in

როგორ უნდა გაუმკლავდეთ თანამშრომლობის ტვირთს?

იცოდით, რომ სამსახურის თანამშრომლობით ასპექტებზე დახარჯული დრო, იქნება ეს მყისიერი შეტყობინებები, ელ.ფოსტები თუ შეხვედრები, ბოლო 12 წლის განმავლობაში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა? მართალია, მსგავსი ჰიპერ-თანამშრომლობა შედეგად ინოვაციების გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს, სწრაფ გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას გვაძლევს, მაგრამ თანამშრომლები ამით უკვე ძალიან გადაიღალნენ…

pasha-statiebi
pasha-statiebi

გამოწვევას სამუშაოს საერთო დატვირთვა კი არ წარმოადგენს, არამედ მის ირგვლივ არსებული თანამშრომლობის აუცილებლობა. თანაც, ბევრ ორგანიზაციაში დასაქმებულების მართვა არც ისე ეფექტურად ხდება. თანამშრომლობითი ტვირთის შემცირება კი უკვე ანალიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს. მაშინ, როცა ხელმძღვანელები იდეალურად აკვირდებიან ციფრებში გამოსახულ ფინანსურ მაჩვენებლებს, ნაკლები იციან იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ადამიანები დროის უმეტესობას ერთმანეთთან თანამშრომლობაში. დიახ, ისინი ნებისმიერი ტიპის საქმეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითხოვენ, რეალური შედეგები კი ყურადღების მიღმა რჩებათ.

თანამშრომლობითი ინტელექტის მწვავე საჭიროება

კვლევისას დადგინდა, რომ თანამშრომლობითი ინტელექტის ქონის დროს მონაწილეები სხვებთან მუშაობის საკითხს გადატვირთულობის შემცირების გზით განიხილავდნენ. პერსონალური პრიორიტეტიზაციის ჯგუფმა კი, რომლის წევრებიც თითოეულ დღეს 3-5 პრიორიტეტს წერდნენ, რათა საბოლოოდ მკვლევრებს სხვადასხვა სტრატეგიის თანამშრომლობით გადატვირთულობასთან შეთავსებაში დახმარებოდნენ. ეს ყველაზე წარმატებით მოახერხა — თანამშრომლობითი მოქმედებების რაოდენობა გააუმჯობესა და სხვების შეტყობინებების მაჩვენებელი 7%-ით შეამცირა. გამოდის, თანამშრომლობით გადატვირთვა ხშირად უხილავი საკითხია, მაგრამ, როგორც ხედავთ, მისი კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია. 

როგორ გავუმკლავდეთ თანამშრომლობის ტვირთს?

იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა თანამშრომლობითი ტვირთის შემსუბუქება მოახერხონ, ჯერ უნდა გაიაზრონ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. შემდეგი 4 მეთოდი კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

1. ინვესტიცია ჩადეთ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებში, რომლებიც დასაქმებულებს ფოკუსირების პრობლემებისა და გავლენისგან დაიცავს

Gartner-ის კვლევის მიხედვით, 2019 წლიდან 2021 წლამდე თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც კოლაბორაციულ ტექნოლოგიებს იყენებენ, 44%-ით გაიზარდა. აქ კი მნიშვნელოვანია, რომ იგი თქვენი ყურადღებისთვის გამოწვევას არ წარმოადგენდეს. ამიტომ, ორგანიზაციებმა B2B ინსტრუმენტებსა და პლატფორმებში უნდა განახორციელონ ინვესტიცია, იქნება ეს სამუშაო ნაკადის ავტომატიზაციის პლატფორმები თუ „ფოკუსირების დროის“ შესაძლებლობების მქონე ხელსაწყოები.

2. აღჭურვეთ თანამშრომლები კოლაბორაციული ინტელექტით

აქ დასაქმებულთა მოქმედებების დაფაც შეგიძლიათ იგულისხმოთ. როგორც კოლაბორაციული ინტელექტის ნაწილი, დასაქმებულებს სჭირდებათ რაღაც სტანდარტი ან შესადარებელი წერტილი, იმისათვის, რომ თანამშრომლობის სიჯანსაღე განსაზღვრონ. მონაწილეები დაფების დათვალიერებისას უფრო სიღრმისეულ ფიქრს იწყებენ იმაზე, თუ როგორ ატარებენ დროს. მაგალითად, როცა თანამშრომელმა დაინახა, რომ თვითინიცირებული თანამშრომლობის მაჩვენებელი, კოლეგებთან შედარებით, მცირე იყო, მიხვდა, მსგავსად სხვებსაც რომ აფერხებდა და საპასუხოდ, უფრო მეტი თანამშრომლობა დაიწყო. გამოდის, როცა თანამშრომლებს აქვთ მაგალითი იმისა, თუ როგორია კარგი თანამშრომლობა, თავადაც უკეთ ახერხებენ მის მართვას. 

3. დაამყარეთ თანამშრომლობითი ნორმები ორგანიზაციული მასშტაბით

ორგანიზაციებმა საავტომობილო გზების მსგავსი სისტემა უნდა შექმნან, რათა დასაქმებულებმა მოძრაობის წესები იცოდნენ და საყოველთაო ქაოსიც თავიდან აიცილონ. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში თითოეული თანამშრომლობითი ინსტრუმენტის დანიშნულება წინასწარ იყო განსაზღვრული — შეზღუდული ძებნის ფუნქციის გამო ელ.ფოსტა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად არ უნდა გამოეყენებინათ. ამასთან, კომპანიებმა უნდა დააწესონ გადაუდებელი ინფორმაციის გადაცემის ნორმები, რადგან ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან, დაიჯერონ, რომ ის, რაც ბოლოს სთხოვეს, სასწრაფოა… დიახ, თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, როდის და როგორ გამოიყენონ კომუნიკაციის ესა თუ ის მეთოდი.

4. გადატვირთეთ

ზოგჯერ ორგანიზაციებს სრული გადატვირთვაც სჭირდებათ, რაც თანამშრომლობითი პრაქტიკის ხელახლა აშენებას გულისხმობს. კვლევისას, მონაწილეებს სთხოვეს, კალენდრები განმეორებითი შეხვედრებისგან გაესუფთავებინათ. ეს მათ დაეხმარა, ხელახლა დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ როგორ ატარებდნენ დროს შეხვედრებზე. ამასთან, უბიძგა, შეეცვალათ თითოეული შეხვედრის ფორმატი ისე, რომ უკეთ მორგებოდა თავის მიზანს.

გამოდის, ორგანიზაციები დასაქმებულებს თანამშრომლობის ტვირთის მართვაში უნდა დაეხმარონ. ჯობს, დაივიწყოთ დასაქმებულების პროდუქტიულობისა და შედეგების მონიტორინგი. დასაქმებულებს საკუთარი საქმეების საუკეთესოდ კეთებაში რომ დაეხმაროთ, ზემოთ მოცემული რჩევებით თანამშრომლობით ინტელექტში უნდა ჩადოთ ინვესტიცია. 

წყარო: HBR



რატომ გათეთრდა სამხრეთ ინგლისში მდინარე?

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქართული ბრენდი – O’SEVEN ELEVEN – ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას წარმოადგენს