ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება მყისიერ ცვლილებებს ნიშნავს, სწავლის რეჟიმის გაუმჯობესების, აქციონერებთან ურთიერთობების დამყარებისა თუ ადრეული მოგებების მიღების ჩათვლით. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რისი მიღწევა გსურთ და მუდამ იფიქროთ, რა დაგჭირდებათ იქ მისასვლელად. როგორც სტივენ კოვი წიგნში „მაღალეფექტური ადამიანების 7 ჩვევა“ გვირჩევს, ყველაფერი დასასრულის გათვალისწინებით უნდა დაიწყოთ…
რას ნიშნავს ეს? იმის წარმოდგენას ეხება, თუ რისი მიღწევა გსურთ ახალ პოზიციაზე. ამგვარად, შეძლებთ ადრეული ქმედებების განსაზღვრასაც, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს. საწყის წერტილს კი „ეპოქის დაგეგმარებადაც“ განსაზღვრავენ — თქვენი ეპოქა ზუსტად ის დროა, რა დროზეც ფიქრობთ, რომ კონკრეტულ პოზიციაზე იქნებით. შესაძლოა, ამან უფრო დიდხანს გასტანოს ან უფრო მალე დასრულდეს, მაგრამ შეეცადეთ გამოიცნოთ, როდის მიაღწევთ „საკმარისს“. აქ კი საკუთარ თავს ორი მთავარი კითხვა უნდა დაუსვათ:
თქვენი ხელმძღვანელობის მემკვიდრეობის წარმოდგენა
პირველი კითხვაა — „რა რეალობას მივიღებ?“ პასუხი თქვენი მემკვიდრეობის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რის შესაქმნელადაც ისწრაფვით და იმ ამბის, რომელსაც თქვენს მიღწევებზე მოყვებით. ფოკუსირდით, როგორ გინდათ ახსოვდეთ სხვებს ამ თანამდებობაზე ყოფნისას და რა გსურთ, რომ თქვენმა გუნდმა თუ კოლეგებმა თქვენი ხელმძღვანელობის შესახებ ილაპარაკონ.
განიხილეთ ისეთი მთავარი საკითხები, როგორებიცაა:
- საქმის შედეგები — რა არის ის ხელშესახები შედეგები, მაგალითად გაზრდილი პროდუქტიულობისა თუ სარგებლის მხრივ, რომელსაც მიაღწევთ?
- ორგანიზაციული ტრანსფორმაცია — როგორ გარდაქმნით გუნდსა და მის კულტურას?
- ინოვაციურობა — რას გააკეთებთ შემოქმედებითობის გასაძლიერებლად და ზრდის ახალი შესაძლებლობების განსავითარებლად?
- ნიჭის განვითარება — როგორ დაიქირავებთ და დაატრენინგებთ ადამიანებს, რათა ორგანიზაციის წარმატებული მომავალი უზრუნველყოთ?
ეს ყველაფერი ლაკონიურ, დაწერილ პერსონალურ ნარატივად აქციეთ, შემდგომ კი დაფიქრდით, რისი კეთება გჭირდებათ და დაიწყეთ დაუყოვნებლივ, რათა თქვენი მემკვიდრეობა გააანალიზოთ.
მომავალი შესაძლებლობების შექმნა
მეორე კითხვაა — „რა იქნება შესაძლებელი?“ ეს კითხვა გიბიძგებთ, წარმოიდგინოთ მომავალი თქვენი ამჟამინდელი თანამდებობის მიღმა და სტრატეგიულად განსაზღვროთ ნაბიჯები, რომლის გადადგმაც სიცოცხლისუნარიანი ვარიანტების მისაღებად დაგჭირდებათ. კონკრეტული პროცესი მრავალი პოტენციური გზის დადგენასაც გულისხმობს, იმ უნარებს, რომელთა განვითარებაც დაგჭირდებათ და კავშირებს, რომლებიც ამ ეპოქაში ქმედითი ვარიანტების შესაქმნელად დაგჭირდებათ. სხვადასხვა სცენარის განხილვით და თქვენი განვითარების აქტიური დაგეგმვით უკეთ შეძლებთ ადაპტაციას, არსებული შესაძლებლობების დანახვასა თუ გაზომვას.
გადადგით ეს ნაბიჯები:
- პოტენციური მომავლის სია შექმენით, განიხილეთ თქვენი ორგანიზაციისა და ინდუსტრიისთვის ლოგიკური შემდგომი ნაბიჯები. ასევე, ნაკლებად მოსახერხებელი, მაგრამ მიმზიდველი ვარიანტები, რომლებსაც შეუძლია, რომ სხვადასხვა მიმართულებით წაგიყვანოთ.
- შეაფასეთ, გაქვთ თუ არა უნარებში ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რათა თქვენ მიერ წარმოდგენილ მომავალს მიუახლოვდეთ თქვენი ძლიერი მხარეების ასახვითა და განვითარების შესაძლებლობებით
- დაადგინეთ ხიდები — ნაბიჯები და კავშირები, რომლებიც არსებულიდან სასურველ ვარიანტზე გადასვლაში დაგეხმარებათ. ეს, შესაძლოა, მოიცავდეს არსებული პროფესიული კავშირების გაფართოებას, კონკრეტულ ინდუსტრიაში ცოდნის გაღრმავებას და ა. შ.
- განავითარეთ გეგმა, თუ როგორ შეიძენთ უნარებს და როგორ გახდით რეალურს თქვენს პოტენციურ მომავალს, დაისახეთ კონკრეტული მიზნები და აიღეთ პასუხისმგებლობა მათ მიღწევაზე.
დაბოლოს, როგორც პიტერ დრაკერი ამბობს: „საუკეთესო გზა მომავლის წინასწარმეტყველებისთვის მისი შექმნაა…“
წყარო: HBR