in

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა კოლეგა დახმარებას გთხოვთ?

ევოლუციამ ადამიანები ერთმანეთისთვის სასარგებლო არსებებად აქცია. ჩვენ პროსოციალურ ქმნილებებად ჩამოვყალიბდით იმ გზებით, რომლებიც პოზიტიური და სასარგებლოა, გამიზნულია იმისათვის, რომ სოციალური მიმღებლობა, კავშირი და მეგობრობა წაახალისოს. დახმარების თხოვნა, შეთავაზება ან მიღება კი ის არის, რაც დღემდე არსებობაში გვეხმარება…

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთია, გქონდეთ ვიღაცის დახმარების სურვილი და მეორე, იმის ცოდნა, თუ რა ტიპის დახმარება უნდა ან სჭირდება ადამიანს. როგორც ლიდერი, სხვების დახმარებაში დიდ როლს თამაშობთ, თანაც, ისე, რომ ეს არ ეხება მათ ავტონომიურობასა თუ მიკრომენეჯმენტს. თუმცა დაძაბულობა ხშირად მაშინ ჩნდება, როცა საქმე პირდაპირ მოხსენებებს ეხება. რომელია ყველაზე ეფექტური გზა თქვენი მხარდაჭერის შესათავაზებლად? როგორ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ, გადაკვეთონ ხიდი, რომელიც მიზნის დასახვასა და მიღწევას უკავშირებს ერთმანეთს?

ვიღაცისთვის იმის თქმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, როცა ისინი ახალ პოზიციას იკავებენ, ახალ პროექტს იწყებენ ან როცა მხოლოდ ერთადერთი სწორი გზა არსებობს… თუმცა როცა ვიღაცას ნაკლები გამოცდილება აქვს, თქვენი როლია, მათ დაეხმაროთ, მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრასა და ამოქმედებაში. შედეგად, მეტად სავარაუდოა, რომ ისინი დასახული გეგმის შესრულებას მოახერხებენ. 

აი, როგორ შეიძლება ჟღერდეს გეგმის მიკრომენეჯმენტი:

მომხსენებელი: მე მჭირდება მეტი მოქნილობა გაყიდვების ზარების შეყვანისას, ასე მომხმარებელთა უკეთესი მონაცემები მექნება შემდგომში მომხმარებლებზე დაკვირვებისთვის. შეგიძლიათ დამეხმაროთ?

თქვენ: ეს ჭკვიანური იდეაა. სიამოვნებით დაგეხმარები, აი, რა უნდა გააკეთოთ… (აქ ჩასვამთ თქვენს გეგმას). ალბათ, ჩანაწერების გაკეთება გინდათ.

ეს მიდგომა არ ტოვებს სივრცეს ავტონომიურობისა და კრეატიულობისთვის. ამისგან განსხვავებით კი მეორე პასუხი ასე ჟღერს: ეს ჭკვიანური იდეაა. სიამოვნებით დაგეხმარები, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. თუმცა არც ეს არის იდეალური, რადგან როცა ღია კარს სთავაზობთ, თავიდან იცილებთ ზედმეტ ხელმძღვანელობას და, ფაქტობრივად, არ ეხმარებით მიზნიდან მოქმედებისკენ გადასვლაში. აქ კი შემდგომი მიდგომა უნდა განიხილოთ:

ეს ჭკვიანური იდეაა. სიამოვნებით დაგეხმარები, როგორ ფიქრობ, რა მოგცემს მეტ მოქნილობას?

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ აქ თქვენს სამოქმედო გეგმას არ სთავაზობთ, სანაცვლოდ, ქმნით სივრცეს მათთვის, რათა განიხილონ, რა სჭირდებათ და რა უნდა მოაქციონ სამოქმედო გეგმაში. გამოდის, თქვენ უნდა მიენდოთ თქვენს კოლეგას, რაც ემპათიას, გამხნევებასა და ქოუჩინგს მოიცავს, რათა მისცეთ მათ სივრცე ფიქრისთვის და შანსი, თავი იგრძნონ დამოუკიდებლად. 

ეს არ გულისხმობს იმას, რომ არ შეგიძლიათ მათ თქვენი შეხედულებები გაუზიაროთ, დაეხმაროთ რესურსებზე წვდომაში ან პრობლემების გადაჭრაში. თუმცა ხან, შესაძლოა, ჩარევა დაგჭირდეთ, როცა კოლეგა რაღაცას ვერ აგვარებს, მაგრამ როცა ამას აკეთებთ იმის გამო, რომ მოუთმენელი ხართ, არამდგრადი, რისკების თავიდან არიდებისა და კონტროლისკენ ხართ მიდრეკილი, თქვენ ძირს უთხრით მათ ჩართულობას…

ხოლო, თუ გსურთ, თქვენს კოლეგებს ჰქონდეთ თავიანთი გეგმა, ისინი მომდევნო ნაბიჯებამდე თავადვე უნდა მივიდნენ, თუმცა თქვენი მხარდაჭერით. ამ უკანასკნელში კი შემდგომი 10 კითხვა დაგეხმარებათ:

  1. იყავით კონკრეტული: რის გაკეთებას გეგმავთ შემდეგ ეტაპზე?
  2. იყავით პოზიტიური: თქვენთვის, რა მუშაობს უკვე კარგად ამ პროცესში?
  3. გამოიჩინეთ მხარდაჭერის სურვილი: რა შესაძლებლობები არსებობს აქ?
  4. იყავით სასარგებლო: კიდევ რა გჭირდებათ წინსვლისთვის?
  5. იყავით რეალისტი: რისი კეთება უნდა შეწყვიტოთ, რომ წინსვლა გააგრძელოთ?
  6. ითანამშრომლეთ: ვისთან გჭირდებათ ლაპარაკი/მუშაობა/გაერთიანება?
  7. იფიქრეთ მის მენტალურ მდგომარეობაზე: როგორ გრძნობთ ამჯერად თავს?
  8. დააკვირდით: როგორ გაზომავთ პროგრესს?
  9. განსაზღვრეთ პრიორიტეტები: რომელი ნაბიჯი (თუ პირველი გადადგამთ) გაამარტივებს სხვა ნაბიჯებს?
  10. შეუერთდით: რით შემიძლია დაგეხმაროთ?

თქვენი კოლეგებისთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც სწრაფი იქნება და არც მარტივი, მათ პასუხების მოსაფიქრებლად ცოტა დრო დასჭირდებათ. თუმცა თუ  იგრძნობთ, რომ მათ უფრო მეტად პირდაპირი მიდგომა სჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაჯერება ვალდებულებასა და კრეატიულობაზე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დაეხმაროთ კითხვებზე პასუხის გაცემაში. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ახალ თანამშრომელს ჰკითხოთ, კიდევ რა სჭირდება წინსვლისთვის, რაც სავარაუდოდ, ჯერ არ ეცოდინება, უნდა უთხრათ აი, ყველაფერი რაც წინსვლისთვის დაგჭირდებათ….

ასე რომ, დაეხმარეთ სხვებს, იფიქრონ თავიანთ სამოქმედო გეგმებზე, შემდგომში კი მხარი დაუჭირეთ წინსვლაში. მსგავსად, ისინი მიზნების მიღწევას უფრო მეტად შეძლებენ. 

 

წყარო: HBR



5 მარტის ჩათვლით ბაკურიანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი?