in

რას აკეთებენ პროდუქტიული კომპანიები განსხვავებულად?

წარსულისგან განსხვავებით, დღეს კომპანიების პროდუქტიულობა საკმაოდ ნელი ტემპით იზრდება, თუმცა მანამდე არსებულ მაჩვენებელს მაინც ჩამოუვარდება… ეს ხარვეზები კი იმაზე მიგვითითებს, რომ კომპანიებმა საკუთარი ამბიციები უნდა გაზარდონ, რაც მეტის ნაკლები ან იმავე რესურსით კეთებით კორპორატიულ შემოსავლებში უფრო მაღალ მარჟასა და შემოსავლების ძლიერ ზრდას გვთავაზობს…

გაკვეთილები ყველაზე პროდუქტიული კომპანიებისგან

იმ ბიზნესის ხელმძღვანელებისთვის, რომელთაც პროდუქტიულობის გაზრდა სურთ, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც შეუძლიათ სხვა კომპანიებისგან ისწავლონ, როცა ისინი პროდუქტიულობის პიკში არიან. ხოლო ის, რაც ამ პროდუქტიულ კომპანიებს აერთიანებთ შემდგომ 4 ელემენტს ეფუძნება:

ისინი ხედავენ გაციფრულების ღირებულებას

1989 წლიდან 2019 წლამდე კვლევამ მნიშვნელოვანი კორელაცია გამოავლინა სექტორის პროდუქტიულობის ზრდასა და მისი გაციფრულების დონეს შორის. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი კომპანია ვერ ხედავს ტექნოლოგიებში ინვესტირების ღირებულებას. შესაბამისად, ისინი ხშირად არასწორად აახლებენ კომპანიის სტრატეგიასა თუ ბიზნეს მოდელებს — ისინი ახალი ციფრული შესაძლებლობებით არ სარგებლობენ.

ხოლო პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ბიზნესები თამამ მიზნებს ისახავენ, რომელთა მიღწევაც ტექნოლოგიებით შეუძლიათ. ისინი კონკრეტული პროცესების გაციფრულებას ცდილობენ და არა — არსებულის გაძლიერებას, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ ტექნოლოგიებისგან. 

ისინი ინვესტიციებს დებენ არამატერიალურ საკითხებში

ეს კომპანიები ხშირად ტექნოლოგიების მიღმაც მიდიან და ფსონებს დებენ კვლევასა და განვითარებაზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და სამუშაო ძალის შესაძლებლობებზე. სხვა კომპანიებთან შედარებით, პროდუქტიულობით გამორჩეულები ამას 2,6-ჯერ მეტად მიმართავენ. მათთვის გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მართალია, მსგავსი ინვესტიციები თავდაპირველად მცირე სარგებელს სთავაზობს მათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სარგებელი მნიშვნელოვნად იზრდება. 

ისინი თანამშრომლებს მომავლისთვის ამზადებენ

ზრუნავენ იმ კვალიფიციურ თანამშრომლებზე, რომლებიც ტექნოლოგიებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სჭირდებათ — საუკეთესო ნიჭის მოზიდვისთვის ან არსებული თანამშრომლების უნარების განვითარებაზე მუშაობენ. მათთვის როგორც პირველი ხაზის თანამშრომლები, ისე ტექნიკური ცოდნის მქონე აღმასრულებლებია საჭირო, რათა კომპლექსური კომპანიების ხელახალი კონფიგურაცია წარმატებით შეძლონ. 

აქ ლიდერები ნიჭიერი თანამშრომლების მოძიების ომში იმით იგებენ, რომ ისინი მათი გამოცდილების ღირებულებას ამჩნევენ და ინვესტიციებს დებენ სამსახურთან დაკავშირებულ ტრენინგებში, აფართოებენ პოლიტიკას, რაც მშობლებისთვის ან ხანდაზმული თანამშრომლებისთვის სამუშაო ძალაში დარჩენას ამარტივებს.

