in

HBR-ის კვლევა – მოქნილმა სამუშაომ შეიძლება დემოტივაცია გამოიწვიოს

ჯერ კიდევ 2019 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა 80%-ს ურჩევნია იმუშაოს კომპანიაში, რომელიც სთავაზობს სამუშაოს მოქნილ განრიგს. პანდემიამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო წამოსწია წინ და გაამყარა. ეს შესაძლებლობა ბევრი ადამიანისთვის იყო მომგებიანი, რადგან მიეცათ საშუალება, ემუშავათ სასურველი ადგილიდან. თუმცა HBR-ის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, არსებობს ვარაუდები, რომ უპირატესობებთან ერთად, შესაძლოა მოქნილ მუშაობას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდეს დამალული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში თითქმის 2000 თანამშრომელთან და სტუდენტთან ჩატარებული კვლევების შედეგად, HBR-მა აღმოაჩინა, რომ მუშაობა არასტანდარტულ დროს, როგორიცაა შაბათ-კვირა ან არდადეგები, მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანების შინაგან მოტივაციას, რაც სამუშაოს ნაკლებად სასიამოვნოს ხდის. რატომ ხდება ეს?

პასუხი ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ძალაშია: სოციალურ ნორმებში. არატრადიციული სამუშაო გრაფიკის მზარდი მიმღებლობის მიუხედავად, საზოგადოებას კვლავ აქვს მკაფიო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ, როდის არის მიზანშეწონილი მუშაობა და როდის – არა. ჩვენს კულტურაში მაინც მტკიცედ რჩება ნაგულისხმევი 9-დან 5-მდე, 10-დან 6-მდე სამუშაო გრაფიკი. კალენდრის აპები ნაცრისფერია შაბათ-კვირას და საღამოს საათებში, Google Doodles და სხვა სამომხმარებლო პროდუქტები რებრენდირდება უქმე დღეებზე, ბევრი ბიზნესი და სკოლა იხურება შაბათ-კვირას, საღამოს და არდადეგებზე.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში, HBR-მა ჰკითხა თანამშრომლებს, რას გრძნობდნენ ისინი სამუშაოს მიმართ, ჯერ ჩვეულებრივ დღეს მუშაობისას, შემდეგ კი ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მუშაობდნენ ოფიციალურ დღესასწაულზე. კვლევისას აღმოჩნდა, რომ მოტივაცია და სიამოვნება მნიშვნელოვნად დაბალი იყო, როდესაც თანამშრომლები მუშაობდნენ შვებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარიანტის შემთხვევაშიც და მერეც, დღე იყო ორშაბათი.

კარგი ამბავი ის არის, რომ HBR-ის კვლევამ ასევე გამოავლინა სტრატეგია, რომელიც დაეხმარება თანამშრომლებსა და სტუდენტებს, რომ დარჩნენ მოტივირებულები, როდესაც მუშაობენ „რეგულარული“ სამუშაო საათების მიღმა.

ამ იდეის შესამოწმებლად, თავდაპირველ ექსპერიმენტში, HBR-ს სრულ განაკვეთზე ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც შაბათ-კვირას მუშაობდნენ. ერთ ჯგუფს დაევალა, დაფიქრებულიყო იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მათი დრო უკეთესად დახარჯულიყო არასამუშაო აქტივობებზე, როგორიცაა მეგობრებთან ერთად დასვენება ან მუსიკის მოსმენა, ხოლო მეორე ჯგუფს უთხრეს, ეფიქრა იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ თავის დროს კარგად მუშაობაზე კონცენტირებით; საკონტროლო ჯგუფს უბრალოდ დაევალა დაფიქრებულიყო, თუ რას გრძნობდნენ ისინი ამ დროის განმავლობაში მუშაობისას.

შედეგი იყო შემდეგნაირი: შაბათ-კვირას მუშაობის უპირატესობებზე ფოკუსირება დაეხმარა მეორე ჯგუფის თანამშრომლებს ამ არასტანდარტული სამუშაო დროის განმავლობაში მუშაობის ნორმალიზებაში და შედეგად, ამ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი საშუალოდ 23%-ით უფრო დაინტერესებულნი იყვნენ და დაკავდნენ თავიანთი საქმით, ვიდრე დანარჩენი ორი ჯგუფი. საინტერესოა, რომ საკონტროლო ჯგუფს წარმოედგინა, რომ ისინი ისევე დემოტივირებულები იქნებოდნენ, როგორც პირველი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აიძულებდნენ ყურადღების გამახვილებას შაბათ-კვირას მუშაობის უარყოფით მხარეებზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანების ბუნებრივი ტენდენცია არასტანდარტულ სამუშაო დროს მუშაობისას არის ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მათი დრო უკეთესად დახარჯულიყო არასამუშაო საქმიანობებზე, რაც ხაზს უსვამს ჩვენი აზროვნების შეცვლის ძალას.

ჩატარდა მეორე ექსპერიმენტიც, რომლის ფარგლენბშიც, სტუდენტები საგაზაფხულო არდადეგების დროს ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ. ერთ ჯგუფს დაევალა სტანდარტული სამუშაო საათებით მუშაობა, მეორეს კი ამ დროის დასასვენებლად გამოყენება. კვლევამ აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში მყოფი პირები 15%-ით უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულნი, რომ სამუშაო პროდუქტიულად დაესრულებინათ.

მოქნილობა არის სიკეთე თანამედროვე სამუშაო ადგილისთვის – მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს შინაგანი მოტივაციის ფასად. როდესაც თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს მოტივირებულად და სასიამოვნოდ თვლიან, ისინი უფრო მეტს მუშაობენ, არიან უფრო კრეატიულები, უფრო დამხმარეები და ალტრუისტები. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აქვთ გაუმჯობესებული სამუშაო-ცხოვრების ბალანსი და საერთო ჯამში, კარგად გრძნობენ თავს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ მოქნილი მუშაობის უპირატესობებით ისე, რომ არ შესწიროთ მას საკუთარი მოტივაცია, სცადეთ იპოვოთ გზები, რათა პროაქტიულად შეცვალოთ თქვენი აზროვნება (იქნება ეს თქვენი კალენდრის გამოყენება, აპის დაყენება, რომელიც შეგატყობინებთ, რომ სამუშაო დროა, ან უბრალოდ შეხსენება). სწორი მიდგომის მეშვეობით, შესაძლებელია, გქონდეთ თქვენთვის სასურველი გრაფიკი და ასევე გიყვარდეთ თქვენი სამუშაო.

წყარო: HBR



სხვადასხვა პროდუქტი ერთ სივრცეში – veli.store-ის ციფრული პლატფორმა

იცოდი, რომ Viber-ის შექმნა სიყვარულს უკავშირდება?