in

როგორ უნდა შექმნას გლობალურმა კომპანიამ მომხმარებელთა მდგრადი გამოცდილება?

ამ საკითხს ცოტა ზედაპირულად თუ შევხედავთ, ბიზნესების საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა ძალიან მარტივ პროცესად მოგვეჩვენება. დღეს ხომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, სხვადასხვა ბაზარს წამებში მისწვდეს, თუნდაც ბლოგპოსტის გამოქვეყნებით, მობილური აპლიკაციის ჩაშვებით, ციფრული რეკლამების ყიდვით… ბიზნესები ადრეულ ეტაპზევე აღწევენ წარმატებას, მაგალითად, პროდუქტის ამაზონზე განთავსებით, რაც მათ მეტად ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას აძლევს. თუმცა ხშირად მიღებული პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია — ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს ძალიან აზარალებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამიტომ, წარმატების შენარჩუნებისთვის მხოლოდ ისეთი კომპანიის შექმნა კი არ დაგჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებლები, არამედ ისეთის, რომელიც გლობალურად სამართლიანი ორგანიზაციის (GEO) მსგავსად იმოქმედებს. 

გლობალურად სამართლიანი ორგანიზაციების ზრდა

დღეს გლობალურობა ახალი მოცემულობაა და მიზანიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან უბრალოდ შემოსავლების ზრდა აღარ არის. ამის ნაცვლად, ახალი საზომი მომხმარებელზე მეტად ორიენტირებულია. კომპანიებმა გააანალიზეს, რომ ახალი მომხმარებლების შეძენაზე მნიშვნელოვანი მათი შენარჩუნებაა, რადგან ეს მდგრად შემოსავლებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გლობალური კომპანიები სვამენ კითხვას: რამდენად წარმატებული ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ადგილობრივ მომხმარებლებს ჩვენს ბიზნესთან თითოეულ ბაზარზე, გეოგრაფიული საკითხების გარეშე?

გახადეთ მომხმარებელთა გამოცდილება სამართლიანი და არა, იდენტური

ციფრულ ეპოქაში გლობალურ მასშტაბზე გასვლა, მომხმარებელთა გამოცდილების ადაპტაციის გარეშე, მარტივია. უბრალოდ, კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, მომხმარებლებთან ღირებული კავშირების დამყარების შანსს კარგავენ. ადგილობრივი გამოცდილებების სამართლიანად ქცევაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი იდენტური უნდა გახდეს. სანაცვლოდ, მათ ლოკალურ ადაპტაციებს უნდა მიმართონ, რათა ყველა ბაზრის მომხმარებელი თანაბრად ბედნიერი იყოს.

ამის ბრწყინვალე მაგალითი სტარბაქსია — მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი მენიუდან უკვეთავენ, მაგრამ ადაპტაციისთვის, მაგალითად, პერუში, სადაც ლუკუმას ხილი იზრდება, მომხმარებლებს Lúcuma Crème Frappuccino-ს შეკვეთა შეუძლიათ. მსგავსი ადაპტაციები ციფრულ სფეროშიც ვრცელდება და კომპანია ცდილობს, თავისი ციფრული მარკეტინგის კამპანიები თითოეული ქვეყნის ადგილობრივ ტრადიციულ დღესასწაულებს მიუძღვნას. 

მიუხედავად ამისა, გლობალური კომპანიები, განსაკუთრებით ციფრული და პროგრამული პროდუქტების მქონეები, ხშირად დგანან ყველა ბაზარზე ერთი და იმავე რაღაცის კეთების ცდუნების წინაშე. თუმცა ამას უარყოფითი შედეგები ახლავს თან… უმჯობესია, თუ ადაპტაციის სურვილს გამოხატავთ, გაამხნევებთ თქვენს თანამშრომლებს, რათა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი იმისკენ მიმართონ, თუ რა იმუშავებს კონკრეტულ ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესოდ. 

დარწმუნდით, რომ თქვენს ორგანიზაციას აქვს გლობალურად სამართლიანი აზროვნება

მომხმარებლებისთვის სამართლიანი გამოცდილება ნამდვილად რომ შექმნათ, რაც შეიძლება მალე უნდა ფოკუსირდეთ იმაზე, რასაც გლობალურ აზროვნებას ეძახიან. ანუ იმას, რაც გეოგრაფიულ-აგნოსტიკურია, ლინგვისტურად ინკლუზიური, ოპერაციული, დაბალანსებული და ემპათიური. ხოლო, როცა თქვენს კომპანიაში ახალ გლობალურ ინიციატივას ჩაუშვებთ, იმის გასაგებად, რამდენად სამართლიანია თქვენი მიდგომა, შემდგომი 5 კითხვა დაგეხმარებათ:

  • გეოგრაფიულ-აგნოსტიკური ეს პროექტი კონკრეტული ბაზრის მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული თუ ინკლუზიურია სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილისთვის?
  • ლინგვისტურად ინკლუზიური განვიხილეთ მომხმარებელთა ენისა და ცოდნის საჭიროებები იმ ადგილობრივ ბაზრებზე, რომლებსაც ვემსახურებით?
  • ოპერაციული გავითვალისწინეთ თუ არა ლოკალური განსხვავებები ჩვენს გეგმებში, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები, როცა ამის შესრულების დრო დადგება?
  • ბალანსი — არის თუ არა ჩვენი რესურსები, მაგალითად, დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა ისეთი, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს პრიორიტეტულ ბაზრებს?
  • ემპათიურობა — ვესაუბრეთ ჩვენს მომხმარებლებს ან ადგილობრივი ბაზრების ხელმძღვანელებს, რათა გაგვეგო, ნამდვილად ვითვალისწინებთ თუ არა მათ საჭიროებებს?

და თუ თქვენ ამ 5 მარტივ პრინციპს თქვენივე გუნდის აზროვნების ცენტრში მოაქცევთ, ბუნებრივად შეძლებთ სამართლიანი გამოცდილების შეთავაზებას თქვენი მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარად, რაც უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებთ ყველა ბაზარზე ღირებულების სამართლიანად მიწოდებაზე, მით უფრო დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. ეს კი მხოლოდ ახალი მიდგომით არის შესაძლებელი, რომელიც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის სამართლიანი გამოცდილების მიწოდებაზე ზრუნავს. 

 

წყარო: HBR



Ad Black Sea 2023-ის კონცეფცია: TELL ME SOMETHING I DON’T KNOW და ფესტივალის განახლებული ბრენდინგი

ბარბის ფილმი, როგორც თერაპიის მეთოდი