ისინი ითვისებენ სისტემის მიდგომას

პირველ ხაზზე არსებული კომპანიები სისტემის მსგავსად ფიქრობენ, ეძებენ შესაძლებლობებს, რათა ჰქონდეთ წვდომა ახალ ბაზრებზე ან ითანამშრომლონ დაინტერესებულ მხარეებთან. პროდუქტიული კომპანიები კი, უფრო მეტად გლობალური ღირებულების მქონე ქსელებს უკავშირდებიან, რაც მათ აძლევს წვდომას გლობალურ ბაზრებზე, იდეებსა თუ ნიჭზე. ისინი თანამშრომლობენ მომმარაგებლებთან და მომხმარებლებთან, რათა ჩამოაყალიბონ ახალი ეკოსისტემა, რომელიც კოლექტიური ეფექტებით ისარგებლებს და ღირებულებათა საერთო ნაკრებს შექმნის. ამასთან, ისინი ეძებენ შესაძლებლობებს, რათა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საზოგადო სექტორის კოლეგებთან და გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რომლებიც კვალიფიციურ ნიჭსა თუ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში არსებობს. 

პროდუქტიულობის ჩემპიონები

ამ გაკვეთილებიდან რაღაცის სწავლა ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის კომპანიას შეუძლია. ბევრი წარმატებული კომპანია კი იმის ნაწილია, რასაც ჩვენ ტიტანის ეკონომიკას ვუწოდებთ — პატარა, ხშირად კერძო ინდუსტრიულ-ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც სწრაფად მზარდ და ყველაზე სასარგებლო მეწარმეებს შორის არიან ქვეყანაში. ეს კომპანიები ხშირად პატარა ქალაქებშია დაფუძნებული, ზოგჯერ სასოფლო დასახლებებშიც კი და მრავალ სექტორშიც არიან წარმოდგენილნი. 

აქ საკვებ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია Dot Foods შეგვიძლია განვიხილოთ, რომლისთვისაც ფოკუსი თანამშრომლების ირგვლივ ტრიალებს. მათ მოსაზიდად ხელახლა შექმნა ისეთი სამუშაო განრიგიც, რომლითაც თანამშრომლებს მეტ მოქნილობას შესთავაზებდა. მეტიც, ყველა მოსაწყენი თუ რუტინული საქმე ტექნოლოგიების დახმარებით ავტომატიზებული გახადა. თანამშრომლებს კი ყველაფერი ასწავლა, რაც ამ ტექნოლოგიების მართვისთვის იყო საჭირო. ამგვარად, ამერიკაში Dot Foods-მა ყველაზე წარმატებული კომპანიების სიაშიც მოიპოვა ადგილი.

ეს მაგალითი ზუსტად ესადაგება ტიტანის ეკონომიკის კომპანიებს და შესაძლებლობა, რომ სხვებიც შეუერთდნენ მას, უსასრულოა. საინტერესოა ისიც, რომ უახლესი მონაცემების თანახმად, საშუალო და პატარა კომპანიები ნაკლებად პროდუქტიულები არიან დიდ ორგანიზაციებთან შედარებით. მაგრამ ზოგიერთ სექტორში, სადაც ნიშ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს მაღალ ფასად გვთავაზობენ, პატარა კომპანიებს შეუძლიათ ისეთივე პროდუქტიულები გახდნენ, როგორ მათი დიდი მეტოქეები…

გამოდის, არც ზომა და არც სექტორია კომპანიის ბედის განმსაზღვრელი. თითქმის ყველა კომპანიას შეუძლია, გაზარდოს თავისი პროდუქტიულობა და ამ კუთხით მოწინავე რიგებიც დაიკავოს. ხოლო ბიზნესის ხელმძღვანელებისთვის არსებული პროდუქტიულობის უფსკრული მათივე ამბიციების ამაღლების ინდიკატორი უნდა იყოს. მათ მიერ განხორციელებული სამუშაო კი უდავოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

 

წყარო: HBR



Lamborghini სუპერმანქანის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს — ახალი კამპანია

Skype-ის ახალი სიცოცხლე — მაიკროსოფტმა აპლიკაციაში Bing AI ჩააშენა