in

არის თუ არა თქვენი ბიზნესი მოსახლეობის დაბერებისთვის მზად?

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ერთი ფაქტი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს — მოსახლეობა იზრდება, თანაც, ძალიან სწრაფად. თუ, მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში 32 ქვეყნისთვის საშუალო ასაკი 35 წელს უდრიდა, ათწლეულის დასასრულისთვის კონკრეტული მაჩვენებელი გაორმაგდება. მათგან 25 ქვეყანაში კი მოსახლეობის ნახევარი 45 წელზე მეტის იქნება. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

სწორედ ამ ფაქტის გამო, გაურკვეველ მომავალზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან შედარებით, დემოგრაფიული ტრენდების წინასწარმეტყველება ნამდვილად შესაძლებელია. მოსახლეობის დაბერება თუ გაზრდა გარდაუვალი პროცესია და ამას გავლენა ექნება შრომით ბაზრებსა და სამსახურზე… მეტიც, ეს ბიზნესის ხელმძღვანელებზეც მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

სამუშაო ძალის დაბერება

შობადობის შემცირების გამო, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, კანადა, იტალია და მრავალი სხვა, ახლა ყოველწლიურად უფრო ნაკლები ახალბედა თანამშრომელი ჰყავს. შედეგად, კომპანიები სულ უფრო ხშირად სთხოვენ ასაკოვან თანამშრომლებს, დიდი ხნით იმუშაონ მათთან… ეს მოიცავს მზარდ ინვესტირებას ტრენინგებსა და განვითარებაში, რათა მათ ახალი უნარების ათვისებაში დაეხმარონ. ასევე, დამატებით ხელმისაწვდომობას დამხმარე მოწყობილობებზე. შესაძლოა, ასეთი ეგზოჩონჩხები იყოს, რომლებიც ასაკოვან თანამშრომლებს ფერმებსა და ქარხნებში მძიმე ტვირთის გადატანას შეუმსუბუქებს. 

მეტიც, იმის გამო, რომ ახალგაზრდა ტალანტების პოვნა რთულია, ბევრი კომპანია მათ ჩასანაცვლებლად ავტომატიზაციის მეთოდს ირჩევს. მათ „ციფრული სამუშაო ძალის“ ხელსაწყოების განვითარებაც კი დაიწყეს, რომლებიც სრულად ვირტუალურ გაყიდვების აგენტებს, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებსა და ხანდაზმულთა კომპანიონებსაც კი გთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდასა და დემოგრაფიული ტენდენციების ცვლილებებს შორის, მსგავს ახალ ტექნოლოგიებს ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს თანამედროვე სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მომხმარებელთა ბაზების დაბერება

ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკა გვაქვს — ბოლო ათწლეულში გლობალური 70+ მოსახლეობა 627 მილიონით გაიზარდა. მომდევნო ათწლეულში კი დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანის 16% 70 წელს გადააჭარბებს. ეს უზარმაზარ შესაძლებლობას ნიშნავს პროდუქტებისა და მომსახურებისთვის, რომლებიც ხანდაზმულ თაობას ემსახურება. 

ზრდის ყველაზე აშკარა სექტორი კი ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, სადაც ხანდაზმულთა მედიკამენტებზე, სპეციალიზირებულ პროდუქტებსა და ისეთ მოწყობილობებზე, როგორებიცაა გლუკომეტრები ან ელექტროკარდიოგრამები მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის შესაძლებლობა, არამედ იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო ლიდერებისთვისაც… მაგალითად, ამერიკაში ხანდაზმული მოსახლეობის უმეტესობა სოფელში ცხოვრობს, რაც ამ ბაზრებზე მათზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სერვისების მზარდ მოთხოვნაზე მიგვითითებს. 

მომხმარებელთა მოძველებულ ბაზრებს გავლენა, შესაძლოა, სხვადასხვა ინდუსტრიაზეც ჰქონდეს. მაგალითად, უძრავ ქონებაში, ასაკოვანი სახლის მეპატრონეების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან მოზარდების რაოდენობა გაიზარდოს, რომლებიც სახლების ყიდვას მშობლებისთვის აპირებენ. დემოგრაფიული ცვლილებების მსგავსად, უძრავი ქონების წარმომადგენლებს შეუძლიათ მყიდველებსა თუ გამყიდველებს ამ გადასვლებში დაეხმარონ, იქნება ეს პროფესიული განვითარების სერტიფიკატების მოპოვების გზით თუ სხვა სპეციალიზებული ძალისხმევით.

