იმისათვის, რომ განსაზღვროთ, რა უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება გჭირდებათ კარგი მენეჯერის სახელის მოსაპოვებლად, საკუთარ თავს კითხვები უნდა დაუსვათ, პასუხებს უნდა დააკვირდეთ, სუსტი მხარეები დაადგინოთ და მოქმედებაზე გადახვიდეთ. ეს პროცესი საკუთარი თავისთვის შემდგომი 10 კითხვის დასმით იწყება:
მენეჯერული უნარები
1. როგორია ჩემი ხელმძღვანელობის სტილი?
ეს განპირობებულია თქვენი ძლიერი მხარეების, ადამიანური თვისებებისა და ღირებულებების შერწყმით თქვენსავე ხედვასა და მიზნებთან. ასახეთ თითოეული კომპონენტი და შემდგომში გადაწყვიტეთ, რით გინდათ, რომ ცნობილი გახდეთ. გახსოვდეთ, შეგიძლიათ ეს მიდგომა დროთა განმავლობაში სწავლისა და განვითარების კვალდაკვალ დაამკვიდროთ.
2. როგორ შემიძლია დავეხმარო გუნდს განვითარებაში?
როგორ გაზომოთ შედეგები? აღმოფხვრათ ხარვეზები? დაინახოთ განვითარების შესაძლებლობები თქვენს გუნდში? ამ კითხვებზე პასუხების პოვნა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მენეჯერული პოზიციისთვის. დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს თქვენი დაწინაურება გუნდის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ე. წ. ბრეინშტორმინგის მეთოდით პოტენციური შესაძლებლობები დაადგინეთ, რომლებსაც თქვენი გუნდის განვითარებაში მთავარი როლის თამაში შეეძლება.
3. როგორ გადავანაწილოთ სამსახურებრივი პრიორიტეტები და უფლებები ეფექტურად?
აქ შემდეგი კითხვები უნდა დასვათ — რისი კეთება უნდა შევწყვიტო? რა უნდა გავაკეთო უფრო მეტად? რა გავაგრძელო? რას დავაკვირდე და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა?
4. კარგი სპიკერი ვარ და შემიძლია შეხვედრების ხელმძღვანელობა?
ის, თუ როგორ აფასებთ სამუშაოს, როგორ უზრუნველყოფთ ჩართულობას, როგორ უზიარებთ ინფორმაციებს მრავალ დაინტერესებულ მხარეს, კომუნიკაციის უნარებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად შეხვედრების მეშვეობით ხდება. ამიტომ, თუ მენეჯმენტში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მზად ხართ, ეს თქვენი კომუნიკაციის უნარების შეფასებით უნდა დაიწყოთ და ამასთან, კომფორტის ზონის, როცა საქმე შეხვედრების წარმართვასა და დიდ ჯგუფებთან რაღაცების წარდგენას ეხება.
5. როგორ ვაწვდი კონსტრუქციულ უკუკავშირს და ვაგვარებ კონფლიქტს?
სახელმძღვანელო წესების მიწოდება, პროდუქტიულობის ხარვეზების აღმოფხვრა, პრობლემების გადაჭრა… ეს ყველაფერი მენეჯერის პასუხისმგებლობების ქვეშაა. ამიტომ, განიხილეთ ის საკითხები, რომლებსაც თანამშრომლებთან ერთად შეეჩეხეთ, პროცესების, პროექტებისა თუ ინტერპერსონალური დინამიკის განხილვით. შემდგომ კი უპასუხეთ კითხვებს — რა ისწავლეთ თქვენი დაკვირვებისგან? რა უნარები დაგჭირდებათ პროდუქტიულობის სამართავად და კონფლიქტის გადასაჭრელად?
ცოდნა
6. რა პოლიტიკა აქვს თქვენს კომპანიას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და რეგულაციის საკითხების მიმართ?
თანამშრომლებს კომპანიის პოლიტიკის შესახებ HR-ის გუნდი აცნობებს, მაგრამ ისინი კითხვებით თქვენ მოგმართავენ. ამიტომ საჭიროა, როგორც მენეჯერი, დაეხმაროთ მათ კომპანიის მასშტაბით არსებულ პროტოკოლებსა თუ პოლიტიკასთან შესაბამისობაში.
7. ვიცი თუ არა სახელმწიფო და ფედერალური დასაქმების კანონების შესახებ?
ამაზე კვლავ ადამიანური რესურსების მართვის გუნდია პასუხისმგებელი, მაგრამ კარგი იქნება, თუ თქვენც გეცოდინებათ არსებული კანონებისა და სიახლეების შესახებ. ამის კარგი მაგალითი კი პანდემიამ შემოგვთავაზა, როცა კონკრეტული ცვლილებები თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებმა გამოიწვია.
8. როგორ გავუმკლავდები კითხვებს კომპანიის კომპენსაციის სტრატეგიის, მოგების გაზიარების, სარგებლისა თუ კაპიტალის შესახებ?
მას შემდეგ, რაც მენეჯერის პოზიციას დაიკავებთ, კონფიდენციალური საუბრებისთვის უნდა მოემზადოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ფინანსურ მონაცემებს, კომპანიის პროტოკოლს კომპენსაციის საკითხებზე და სხვა.
9. მივიღე მონაწილეობა დასაქმების სრულ პროცესში?
რეკრუტირების სრული პროცესი გულისხმობს საჭიროებების შეფასებასა და სამუშაოს აღწერილობების შექმნას კანდიდატების არჩევის, შეთავაზებების გაფართოებისა და გუნდში ახალდაქირავებულების მიღების დროს.
10. ვიცნობ თუ არა უახლეს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) საუკეთესო პრაქტიკებს?
იმის გაგება, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას DEI სახელმძღვანელო წესები ან რესურსები, კითხვებზე პასუხების პოვნაში ან თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული პროცესების გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, შეგიძლიათ დააკვირდეთ DEI-ს განვითარებასა და სიახლეებს, რაც ახალ შესაძლებლობებს მოჰფენს ნათელს…
გამოდის, ობიექტური შეფასებით თქვენი, როგორც მენეჯერის წარმატებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეძლებთ.
წყარო: HBR











