24
May
2018

როგორ გამოვნახოთ დრო და საშუალება “ნეთვორქინგისთვის”?

24 May 2018

“ნეთვორქინგი” კარიერული წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი კონტაქტებისა და კომუნიკაციის საჭიროება დღეს ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის. “ნეთვორქინგი” ამარტივებს უკვე არსებულ პროექტთან დაკავშირებით მრჩეველის ან სულაც, ახალი სამსახურის მოძებნას, მეტი კონტაქტისა და შესაძლებლობების მოპოვებას.  ისინი, ვისაც “ნეთვორქინგის” მნიშვნელობა კარგად ესმის და იყენებს, 42-47%-ით უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ისინი, ვინც ამ მიდგომას არ იყენებს. “ნეთვორქინგი”, ძირითადად, არაფორმალურ გარემოში ვითარდება, სხვადასხვა საღამოზე, კონფერენციასა თუ ბარში. სწორედ ამიტომ, ურთიერთობის ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე მეტად ბავშვიან მშობლებს უძნელდებათ. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს? ამ სტატიაში ალტერნატიულ გზებზე გვინდა ვისაუბროთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცოტა ხნით შეეშვით ახალი კონტაქტების შეძენას. როდესაც თქვენი შვილები პატარები არიან, ახალი კონტაქტების შესაძენად დროის გამოძებნა რთული იქნება. თუმცა, კვლავ შეიძლება კოლეგებთან და ძველ მეგობრებთან კონტაქტი. კვლევებს თუ დავუჯერებთ, ძველი ურთიერთობის აღდგენა უფრო მარტივია, ვიდრე ახლის შექმნა. კვირაში ერთი “მიძინებული” კონტაქტის აღდგენა მშვენიერ შედეგს მოგცემთ. დააკვირდით მათ Facebook პროფილებს, ნახეთ, რა ხდება მათ ცხოვრებაში, შესაძლოა ეს მათთან დაკავშირების დამატებითი მოტივი, ან შესაძლოა, რომელიმე სტატია, ვიდეო ან სხვა კონტენტი ნახოთ, რაც მათ თავს გაგახსენებთ და საუბრის დაწყების საფუძველს მოგცემთ.

გააფართოვე სოციალური ქსელის შენეული საზღვრები. მას შემდეგ, რაც არააქტიური კონტაქტების დიდ ნაწილს დაუკავშირდები, გამოიკვლიე, რა ხდება შენი მეგობრების სიის მიღმა. ერთი მეთოდია, უკვე არსებულ ნაცნობს ჰკითხო, ვის იცნობს ამა და ამ ინდუსტრიაში, კომპანიაში, რომელიმე ქალაქიდან და ა.შ. – იმის მიხედვით, რაც გაინტერესებთ. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის სახელი გამეორდება, ე.ი. დროა, “შემოიერთოთ” თქვენს სანაცნობოში.

გამოიყენე ვირტუალური სივრცე. როდესაც გინდა ვინმესთან დაკონტაქტება ან ურთიერთობის განახლება, იფიქრე შეხვედრისა და ლანჩის მიღმა. ვიდეო ტექნოლოგია სწრაფი საკომუნიკაციო საშუალებაა, ასე რომ სახლისა და ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება ამ საკითხზე მუშაობა.

წარდგენის ძალა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია არა ახალი ადამიანების გაცნობა, არამედ ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება. ამგვარად, გააძლიერებთ თქვენს გარემოცვას და იქნებით ორივე მხარისთვის სასარგებლო.

გამოიყენე მივლინება გონივრულად. არის შემთხვევები, როდესაც სამსახურებრივი მივლინება გარდაუვალია, თუმცა ამის გამოყენება სასარგებლოდ შეგიძლიათ. თუკი კონფერენციაზე მიემგზავრებით, წინასწარ გაიგეთ, ვინ მოდის და დაგეგმეთ მათთან კომუნიკაცია – ეს ჯობია იმის იმედზე ყოფნას, რომ ვინმე საინტერესოს შეხვდებით. თუკი სხვა საქმეზე მიდიხართ, ეცადეთ რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდეთ და ცოტათი გვიან გამოფრინდეთ, რომ ძველი კონტაქტების აღდგენას შეუწყოთ ხელი დამატებითი შეხვედრებით.

ესაუბრეთ სხვა მშობლებს, ბავშვების გარდა, სხვა თემებზეც. სოციალური ქსელების კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველაზე მჭიდრო კონტაქტი იმ ადამიანებთან გვაქვს, ვისაც მრავალფეროვან ინფორმაციას ვუზიარებთ. ამგვარად, ბავშვების მიღმა თემებზე, ჰობიზე ან სამსახურზე საუბარი შეიძლება საინტერესო იყოს. ამით ხელს შეუწყობთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.

შესაძლოა, ეს რჩევები მოგეჩვენოთ ბანალურად ან იფიქროთ, “ეს ხომ ისედაც ცხადია” და ეს ასეცაა… ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, რომ არ დაგავიწყდეთ მათ შესახებ. ნეთვორქინგი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ივენთებზე სიარული ან ოფისში, სამუშაო მაგიდასთან ჯდომა და უკეთესი მომავლის მოლოდინი. ნეთვორქინგის ძირითადი სამუშაოა, გაუფრთხილდეთ იმ კონტაქტებს, რასაც უკვე ფლობთ და ნელ-ნელა გააფართოვოთ სანაცნობო ქსელი. ამ ყველაფრისთვის არ არის აუცილებელი დამატებითი დროის გამონახვა. დრო, რომელიც გაქვთ, უკვე არის საამისოდ სავსებით საკმარისი.



განხილვა