გუნდები კორპორატიული მანქანის ძრავას წარმოადგენენ. ისინი მრავალფეროვან უნარებს აერთიანებენ, რათა გადაჭრან პრობლემები, მიმართონ ინოვაციებს და აღასრულონ სტრატეგია. შესაძლებლობებსაც აჩენენ ახალი წევრებისთვის, რათა ისწავლონ და მათ პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარონ. უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფი ადამიანები კი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებენ მათ.
მიუხედავად ამისა, ბევრი კომპანია დღეს ინდივიდებზე ფოკუსირდება. ეს ქოუჩინგის შემთხვევაში გამართლებულიც კია, რადგან მას ინდივიდების პროდუქტიულობის გაზრდასა და სამსახურით კმაყოფილების მაღალ მაჩვენებლამდე მივყავართ. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ეფექტურები არიან ცალკე მდგომი თანამშრომლები, ისინი საუკეთესო შედეგებს მხოლოდ მაშინ აღწევენ, როცა მენეჯერები მათ გუნდურობას სთავაზობენ…
გუნდზე დაფუძნებული მიდგომა
არსებულ ხარვეზთან გამკლავება ხელმძღვანელებს გუნდური ქოუჩინგით შეუძლიათ, სადაც ფოკუსი ინდივიდუალური შესრულებიდან კოლექტიურ გავლენაზე გადადის. აქ ხელმძღვანელის როლია, მხარი დაუჭიროს გუნდებს, როგორც ორგანულ ერთეულს, უხელმძღვანელოს, შეადგინოს მათთვის რუტინები და პრაქტიკები, მუდმივად შექმნას ჯგუფური სწავლის შესაძლებლობები…
ამგვარი მიდგომა გუნდის წევრებს მათი პოზიციების მიღმა წასვლასა და ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების, მისწრაფებების უკეთ გაგებაში ეხმარება. წევრებს თავად აქვთ სურვილი, მეტად მჭიდრო ურთიერთობები ჩამოაყალიბონ ყველასთან და არა, მხოლოდ მენეჯერთან. ასევე, სურთ, განავითარონ თანამშრომლობითი უნარები, დახვეწონ კოლექტიური ქმედებები, გადაჭრან ბიზნესგამოწვევები და, საჭიროების შემთხვევაში, გუნდთან დაკავშირებული საკითხები. მსგავსი მიდგომა გამოწვევებსა და მხარდაჭერას შორის ჯანსაღ ბალანსსაც გვთავაზობს.
ქვემოთ კი სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, რომელიც წარმატებული შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ:
პრობლემაზე დაფუძნებული ქოუჩინგი
გუნდის ლიდერებს ბუნებრივი ინსტინქტი აქვთ, დაიწყონ მოქმედება როგორც კი პრობლემები და გამოწვევები გაჩნდება. თუმცა გუნდების ქოუჩინგის დროს ხელმძღვანელები პრობლემებსა და გამოწვევებს რეალური ცოდნისა და ზრდის შესაძლებლობად მიიჩნევენ, რითაც სარგებლის მიღებას გუნდის ყველა წევრი შეძლებს. მართალია, ეს მიდგომა უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ, გრძელვადიან სარგებელს გთავაზობთ. აქ სწავლაზე, გაზრდილ თავდაჯერებაზე, გუნდურ სულისკვეთებასა და კოლექტიურ ინვესტიციებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მიმართეთ ქოუჩინგს და რაღაცები უბრალოდ არ უთხრათ
მეორე ლიდერული ტექნიკა კი სწავლის ე. წ. სოკრატისეულ მეთოდს ეფუძნება — გუნდის წევრები იყენებენ კითხვებს და არა, პასუხებს, რათა გაიგონ, როგორ იაზრებენ ისინი სიტუაციებს და როგორ ჭრიან პრობლემებს. თუმცა კითხვების ჩამოყალიბებისთვის გარკვეული პრაქტიკაა საჭირო, რომლებიც ინსაითებსაც მალე მოგაწვდით და დაგაფიქრებთ. ხოლო, როცა ხელმძღვანელები ამ უნარს ეუფლებიან, იგი ძლიერ მენეჯერულ ტექნიკადაც იქცევა ხოლმე.
ხელმძღვანელებისთვის კარგი იქნება, მაგალითად, შემდგომ კითხვებს დასვამენ: ამ ეტაპამდე, რა ცადე? რა მუშაობს და რა, არა? არსებობს სხვა გზა ამ პრობლემის ჩამოსაყალიბებლად? ყველა მონაცემი გაქვთ? რა ვარაუდები გაქვთ? ვინ აკეთებს ამას კარგად და რას გააკეთებს იგი?
როცა გუნდის წევრები ამ კითხვებს უპასუხებენ, ხელმძღვანელები მალევე მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს იმაზე, თუ რამდენად კარგად იაზრებს გუნდი თავის სამუშაოს და რაში სჭირდებათ მათ დამატებითი მხარდაჭერა. ეს თანამშრომლებს კონკრეტული საკითხების სიღრმისეულად გამოკვლევისკენ უბიძგებს, სადაც შეიძლება გამორჩენილი შეცდომები და არასწორი ვარაუდებიც კი აღმოაჩინონ.
წარმატება და მარცხი სწავლის შესაძლებლობად ჩათვალეთ
კონკრეტული მიდგომა სამუშაო დინამიკას სრულად გარდაქმნის — როცა გუნდის წევრები გაიაზრებენ, რომ როგორც წარმატება, ისე მარცხი სწავლის შესაძლებლობად მიიჩნევა იმ გარემოში, რომელშიც არავინ დაადანაშაულებს მათ, თანამშრომლებს მეტად გაუჩნდებათ ცდის, ვარაუდების გამოწვევისა და როცა რაღაცები არასწორად მიდის, ამის აღიარების სურვილიც. ეს ამარტივებს შეცდომებისგან სწავლის პროცესს, რომელიც სანაცვლოდ, უფრო მცირე მარცხს და უფრო დიდ გარღვევებს გვთავაზობს.
ამ მიდგომამ გუნდებისთვის რომ იმუშაოს, ყველა წევრს უნდა მისცეთ წვლილის შეტანის საშუალება, რადგან ზოგიერთმა, შესაძლოა, ისეთი დეტალები შეამჩნიოს, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. თუმცა მათთვის ამის გამოვლენას დრო შეიძლება დასჭირდეს… აქ კი, კარგი იქნება, თუ ყველას წაახალისებთ, დასვან კითხვა: „რატომ?“.
დაბოლოს, დღეს გუნდებს უწევთ ისწავლონ, როგორ მივიდნენ გარკვეულ შედეგებამდე მალე და თან, მწირი რესურსებით. ამიტომ, მათ სჭირდებათ ხელმძღვანელები, რომლებიც დაეხმარებიან, წარმატებებისა და მარცხისგან კოლექტიურად ისწავლონ, საუკეთესოდ იმუშაონ და სწრაფად ადაპტირდნენ ცვლად მოთხოვნებთან. ხელმძღვანელებს, რომლებიც ზემოთ მოცემულ გუნდური ქოუჩინგის მიდგომებს გამოიყენებენ, შეეძლებათ ერთიანობის ძალით მალევე გახადონ თავიანთი ბიზნესები გამორჩეული.
წყარო: HBR