in

რას მოითხოვს ცვლილებების მენეჯმენტი?

წარმოიდგინეთ, 2019 წელია, საშუალო ზომის კომპანიის ხელმძღვანელი ხართ და იცით, რომ მალე პანდემია დაიწყება… რას გააკეთებდით განსხვავებულად თქვენს ბიზნესში ამჟამინდელი ცოდნით? ან წარმოიდგინეთ, რომ დისტანციური მუშაობის ტრენდი მალე დამკვიდრდება, მისი გამოცდა გინდათ, მაგრამ გუნდი ამაში მხარს არ გიჭერთ ან სულაც, ჯადოსნური ბურთი გაქვთ, რომელიც მომავლის დანახვის საშუალებას გაძლევთ, რას გააკეთებდით? 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ალბათ, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა 2023 წელია და კვლავ მრავალი უცნობი საკითხი მოითხოვს თქვენს ყურადღებას, ხელმძღვანელობასა და სიბრძნეს. რა თქმა უნდა, აქაც სწორი ნაბიჯების გადადგმა გსურთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რას მოიტანს მომდევნო კვირა… სწორედ მსგავსი არამდგრადი გარემოს გამო უამრავი ხელმძღვანელი სვამს კითხვებს — რა მოვუხერხოთ ცვლილებებს? როგორ დავდოთ ფსონები ან გავუმკლავდეთ მომავლის შიშს?

აქ კი ერთი თემა იკვეთება — ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები იმის მიმართ, რომ რაღაცები კარგად არ ვიცით და ეს ხელს უშლის ჩვენს უნარს, ვიპოვოთ გამოსავალი ან განვვითარდეთ… თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს: თქვენი ფოკუსის გაფართოებით ცვლილებების მენეჯმენტიდან ცვლილებების აზროვნებამდე, შემდგომ კი მარტივი ადაპტირების ხელსაწყოს გამოყენებით, უკეთ პოზიციონირებას შეძლებთ იმაში, რაც მომავალში გელოდებათ. ზომისა და სწრაფი ადაპტირების უნარით კი, საშუალო ზომის კომპანიები განსაკუთრებით კარგ პოზიციას იკავებენ, რათა ამ დინამიკით ისარგებლონ. 

ცვლილებების მენეჯმენტიდან ცვლილებების აზროვნებამდე

ცვლილებების მენეჯმენტის კონცეფცია ადრეული 1900 წლიდან იღებს სათავეს. დროთა განმავლობაში კი უამრავი პროცესი და სისტემა განვითარდა, რამაც ადამიანებს კონტროლის შეგრძნება დაუტოვა. ისეთი საკითხებისაც კი, რომლებიც რეალურად ყველას კონტროლის მიღმა რჩება…

პრობლემა აქ იმაში კი არაა, თუ რა უდევს საფუძვლად კონკრეტულ პროცესებსა თუ ჩარჩოს, არამედ ის, თუ რას გამორიცხავს ეს მენეჯერული ხელსაწყოები. განსაკუთრებით, როგორ ვგრძნობთ თავს მოცემული ცვლილების მიმართ ან ვართ თუ არა მენტალურად მზად ამ არამდგრადობისთვის. 

ცვლილებების მართვის უნარი საკუთარი თავის მართვაზეა დამოკიდებული, რაც შიშებსა და შფოთვასაც მოიცავს. ეს ფაქტორები კი განაპირობებს ყველაფერს როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში… სწრაფი აზროვნების სავარჯიშოს მსგავსად, იფიქრეთ ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდით — შესაძლოა, ეს იმას ეხებოდეს თუ როგორ შეინარჩუნოთ კულტურა და ლოიალობა ჰიბრიდულ სამყაროში ან როგორ მოემზადოთ მიმდინარე კლიმატური ცვლილებებისთვის. 

შემდგომში კი, სანამ პირდაპირ კითხვაზე რა მოვუხერხო ამას? გადახვალთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამას იმედით ვუყურებ თუ შიშით? რა მამოძრავებს? რა არის ჩემი ორიენტაცია ცვლილებებისთვის? რით განსხვავდება? საკმაოდ ხშირად დაძაბულები ვართ იმის გამო, რომ მსგავს საკითხებს სხვებს არ ვუზიარებთ, მაგრამ როცა ასე ხდება, მხოლოდ ყველას კი არ შეუძლია ერთმანეთისაგან რაღაცების სწავლა და გუნდური კულტურის გაძლიერება, არამედ ჩვენი გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამგვარად, ცვლილებების აზროვნება ცვლილებების მენეჯმენტს განაპირობებს და არა, პირიქით.

რა არის…რა იქნებოდა…

კონკრეტული პასუხის ძიება ხშირად შესაძლო ვარიანტების უფრო დიდ სამყაროს მალავს თქვენგან. უკეთესი არ იქნებოდა, თუ ამას თავს აარიდებდით და აქამდე დამალულ საკითხებს დაინახავდით? 

აქ მომავლის წინასწარმეტყველებას კი არ უნდა ეცადოთ, არამედ უნდა მოემზადოთ ბევრი განსხვავებული შესაძლო მომავლის სცენარისთვის. მსგავსი უნარის განვითარებისთვის კი საუკეთესო გზა ის პროცესია, რომელსაც სწორედ სცენარის დაგეგმარებას უწოდებენ — ეხმარება გუნდებსა და ორგანიზაციებს, წარმოიდგინონ, რა მოხდება, ეს არის გადასვლა რა არი-დან, რა იქნებოდა-ზე.

თუმცა აქ მთავარია გაიაზროთ, რომ ნებისმიერი სცენარი არ წარმოადგენს მომავალს. ამის ნაცვლად, ეს გეხმარებათ წარმოიდგინოთ ყველა განსხვავებული გზა მომავლისთვის და მოემზადოთ შესაბამისად. ეს საკვანძო საკითხია ცვლილებების აზროვნებისთვის…

საშუალო ზომის კომპანიების უპირატესობა ცვლილებების დროს

ყველა ზომის ორგანიზაციას უჭირს ცვლილებებთან გამკლავება. მართალია, აქ საშუალო ზომის კომპანიებიც არ არის გამონაკლისი, მაგრამ მათი ზომა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გულისხმობს. განსხვავებით პატარა კომპანიებისგან შეზღუდული რესურსებით ან დიდი ბიუროკრატიული კომპანიებისგან, საშუალო ზომის ორგანიზაციებს აქვთ უპირატესობა, ხელახლა დაფიქრდნენ, როგორ მიმართონ ცვლილებასა და არამდგრადობას ეფექტურად. 

დაბოლოს, თუ ზემოთ მოცემულ ყველა ნაბიჯს მიჰყვებით, ცვლილებების აზროვნებაზე გადასვლასაც მოახერხებთ და ეს თქვენი მომავალი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი გახდება… 

 

წყარო: HBR



კარფურის ახალი კამპანია – „ქართული პროდუქტები“

აი, როგორ მუშაობს PR მენეჯერი