31
May
2019

რა დონეზეა ტექნოლოგიური და ბიზნეს უნარები მსოფლიოს ქვეყნებში?

31 May 2019

თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებები სამუშაოს ნაირსახეობაზე, მათ შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევებზე დიდ გავლენას ახდენს. მაკინზის კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოში სამუშაო ძალის 50%-ს მუდმივად აქვს სამსახურის დაკარგვის რისკი ავტომატიზაციის გამო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით კი, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარების 42% ძირეულად შეიცვლება 2022 წლისთვის. მუდმივი ძვრების პირობებში, კომპანიები და მმართველობები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

statiebi-bog
statiebi-bog

იმისათვის, რომ თვალი გადაავლოთ უნარებს, რაც გლობალურ დონეზეა საჭირო, უმაღლესი განათლების მსოფლიო პლატფორმამ Coursera გამოუშვა GSI – Global Skillls Index-ის პირველი გამოცემა. Coursera მსოფლიოს გარშემო 40 მლნ სტუდენტს აერთიანებს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიების 3,000 სასწავლო კურსით. გლობალური ინდექსი შეისწავლის და აფასებს 60 ქვეყნის სასწავლო მონაცემებს. ასევე, ზომავს და აფასებს 10 წამყვან მსოფლიო ინდუსტრიას.

პირველ გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია ბიზნესზე, ტექნოლოგიასა და მონაცემთა მეცნიერებაზე, იმ უნარებზე, რომლებიც ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აუცილებელია. ორგანიზაციებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ სპეციალისტები ტექნოლოგიებისა და მონაცემის მიმართულებით, რომლებიც შექმნიან ინოვაციებს, გაზრდიან წარმოებას. ისინი საჭიროებენ ბიზნესის მცოდნეებსაც, რომლებიც ორგანიზაციებში სიახლეებს შეიტანენ. მნიშვნელოვანი კონტრასტი შეიმჩნევა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის განვითარებაში, ლათინო ამერიკასთან, აზიასთან და ახლო აზიასთან შედარებით. თუმცა, აშშ ზემოთ ჩამოთვლილ სამ ინდუსტრიათაგან ვერცერთშია ლიდერი. სამაგიეროდ, ლიდერობს რეგიონული მასშტაბით.

60 ქვეყნის მასშთაბით, უნარების შედარებისას, თითოეული მათგანი ოთხი საზომით შეაფასეს: მოწინავე (1-15), კონკურენტუნარიანი(16-30), განვითარებადი (31-45) და ჩამორჩენილი (46-60). ასევე მოიქცნენ 10 წამყვანი ინდუსტრიის შეფასებისასაც. ბუნებრივია, თუკი ქვეყანას ან ინდუსტრიას უფრო მეტი აქვს რეიტინგი მაშინ, როდესაც მასში მონაწილეები უნარებში მაღალ შეფასებებს ღებულობენ.

კვლევების შედეგად შენიშნეს:

მსოფლიოს დიდი ნაწილს აუცილებელი უნარები არ გააჩნია. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, განათლების სექტორში ნაკლები ინვესტიციით, უნარების ყველაზე დიდ დეფიციტს განიცდიან. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და მონაცემების თვალსაზრისით, ქვეყნების პოზიციები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ მშპ-ზე. ეს ნიშნავს, რომ უფრო კვალიფიციური ქვეყნები უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს ქმნიან, რაც ავტომატიზაციის შემთხვევაში, ბაზრის ვარდნას ამცირებს.

რასაკვირველია, არიან გლობალური ლიდერები და მეტწილად, ეს მდიდარი ქვეყნებია, რომლებიც მეტ რესურსს დებენ განათლებაში. ევროპულ ქვეყნებში რესურსების 80% ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მონაცემების მიმართულებით მიდის. ფინეთი, შვეიცარია, ავსტრია, შვეცია, გერმანია, ბელგია, ნორვეგია და ნიდერლანდები ამ სფეროების უპირობო ლიდერები არიან.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ინოვაციური ჰაბის სახელით არიან ცნობილი, განმაცვიფრებელ მონაცემებს აჩვენებენ. ინოვაციების სფეროს ბიზნეს-ლიდერი, აშშ, ვერცერთ ამ სფეროში ვერ ლიდერობს. აშშ-ში კვალიფიკაციის დონე არათანაბრად ნაწილდება: დასავლეთი უფრო მეტად ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერებში ლიდერობს, შუა დასავლეთი კი – ბიზნესში.

ქვეყნები, რომლებიც მაღალი უნარებით გამოირჩევიან, უფრო მდიდრები არიან კიდეც, კორელაცია მშპ-სა და მოცემული სამი სფეროს გლობალური უნარების ინდექსის (GSI) მედიანას შორის -0.75-ია. ქვეყნები ყველაზე დაბალი შემსრულებლობით, ყველაზე მაღალი რისკების მატარებლები არიან. კორელაცია მათ მშპ-სა და GSI-ის მედიანას შორის 0.45-ია.

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი და დაბალი მაჩვენებლები, ბიზნესის, მონაცემებისა და ტექნოლოგიების მხრივ? ნახეთ ტოპ ათეული.

