in

როგორ უნდა გააუმჯობესოთ ურთიერთობა კარიერის სპონსორთან?

ყველაზე პროდუქტიული სპონსორობის მიღმა ხშირად ძალიან მცოდნე ადამიანები დგანან, ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც სპონსორების ტაქტიკური მხარდაჭერისა და ადვოკატირების შესაძლებლობებს ხედავენ. ეს ადამიანები ხშირად სპონსორული ურთიერთობების წარმმართველებიც ხდებიან. თუმცა ბარიერების გამო, იქნება ეს პერსონალური თუ შიდა, სტრუქტურული თუ გარეგანი, რომლებსაც ისინი სამსახურში აწყდებიან, ამას ვერ ახერხებენ. ახლა კი სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის 3 სტრატეგიას გვთავაზობენ:

შექმენით დოკუმენტი თქვენ შესახებ

ბენეფიციარები ხშირად ანიშნებენ სპონსორებს მზადყოფნაზე თავიანთი უნიკალური ღირებულებისა თუ გავლენის ჩვენებით, მაგრამ ფორმალური სპონსორობის პროგრამები ხშირად იმ წევრებს უგულებელყოფს, რომლებიც თვითრეკლამირებას მიმართავენ. მაგალითად ქალი, რომელიც გენდერული ნორმებით გაიზარდა და პრიორიტეტს ანიჭებს მოკრძალებას ან ადამიანები, რომლებიც ისეთი კულტურებიდან არიან, სადაც მთავარი აქცენტი თავმდაბლობაზე კეთდება.

შესაძლოა, ერთი შეხედვით, არც მოკრძალებაში და არც თავმდაბლობაში იყოს რაიმე არასწორი, მაგრამ ეს სპონსორებისთვის იმის გაგებას ართულებს, თუ როგორ დაეხმარონ კონკრეტულ ადამიანებს. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი კომპანიებმა მათ განცხადებების ჩამოყალიბებისკენ უნდა უბიძგონ — მცირე დოკუმენტი, რომელშიც ბენეფიციარები ხაზს გაუსვამენ თავიანთ როლს, უპირატესობებს, მიღწევებს, გამორჩეულ თვისებებს და აღწერენ თავიანთ მიზანსა თუ საამაყო მომენტებს. იმის გამო, რომ თვითრეკლამირება ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი არ არის, მენეჯერებს შეუძლიათ, ქოუჩინგს მიმართონ. ხოლო, თუ მენეჯერი არ ჰყავთ, წინასწარ დაწერილი ნიმუშები  დაიხმარონ და შემდგომ ჯგუფთან ერთად მოამზადონ ასეთი დოკუმენტი. 

მსგავსი სტრატეგია ადამიანებს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება, რომელიც მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის სრული სურათი წარადგინონ, ეს კი ეფექტური სპონსორობის საფუძველია. აქ ორივე მხარე ღირებულ ინფორმაციას იღებს, რაც უკეთესი შესაძლებლობების დანახვაშიც ეხმარება მათ. 

გააძლიერეთ რისკისადმი ტოლერანტულობა

ეფექტური სპონსორები ბენეფიციარებს კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ უბიძგებენ, მაგრამ რისკებზე წასვლა რთულია იმ ჯგუფებისთვის, რომელთა შეცდომებიც უსამართლო განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ან რომელთა პოტენციალიც კითხვით ნიშნის ქვეშ შეიძლება მოექცეს. სწორედ ამიტომ, გამოცდილი სპონსორები მრავალ საკითხს განიხილავენ, მიკერძოებებისა და კულტურული მოლოდინების ჩათვლით. ხშირად ქოუჩინგს ეყრდნობიან და რისკებთან დაკავშირებული დაბრკოლებების ისტორიებსაც უზიარებენ მათ.

ამასთან, რისკებზე ჭკვიანურად წასვლას ასწავლიან, რაც დიდი მიზნების უფრო პატარა ნაბიჯებად დაყოფას შეიძლება გულისხმობდეს და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩოების გამოყენებას. სპონსორები ბენეფიციარებს მაკროკლიმატის შეფასებისკენაც უბიძგებენ, ასწავლიან, რომ რისკებზე წასვლის პროცესში დისკომფორტი მახასიათებელია და არა, ნაკლი. 

შექმენით პიროვნული განვითარების გეგმა

სპონსორები თავიანთ მომხმარებლებს ვერ დაეხმარებიან, თუ არ ეცოდინებათ, როგორ გააკეთონ ეს. ამიტომ, ახალგაზრდა ტალანტებმა მათ იმ კონკრეტულ გზებზე უნდა მიუთითონ, რომელთა მხარდაჭერასაც შეძლებენ. ეს განსაკუთრებით საჭირო ხდება ისეთ პროგრამებში, სადაც ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. 

გამოწვევას ის წარმოადგენს, რომ ახალგაზრდა ტალანტები ხშირად ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ საჭიროებებზე. თვითადვოკატირება კი ის უნარია, რომელიც პრაქტიკასა და სხვების მხარდაჭერასთან ერთად იზრდება, რაც ბევრს აკლია… სწორედ ამიტომ, მანამ, სანამ დანიშნულ სპონსორებთან დაიწყებენ მუშაობას, მათ პიროვნული განვითარების გეგმა უნდა შექმნან, რომელსაც ურთიერთობებში ტაქტიკური საგზაო რუკის მსგავსად გამოიყენებენ. ზოგიერთისთვის საუბარზე მეტად, წერა შეიძლება იყოს მისაღები, ამიტომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა ტალანტებს დაწერილ ნიმუშებს შესთავაზებთ, რომლებზეც დამოუკიდებლად ან პატარა ჯგუფებთან ერთად მუშაობას შეძლებენ. 

ეს შემდეგ კითხვებსაც შეიძლება მოიცავდეს: რისი გაუმჯობესება გსურთ? გაქვთ იდეები ახალი პროექტებისთვის ან როლებისთვის? როგორი იქნება სამუშაო დღე თქვენთვის აქედან 1 წლის შემდეგ? ვინ გინდათ, რომ უფრო მეტი იცოდეს თქვენი წვლილის შესახებ? რომელ ხელმძღვანელებთან ისურვებდით შეხვედრას? — ამ კითხვებზე პასუხის გაცემით ცოცხალი დოკუმენტი იქმნება, რომელიც ურთიერთობას სწორ მიმართულებას აძლევს. 

ახალგაზრდა ტალანტებს, რომელთაც სპონსორობა ძალიან სჭირდებათ, ხშირად მრავალ წინააღმდეგობასთან უწევთ გამკლავება, რადგან მხოლოდ სპონსორის ყოლა არ არის საკმარისი… მათ არა მხოლოდ თავიანთი გავლენა და ადვოკატირება უნდა შესთავაზონ, არამედ კულტურულად პასუხისმგებლიანი კავშირი, თვითცენზურასაც უნდა მიმართონ. თუმცა ბენეფიციარებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა, მიიღონ პიროვნული განვითარების პროექტი, რაც მათ სპონსორობის მოლოდინებთან შესაბამისობაში დაეხმარება.

 

წყარო: HBR



Blockchain Futurist Conference 2023-ის შეჯამება: გლობალური Web3 კონფერენცია საინტერესო სპიკერებით

მეზობლობით დაწყებული გაკვეთილები დიზაინში — როგორ შეიქმნა ცნობილი დაჯგუფება?