საპენსიო ნორმების ცვლილება

რა თქმა უნდა, ასაკი მხოლოდ ციფრებია… როცა საქმე საპენსიო ნორმებს ეხება, წარმოდგენები იმაზე, თუ რამდენი ხანი ფიქრობენ თანამშრომლები მუშაობას, სულაც არ შეესაბამება სიცოცხლის ხანგრძლივობას —  ასაკის მიხედვით იაპონია მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 31% 65 წლის ან უფრო მეტის არის. საფრანგეთში კი ეს მაჩვენებელი 22%-ს უდრის. ამგვარად, უნდა ველოდოთ, რომ იაპონიაში ბევრი სამსახურიდან წასვლას დააპირებს, მაგრამ სამუშაო კულტურის, მთავრობასა და მოქალაქეებს შორის არსებული სოციალური კონტრაქტების სხვაობათა კომბინაციით, წესებითა და პოლიტიკით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 10 წლით უფრო ადრე დგება, ვიდრე იაპონიაში. თუ ერთგან საპენსიო ასაკი 61 წელია, მეორეგან 71-ს უდრის. შედეგად კი, პენსიაზე საფრანგეთის სამუშაო ძალის 29% გავიდა, იაპონიის კი 24%. 

ამ ხარვეზების მიუხედავად, საკანონმდებლო ცვლილებები საპენსიო ასაკთან დაკავშირებით საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ბოლო წლებში ნიდერლანდებსა და ირლანდიაში შეჩერდა გეგმები, რომლებიც საპენსიო ასაკის ზრდას ეხებოდა, რათა იგი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესაბამისი ყოფილიყო. ეს გასაგებია იმ კუთხით, რომ პენსიების უარყოფის კანონმდებლობა იშვიათად თუა პოპულარული… თუმცა მომდევნო წლებში ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ასაკოვან თანამშრომლებს, უარი თქვან პენსიაში გასვლაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. 

მაგალითად, ზოგიერთი ამისთვის ე. წ. ნახევრად გადადგომის მეთოდს მიმართავს. Baby Boomers-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, 79% გამოხატავს ინტერესს მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ, 66% საკონსულტაციო როლზე გადასვლას განიხილავს, 59% კი შემცირებულ სამუშაო საათებზე საუბრობს. მაგრამ მხოლოდ 5-დან 1 ამბობს, რომ დამსაქმებელმა ამ ვარიანტებიდან რომელიმე შესთავაზა… რეალურად კი ეს ხელმძღვანელების შესაძლებლობაა, რომ თანამშრომელთა მოზიდვის კონკურსში არატრადიციული კარიერული გზების შეთავაზებით განსხვავებული პოზიცია დაიკავონ. ამიტომ, ხელმძღვანელები დასაქმებულების შემთხვევაში მხოლოდ ასაკს კი არა, არამედ დასაქმების ვარიანტების მოქნილობას, განსხვავებულ წესებსა და კულტურულ ნორმებს უნდა დააკვირდნენ, რასაც ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს გავლენა ქვეყნების რეალურ საპენსიო ასაკზე. 

გლობალური ბაზრების ცვლილება

საბოლოოდ კი, მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ ჩვენი ზოგადი ვარაუდი სხვადასხვა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ უკვე არც ისე რეალური შეიძლება იყოს. მაგალითად, საუკუნის ბოლოსთვის თუ იაპონია, იტალია და გერმანია მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ერებს შორის იყო, დღეს ტაილანდი და კუბა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ირანი, ქუვეითი და ჩილე. ჩვენ კი უნდა ველოდოთ, რომ ახალგაზრდების მცირე კოჰორტა როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების როლით, ბაზარზე შესვლას დაიწყებს, რითაც საშუალო ასაკიც გაიზრდება… 

ეს კრიტიკული საკითხებია, როცა ინვესტირებისთვის ახალ ბაზრებს ადგენთ. ამ ცვლილებებს განსხვავებული ქვეყნები განსხვავებულადვე პასუხობენ. ბიზნესის ხელმძღვანელებმა კი ყურადღება უნდა გაამახვილონ არა მხოლოდ დემოგრაფიულ ტრენდებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ რეაგირებენ მათი ხელმძღვანელები მიმდინარე ცვლილებებზე. უფრო და უფრო მეტი ხანდაზმულით, რომელზეც ზრუნვაა საჭირო, შეძლებენ თუ არა მთავრობები ფინანსური პასუხისმგებლობების აღებას? ან უნდა ელოდონ თუ არა კომპანიები და ინდივიდები ტვირთის ატანას? ქვეყნის მიდგომას ხანდაზმული მოსახლეობის მართვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს თანამშრომელთა და მომხმარებელთა ბაზებზე მნიშვნელოვანი გზებით. 

მომავალი ნათელია

მრავალი გაურკვევლობის ფონზე, როცა საქმე დემოგრაფიას ეხება, მომავალი ნათლად ჩანს. ეს კი დაგეგმვისა და კონკრეტული საკითხების წინასწარ განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. მართალია, მოსახლეობის დაბერების შესახებ ბევრი შიში არსებობს და პესიმისტური რიტორიკაც მზარდია, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოემზადებიან ბიზნესები და მთავრობები დღეს. მათ უნდა გაიაზრონ არსებული რეალობა, ის ფაქტორები, რომლებიც კონკრეტულია და რომლებზეც, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეთ. საბოლოოდ კი, პროაქტიულად მოახდინონ ინვესტირება მომავლის ფორმირებაში. 

წყარო: HBR



Budweiser-ისა და კატარის დაპირისპირება მუნდიალზე

NASA-ს განცხადებით, 2030 წლისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