in

როგორ შევიცვალოთ პროფესია 20-წლიანი კარიერის შემდეგ?

კარიერის შეცვლა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბოლო 20 ან 30 წელი მხოლოდ ერთი პროფესიითა და ერთ ინდუსტრიაში მუშაობდით. როცა ერთ საქმეს აკეთებთ, ეს კიდევ უფრო რთული შეიძლება გახდეს, რადგან თქვენ კონკრეტული კომპენსაციის, დონისა და წოდების შენარჩუნება გჭირდებათ, კონკურენციაში კი კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ადამიანია ჩართული… თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ინტერვიუს პროცესში კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას შეძლებთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხაზი გაუსვით გამოცდილებას, რომელიც მრავალწლიან მუშაობას მოითხოვს პროფესიონალად ქცევისთვის

გამოცდილების ქონა თუ მოწიფულად ყოფნა სამუშაო ადგილზე იმას ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ, როგორ გამოირჩეოდეთ არა მხოლოდ სამსახურის რა ნაწილში, არამედ როგორ“-შიც. ამიტომ, ხაზი უნდა გაუსვათ პერსონალურ, ინტერპერსონალურ თუ სხვა უნარებს, რომლებმაც წვლილი შეიტანა თქვენს კარიერულ წინსვლაში. 

სანდოობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა — ის პერსონალური უნარებია, რომლებიც თქვენს მთლიან სამუშაო ეთიკასა და ენერგიას აჩვენებს. საქმის დამოუკიდებლად შესრულების, ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე მუშაობისა და იმის გააზრების უნარი, თუ რა წვლილი შეაქვს სამსახურს კომპანიის უფრო დიდ მიზნებში, ე. წ. რბილ უნარებს წარმოადგენს. 

აი, რაც შეეხება ინტერპერსონალურ უნარებს, ეს კორპორატიულ სამუშაო გარემოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმის ცოდნა, თუ როგორ იურთიერთოთ კროსფუნქციურ გუნდის წევრებთან, როგორ გადაჭრათ პრობლემები სხვებთან ერთად, როგორ მოერგოთ ან მართოთ დაინტერესებული მხარეები, როგორ იქონიოთ გავლენა ავტორიტეტის გარეშე, ის უნარებია, რომლებსაც დღეს ყველა სამუშაო აფასებს. თქვენი მიზანი კი ამ უნარების დემონსტრირება უნდა იყოს, კარგი იქნება თუ კომპლექსური სამსახურებრივი სიტუაციების მაგალითებს მოიყვანთ, რომლებიც თქვენს ინტერპერსონალურ უნარებს გაუსვამს ხაზს და იმ ადამიანებისგანაც გამოგარჩევთ, რომლებსაც ჯერ ამხელა გამოცდილება არ დაუგროვებიათ. 

აჩვენეთ, როგორ მიაწვდით ღირებულებას

თქვენი უნარების მუდმივად გაუმჯობესება იმაზე ცხადყოფს, რომ სწავლის ენერგია კვლავ გაქვთ და არც პენსიაზე გასვლას აპირებთ. იმისათვის, რომ თავი სხვა, უფრო ახალგაზრდა კანდიდატებისგან განასხვაოთ, ახსენით, როგორ განივითარეთ თქვენი უნარები და ცოდნა კონკრეტული გზებით, რომლებიც, ბუნებრივია, რელევანტური იქნება ახალი პროფესიისთვისაც. ახლოს გაეცანით იმ ციფრულ ხელსაწყოებსა და აპლიკაციებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება. ეს სამუშაო აღწერილობების ყველაზე დაბალი და მაღალი დონეების განხილვით შეგიძლიათ მოახერხოთ, სადაც ხშირად წერია, თუ რა პროგრამებსა და უნარებს უნდა ფლობდნენ ისინი. 

ამასთან, დრო დაუთმეთ იმის შესწავლას, თუ როგორ იმოქმედებს თქვენს ახალ კარიერაზე ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. ამის გაგებაში გუგლი შეგიძლიათ დაიხმაროთ და მოძებნოთ, მაგალითად AI-ის გავლენა მარკეტინგზე. თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვის უნარითა და იმით, თუ როგორ შეცვლის ეს სამუშაო პროცესს, უფრო ახალგაზრდა კანდიდატებისგან გამორჩევას შეძლებთ.

მოემზადეთ, რათა უპასუხოთ კითხვას: მაგრამ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ?

არასდროს აღიაროთ ეს! რადგან ყველა ინტერვიუში თქვენი ამოცანაა, თქვენივე უნარები და სამუშაო ერთმანეთს დაუკავშიროთ იმ სიტყვების გამოყენებით, რომლებიც სამუშაო აღწერილობებში გვხვდება. მაგალითად, ადამიანმა, რომელმაც გართობის ინდუსტრიის ადვოკატობიდან HR-ში გადასვლა გადაწყვიტა, ინტერვიუერს აღნიშნულ კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხა:

HR-ის ბიზნეს პარტნიორები ერთმანეთს უსაბამებენ თანამშრომელთა უნარებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც კომპანიის მიზნების მისაღწევადაა საჭირო. ეს სწორედ ის არის, რასაც მე ვაკეთებდი რეალითი შოუებში: სტრატეგიულად ვეხმარებოდი აღმასრულებელ ხელმძღვანელებსა და პროდიუსერებს ძლიერი გუნდის შექმნაში, რომელიც სწორი უნარების მქონე ადამიანებისგან შედგებოდა და შემდგომში წარმატებულ შოუსაც უზრუნველყოფდნენ. ასევე, პასუხისმგებელი ვიყავი პროდიუსერების ქოუჩინგზე ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებში, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდნენ. ეს კი ზუსტად ის არის, რასაც HR-ის ბიზნეს პარტნიორები აკეთებენ ოფისში — მე უბრალოდ გადასაღებ მოედანზე ვარ.

ხაზი გაუსვით თქვენს ფართო კავშირებს

თუ 20 ან 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მუშაობთ, მეტად სავარაუდოა, რომ გიმუშავიათ ადამიანებთან, რომლებიც ახლა ხელმძღვანელები, საბჭოს წევრები ან მენეჯერები გახდნენ. ამ პოზიციიდან კი მეტად შეძლებენ თქვენს დახმარებას. ისარგებლეთ მსგავსი ურთიერთობებით, გაიგეთ იმ ვაკანსიების შესახებ, რომლებიც ჯერ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და ნახეთ, შეუძლია თუ არა ამ კავშირებს, გაგაცნოთ რეკრუტერები ან დამქირავებელი მენეჯერები. ამასთან, კონკრეტულ პოზიციებზე ფართო სანაცნობო წრემ, რომელიც ნაკლებად გამოცდილ კანდიდატებს იშვიათად ჰყავთ, განსაკუთრებით მიმზიდველ ვარიანტად შეიძლება გაქციოთ. 

მართალია, კარიერის შეცვლა ასაკიანი თანამშრომლისთვის მეტად რთულია, რასაც დღევანდელი არამდგრადობაც ემატება, მაგრამ ფაქტია, თქვენ უკვე გაქვთ ის, რაც სხვებისგან გამორჩევაში დაგეხმარებათ. უბრალოდ ცოტათი უნდა მოემზადოთ, რათა რეკრუტერებს დაანახოთ თქვენი უნიკალური უნარები, გამოცდილება და პერსპექტივები.

 

წყარო: HBR



Studio Ghibli-მ საკულტო ანიმაციები სუნამოებად აქცია

NASA და IBM კლიმატის ცვლილებების მონიტორინგისთვის GPT მოდელს ქმნიან