური პროექტების მხარდასაჭერად. მაგალითად, გასულ კვირას ჩვენი ახალი მომსახურების პორტალი პოტენციურ მომხმარებელს წარვუდგინე და ისინი მყისიერად დამთანხმდნენ. ამასთან, პიროვნულად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს კოლეგებს პრეზენტაციების გაკეთებაში ვეხმარები.

როგორ აღვწეროთ ჩვენი სუსტი მხარეები?

მთავარია, გასაუბრების პროცესში ავთენტური იყოთ და თვითსაბოტაჟს არ მიმართოთ. ინტერვიუერს დაამახსოვრდება თქვენი სუსტი მხარე და ქვეცნობიერად თქვენ წინააღმდეგაც კი შეიძლება გამოიყენოს იგი. ამიტომ, საჭიროა, პოტენციურად საზიანო შთაბეჭდილებებისგან თავი დაიზღვიოთ. ეს რჩევები კი სწორედ მსგავსი პასუხების შედგენაში დაგეხმარებათ:

1. სისუსტე სიტყვით გამოწვევა ჩაანაცვლეთ

თითქოს, ასე სისუსტის მავნე ზემოქმედებისგან იცავთ თავს და არსებული ნაკლიც მეტად გამოსწორებად ფორმებს იღებს — სისუსტე უფრო მეტად მუდმივ რაღაცას ეხება, ვიდრე გამოწვევა. 

2. აირჩიეთ ის უნარები, რომელთა დახვეწაც ტრენინგებისა თუ სხვა მეთოდების საშუალებით მარტივად შეიძლება

მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციის უნარები თუ რაღაც პროგრამის ცოდნა, ყველა დასწავლადი უნარია და ინტერვიუერებმაც იციან ეს. ხოლო ქცევითი გამოწვევები, იქნება ეს მოუთმენლობა, ნაკლები ორგანიზებულობა თუ სხვა რამ, უფრო მეტად პერსონალური ნაკლია. შესაბამისად, მათთან გამკლავებაც რთულია. 

3. თავი აარიდეთ კლიშეებს

თავი აარიდეთ ისეთ პასუხებს, რომლებიც პერფექციონიზმზე ან ვორკაჰოლიკობაზე საუბრობს. ამასთან, სისუსტეების დასახელებისას გადაჭარბებული მაგალითების მოყვანასაც შეეშვით. ზოგჯერ ძალიან ბევრს ვმუშაობ ყველამ იცის, რომ შენიღბული ძლიერი მხარეა.

4. აირჩიეთ გამოწვევა, რომელიც არ არის აუცილებელი სამუშაო ვალდებულებებისთვის

მართალია, თქვენი ძლიერი მხარეები სამუშაო აღწერილობაში მოცემული უნარების შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ გამოწვევების შემთხვევაში — არ უნდა გსურდეთ, იყოთ სუსტი იქ, სადაც სამსახურს სიძლიერე სჭირდება…

5. მას შემდეგ, რაც გამოწვევას მიიღებთ, იგი 3 გზით გამოხატეთ:

  • სუსტი მხარეები
  • ამ სუსტი მხარეების მცირე შედეგები
  • თქვენი სურვილი, დაძლიოთ ეს სუსტი მხარე

ეს ყველაფერი კი შეიძლება ჟღერდეს, როგორც: ჩემთვის ერთ-ერთი გამოწვევა სამსახურში არსებული ახალი ტექნოლოგიების სწავლაა, იქნება ეს მონაცემებისა თუ კონტენტის მენეჯმენტის სისტემები. უფრო მეტი დრო მჭირდება ამ რთული ტექნოლოგიური ხელსაწყოების სასწავლად, მაგრამ როგორც კი ამას ვახერხებ, მსიამოვნებს მასზე მუშაობა. ახალ კოლეგას რომ ამ ტექნოლოგიის შესწავლაში დავეხმარო, ესეც კი სასიამოვნოა ჩემთვის. ძალიან ვაფასებ, როცა კომპანია სპეციალურ კურსებსა და რესურსებს გვთავაზობს, რათა დაეხმარონ ადამიანებს, თავი მეტად თავდაჯერებულად იგრძნონ ამ ხელსაწყოების გამოყენებისას.

ძლიერი და სუსტი მხარეები მაგალითები

ზემოთ მოყვანილი მაგალითები სწრაფად რომ შევაჯამოთ, ასეთ ჩამონათვალს მივიღებთ:

ძლიერი მხარეები: 

  • საჯაროდ საუბრისა და პრეზენტაციის უნარები
  • გუნდის მენეჯმენტი
  • ვიდეოს შექმნა და რედაქტირება
  • პროექტის მენეჯმენტი
  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილება
  • პასუხისმგებლობის აღება
  • ე. წ. ბრეინშტორმინგი
  • გრაფიკული დიზაინი

სუსტი მხარეები:

შეხსენება: არ აირჩიოთ ის სუსტი მხარე, რომელიც სამსახურისთვის აუცილებელ უნარს უკავშირდება.

  • კონკრეტული პროგრამების არცოდნა
  • მეტი გამოცდილების საჭიროება მონაცემთა ანალიზსა თუ ფინანსურ საკითხებში
  • საჯაროდ საუბრის შიში
  • უკუკავშირის გაცემისას არაკომფორტულად ყოფნა
  • უფრო მეტი დროის საჭიროება ახალი სისტემების სწავლისთვის
  • დახმარების თხოვნა
  • დროის მენეჯმენტი
  • დელეგირება

დაბოლოს, ადამიანებს ყველაზე მეტად ძლიერი და სუსტი მხარეების გაგება კი არ აინტერესებთ, არამედ ის, თუ როგორი ადამიანი ხართ და რა წვლილი შეგაქვთ საქმეში. ამგვარად, კითხვა რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?“ = „ისეთი ადამიანი ხართ, ვისაც შეუძლია გუნდისა და მისი მუშაობის გაუმჯობესება? გულწრფელი იყავით თქვენი უნარების მიმართ, ისარგებლებთ განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებით?.

გამოდის, თუ თქვენს პასუხებზე ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით იმუშავებთ, მენეჯერებს აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა არა მარტო ინტერვიუს პროცესში, არამედ მის მიღმაც შეიძლება… 

 

წყარო: HBR



ნახეთ: იტალიური რენესანსისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი

სალომე ბიბილაშვილი Solar Solutions GmbH-ის საერთაშორისო მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გახდა