in

„მოგვიყევით თქვენ შესახებ“ — როგორ ვუპასუხოთ მარტივად?

ალბათ, ეს სცენარი თქვენთვის კარგად ნაცნობია… იქნება ეს ონლაინ თუ პირისპირ გასაუბრება, შეხვედრის ხელმძღვანელი ყველასთვის ნაცნობი ფრაზით იწყებს: გაგვაცანით თქვენი თავიმოგვიყევით თქვენ შესახებ. თითქოს, მარტივია, მაგრამ პირდაპირ პასუხის ნაცვლად, თავადვე გიჩნდებათ კითხვა — რა უნდა ვთქვა ჩემს თავზე? აქ კი ხშირად ძველი გამოცდილებები გახსენდებათ, როცა ენა დაგებათ, რაღაც მნიშვნელოვანი დაგავიწყდათ ან კიდევ უარესი, ბევრი და მოსაწყენი რამ ილაპარაკეთ… შემდეგ იმასაც აანალიზებთ, რომ არ უსმენდით, რასაც სხვები გიზიარებდნენ… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტრესი, რომელიც საკუთარი თავის სხვებისთვის გაცნობას ახლავს, ყველასთვის ნაცნობია და არც გარანტიებს გვთავაზობს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველას თვალი და ყური თქვენკენაა მომართული, მარტივია, რაღაცები აგერიოთ. თუმცა საკუთარ თავზე საუბარი ყველაზე პირდაპირი გზაა თქვენივე პერსონალური ბრენდის კარგად წარმოსაჩენად. ამის გაკეთება კი არც ისეთი რთული იქნება, როგორც აქამდე წარმოიდგენდით, თუ ამ საიდუმლო ჩარჩოს გამოიყენებთ — აწმყო, წარსული და მომავალი. 

აწმყო

საკუთარი თავის გაცნობა აწმყოში არსებული წინადადებებით დაიწყეთ: გამარჯობა, მე ანა ვარ, პროგრამის ინჟინერი. ჩემი ამჟამინდელი ფოკუსი მომხმარებელთა გამოცდილების ოპტიმიზაციის ირგვლივ ტრიალებს ან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, ჩემი სახელია გიორგი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვარ და ვმუშაობ…“.

ბუნებრივია, ის, თუ რას გააზიარებთ, სიტუაციასა და აუდიტორიაზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ არ ხართ დარწმუნებული რა უნდა თქვათ, დასაწყისისთვის თქვენი სახელისა და სამსახურში არსებული პოზიციის გაზიარება კარგი იქნება. ხოლო, თუ დეტალებზე საუბრის საშუალება მოგეცემათ, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მოყვეთ თქვენს ბოლო პროექტზე, თქვენს გამოცდილებასა თუ გეოგრაფიულ მდებარეობაზე.

წარსული

გაცნობის მეორე ნაწილი წარსულში თხრობაა. ეს ის სივრცეა, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ 2 ან 3 საკითხი, რომლებიც ადამიანებს თქვენი წარსულის შესახებ რელევანტურ დეტალებს მიაწვდის. აქვე გაქვთ შესაძლებლობა, მათი ნდობა მოიპოვოთ. ისაუბრეთ თქვენს განათლებასა და ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა წარსული პროექტები, მიღწევები და ა. შ. 

ჩემი წარსული კომპიუტერულ მეცნიერებას უკავშირდება. ამ გუნდთან შეერთებამდე, ვმუშაობდი დიდ მონაცემებზე, რათა მეპოვა ინსაითები ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის ინდუსტრიაში“.

კომპანიაში 8 წელი ვმუშაობდი, გასულ წელს კი ჩემ მიერ შექმნილმა კამპანიამ ჯილდო მოიგო.

მომავალი

ჩარჩოს მესამე და ბოლო ნაწილი მომავალზეა ორიენტირებული. ეს შესაძლებლობაა, აჩვენოთ ენთუზიაზმი იმის მიმართ, რაც მომავალში გელოდებათ. გასაუბრებისას შეგიძლიათ თქვენი ენთუზიაზმი გააზიაროთ იმ შესაძლებლობების მიმართ, რაც კომპანიაში არსებობს. შეხვედრის დროს კი ინტერესი სწორედ შეხვედრის თემის მიმართ გამოხატოთ. ხოლო თუ ახლა გუნდთან ერთად იწყებთ პროექტს, სასურველია, ისაუბროთ, რამდენად აღფრთოვანებული ხართ ამით ან გაუზიაროთ მათ, რა მიზნები გაქვთ ამ პროექტში. 

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ყველა ჩვენგანისთვის“.

ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიმუშაო თქვენთან ერთად ჩვენი მომხმარებლების უდიდესი გამოწვევების გადასაჭრელად!

სულ ეს არის — აწმყო, წარსული და მომავალი. ამ მიდგომის გამოყენება არა მარტო დაგეხმარებათ საკუთარი თავი სხვებს უკეთ გააცნოთ, არამედ საშუალებას მოგცემთ, ამ პროცესში სხვებსაც მოუსმინოთ. ამგვარად, როცა გეტყვიან მოგვიყევით თქვენ შესახებ, ამოისუნთქეთ და მხოლოდ აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე დაფიქრდით, შემდგომ გაიღიმეთ და მოუსმინეთ ყველას მანამ, სანამ თქვენი ჯერი დადგება…

 

წყარო: HBR



რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით, „დიჯიტალ ტვ“ განვითარებას აგრძელებს

საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია იმართება!