ყველაზე ეფექტური პრეზენტაციის წარმდგენები ზუსტად იმ ტექნიკას იყენებენ, რასაც საუკეთესო მთხრობელები — ახსენებენ ადამიანებს სტატუს-კვოს და აჩვენებენ უკეთეს გზას, ქმნიან კონფლიქტს, რომელიც უნდა მოგვარდეს. ეს დაძაბულობა ეხმარება მათ, რომ აუდიტორიამ ახლებურად დაიწყოს ფიქრი ან განსხვავებულად მოიქცეს — არსებული რეალობიდან იმისკენ გადაინაცვლონ, რაც შეიძლება რომ იყოს… ხოლო არისტოტელეს 3-ნაწილიანი ამბის სტრუქტურით, რაც დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს მოიცავს, ისინი ქმნიან შეტყობინებას, რომელიც მარტივია ასათვისებლად, დასამახსოვრებლად და გასამეორებლად.
აი, როგორ გამოიყურება ეს ცხრილის სახით:
ახლა კი განვიხილოთ, როგორ უნდა დანერგოთ ეს თქვენს პრეზენტაციაში.
შექმენით დასაწყისი
დაიწყეთ ცხოვრების აღწერით ისე, როგორც აუდიტორია იცნობს მას. შესაძლოა, ადამიანებმა თავის დაქნევით თანხმობაზეც მიგანიშნოთ, რადგან თქვენ იმაზე ესაუბრებით, რაც უკვე იციან. ეს მათთან კავშირის დამყარებაში გეხმარებათ და ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სადაც ისინი მზად არიან, თქვენი იდეები, რომლებიც ცვლილებებისთვისაა განკუთვნილი, მოისმინონ.
ხოლო მას შემდეგ, რაც საფუძველს შექმნით, გააცანით თქვენი ხედვა, თუ რა შეიძლება იყოს სხვაგვარად. ამ ორს შორის არსებული სიცარიელე აუდიტორიას ბალანსის შეგრძნებას მისცემს და ეს კარგი რამ არის. მაგალითად:
რა არის: ჩვენ ვერ მივაღწიეთ მესამე კვარტლის ფინანსურ მიზნებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პერსონალის ნაკლებობა გვაქვს.
რა შეიძლება იყოს: მაგრამ რა მოხდებოდა რომ ყველაზე ცუდი პრობლემის გადაჭრა მსხვილი მომხმარებლების შემოყვანით შეგვძლებოდა? დიახ, ეს შესაძლებელია.
მას შემდეგ, რაც ამ სიცარიელეს დაანახვებთ, პრეზენტაციის დანარჩენი ნაწილი ხიდის აშენებას დაუთმეთ.
განავითარეთ შუა ნაწილი
ახლა, როცა თქვენი აუდიტორიის წევრები აანალიზებენ, რომ მათი სამყარო დაბალანსებული არ არის, გააგრძელეთ კონტრასტის ჩვენება. წინა მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, წარმოიდგინეთ, რომ შემოსავლები დაბალია, მაგრამ გსურთ თანამშრომელთა მოტივირება ამის გამოსასწორებლად. აი, როგორ შეგიძლიათ ეს პრეზენტაციის შუა ნაწილში გადმოსცეთ:
რა არის: ჩვენ ჩამოვრჩით გეგმებს 15%-ით.
რა შეიძლება იყოს: შემდგომი კვარტლის ციფრები იმდენად მაღალი იყოს, რომ ბონუსების გაცემა შევძლოთ.
რა არის: 6 ახალი მომხმარებელი გვყავს.
რა შეიძლება იყოს: 2 მათგანს შეუძლია იმაზე მეტი შემოსავალი მოგვცეს, ვიდრე ჩვენი საუკეთესო მომხმარებლები გვაწვდიან ახლა.
რა არის: ახალი მომხმარებლები მოითხოვენ წარმოების ხელსაწყოების გადაწყობას.
რა შეიძლება იყოს: ჩვენ მათ დასახმარებლად ჩამოვიყვანთ ექსპერტებს გერმანიიდან.
რაც უფრო დიდი იქნება კონტრასტი, აუდიტორია მით უფრო საინტერესოდ ჩათვლის ბოლო ნაწილს.
ძლიერად დაასრულეთ
აქ არ გჭირდებათ გასაკეთებელი საქმეების სიით დასრულება. უმჯობესია, თუ მოქმედებისკენ მოწოდებას ჩართავთ, რომელიც იმდენად შთამაგონებელი იქნება, რომ ადამიანებს ამის გაკეთება მოუნდეთ. აღწერეთ, რამდენად კარგი გახდება მათი სამყარო, თუ თქვენს იდეებს მიიღებენ.
ზემოთ განხილული მაგალითისთვის კი ქმედებისკენ მოწოდება შემდეგნაირად შეიძლება ჟღერდეს: ყველა დეპარტამენტისგან დამატებითი მუშაობა დაგვჭირდება, რათა შემდგომი კვარტლის ციფრებს მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ პროდუქტები ჩვენთვის მნიშვნელოვან ახალ მომხმარებლებს დროულად და შეფერხებების გარეშე.
ამის შემდგომ კი განუმარტეთ, რამდენად კარგი იქნება სამყარო ამ იდეის განხორციელების შედეგად: ვიცი, ენერგია აღარ დაგრჩათ, მაგრამ ეს ჩვენი შანსია, ჩემპიონთა გუნდის მსგავსად უნდა გავერთიანდეთ და თუ ამას შევძლებთ ყველაფერი გამარტივდება. რა იქნება თქვენი ჯილდო ამ მიზნების მიღწევის შემდეგ? ბონუსები და დამატებითი დასვენების დღეები წლის ბოლოსთვის — სამომავლო ჯილდოების განმარტებით ადამიანებს აჩვენებთ, რომ არა მხოლოდ თქვენი, არამედ მათი საჭიროებებიც დაკმაყოფილდება.
წყარო: HBR