გლობალური სურათი უფრო კრიტიკული ჩანს, როდესაც მოსახლეობის მზარდ ტენდენციას ვითვალისწინებთ. მაგალითად, აფრიკა და აზია განათლების დაბალი დონითა და სამსახურის დაკარგვის მაღალი ალბათობითაა წარმოდგენილი. მათი GSI-ის მიხედვით, ამ რეგიონებში ყველაზე სუსტი სპეციალისტები არიან. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის, ამ კონტინენტებზე მსოფლიოს 80% იქნება დასახლებული და შესაბამისად, უფრო მეტი სამუშაო ძალაც, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებში დემოგრაფიული დაბერების ფაქტორის გათვალისწინებით. მთავრობებსა და კომპანიებს, ამ რეგიონებში, აუცილებლად დასჭირდებათ კონკრეტული პროგრამები კადრების მომავლისთვის მოსამზადებლად.

იმ დროს, როდესაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა კარგ მაჩვენებლებამდე ვერ მიდის, სასიამოვნოდ განმაცვიფრებელია არგენტინის მიღწევები ტექნოლოგიების მიმართულებით. არგენტინამ შეიმუშავა წარმატებული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების აქტივობას პრაქტიკული სწავლების მეთოდების მიმართულებით, ასევე, ქვეყანაში ყურადღება ექცევა მეწარმეობის წახალისებას.

განვითარებულ სამყაროში შესამჩნევია კვალიფიკაციის დონე. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს განვითარებული ქვეყანა განათლებასა და გადამზადებას. როგორც რეგიონი, ევროპა, საერთო ჯამში, ყველაზე კარგ შედეგებს აჩვენებს. ბევრი ქვეყანა მოწინავეთა რიგებშია. კონტინენტის უპირატესობა, ნაწილობრივ, აიხსნება კვალიფიკაციის ამაღლებისადმი მისი აქტიური მიდგომით. ევროპული ორგანიზაციები თანამშრომლების გადამზადებაზე არიან კონცენტრირებულები და ეს კადრის ფუნდამენტურ უფლებადაა მიჩნეული.

თუმცა, ყველა განვითარებული ეკონომიკა არ მიეკუთვნება მოწინავე კატეგორიას. იმის მიუხედავად, რომ აშშ მსოფლიო ლიდერად ითვლება ინოვაციებში, ის მხოლოდ კონკურენტუნარიანის კატეგორიაში შედის, გლობალურ დონეზე. ამასთან, პერფორმანსსა და უნარებშიც სერიოზული გეოგრაფიული სხვაობაა.

ინდუსტრიები, ძლიერი ბიზნეს, ტექნოლოგიური და მონაცემთან უნარებით

რანჟირების შედეგად, გამოიყო მიმართულებები, რომლებიც ბიზნესში, ტექნოლოგიებსა და უნარებშია საჭირო. ზოგიერთ წამყვან ინდუსტრიაში, სახელდობრ, ტექნოლოგიებსა და ფინანსებში, გასაკვირად დაუბალანსებელია უნარების მიმართულებები.
სანამ ტექნოლოგიური კომპანიები ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, მათ არ ჰყოფნით ძლიერი ბიზნეს უნარები, სწორედ ამიტომ მათ მხოლოდ მე-5 ადგილი უჭირავთ ანალიზში მოყვანილ 10 ინდუსტრიას შორის. მართვის უნარები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის გამართულად მუშაობის, შემოსავლების გაზრდისა და ოპერაციული მოდელების შექმნისთვის.

რომელ ინდუსტრიებს აქვთ ყველაზე კარგი და ცუდი უნარები ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის კუთხით? ნახეთ რანჟირება.

თუ დააკვირდებით, ფინანსები, ბიზნესსა და მონაცემებში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს, ტექნოლოგიებში კი – შუაშია მოქცეული. ისტორიულად, ინდუსტრია ვითარდებოდა, მაგრამ დღეს, კომპანიებს სჭირდებათ აითვისონ და დანერგონ ინოვაციები, რისი სწავლაც მომიჯნავე ინდუსტრიებისგან შეუძლიათ. რანჟირებისას წამოება ბიზნესსა და ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა. საინფორმაციო სფეროში კი მხოლოდ მე-4 ადგილს იკავებს. ამ დროს, ტელეკომუნიკაცია ყველა სფეროში მესამე ადგილს იკავებს. ტელეოპერატორები ციფრულ ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებენ, რათა ქსელმა მომხმარებელთა მზარდ ტენდენციას გაუძლოს.

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია ცვლილებებისთვის მუდმივი მზადყოფნა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნარების განვითარება, რაც ამ ცვლილებებს მოაქვს. იმისათვის, რომ ფუნდამენტური საბაზრო ძვრების ფეხდაფეხ იაროთ, გჭირდებათ კოორდინირებული ინვესტიცია უნარების განსავითარებლად და ეს არამხოლოდ ცალკეულ ადამიანებს ეხებათ, არამედ კომპანიებსა და მთავრობებს.

წყარო: HBR



განხილვა