in

როგორ უნდა გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს?

უცნობ და გადამწყვეტ სიტუაციებში რთულია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საღი გონებითაც იმოქმედოთ. ინსტინქტურად იმას მივმართავთ, რამაც ჩვენ შემთხვევაში წარსულში იმუშავა, თუმცა ამას ხშირად მარცხამდე მივყავართ. გამოწვევა ის არის, რომ ახალი, დაძაბული სიტუაციები ხშირად იწვევს შფოთვას, რაც საბოლოოდ ჩვენს შესაძლებლობებს ზღუდავს. ეს ე. წ. ადაპტაციის პარადოქსია: როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სწავლა, შეცვლა ან შეგუება, ყველაზე მეტად ვრეაგირებთ ძველი მიდგომებით, რომლებიც საერთოდ არ ესადაგება ახალ სიტუაციებს და ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდეც მივყავართ. 

მსგავს სიტუაციებში სწორად მოქმედებისთვის ლიდერებმა თვითკონტროლის გამოცდილ ფორმას უნდა მიმართონ, ანუ იმას, რასაც Delibarate Calm-ს, მიზანმიმართულ სიმშვიდეს უწოდებენ. Delibarate ეხება იმის ცოდნას, რომ თქვენ გაქვთ არჩევანი, თუ როგორ გამოცდით ან უპასუხებთ სიტუაციას. Calm კი რაციონალურ განხილვას ეფუძნება, თუ როგორ შეძლებთ მისთვის საუკეთესო პასუხის გაცემას, თანაც, ძველი ჩვევების გარეშე. 

გამოდის, Delibarate Calm გამოსავალს გვთავაზობს იმ პარადოქსისთვის, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ მიზანმიმართულად, ობიექტურად და შემოქმედებითი გზებით ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი. გვეხმარება, ვისწავლოთ და მივიღოთ ახალი გამოწვევები, როცა ფსონები უმაღლეს ნიშნულს აღწევს. ამგვარად, Delibarate Calm არის პრაქტიკა, რომელიც ცვლის ჩვენს ურთიერთობას გაურკვევლობასთან. 

Delibarate Calm პრაქტიკაში

ეს მეთოდი ნამდვილად პრაქტიკულია, რაზეც გლობალური ფარმაცევტული კომპანიისთვის შემუშავებული Deliberate Calm-ის პროგრამაც მოწმობს — 1450 ხელმძღვანელს 12 კვირის მანძილზე 30-წუთიანი ყოველკვირეული პრაქტიკული სესიები უტარდებოდა, რის შემდეგაც მკვლევრებმა მათი ქცევისა და პროდუქტიულობის ცვლილებები გაზომეს. ეს მოიცავდა თვითშეფასებებსა და შეფასებებს მათი უფროსებისა და კოლეგებისგან. შედეგები საოცარი იყო: საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელიც არ მონაწილეობდა პროგრამაში და უბრალოდ ერთი და იგივე ქცევის გაუმჯობესება ევალებოდა, პროგრამის მონაწილეებმა შედეგები 3-ჯერ გააუმჯობესეს, რაც მოიცავდა ხელმძღვანელების პროდუქტიულობას, დაუგეგმავ გარემოებებთან ადაპტაციას, ოპტიმიზმს, ურთიერთობის ეფექტურობას, თანამშრომლობას, გუნდურობას, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას. მეტიც, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მათი კეთილდღეობის შეგრძნებაც კი 7.5-ჯერ გაუმჯობესდა. მონაწილეები იმასაც ამბობდნენ, რომ ასე, ისეთივე სარგებელი მიიღეს თავიანთ პირად ცხოვრებაში, როგორიც სამსახურში.

3 უნარი, რომელიც ადაპტაციაში დაგეხმარებათ

როგორ უნდა დაიწყოთ? აქ სამ მთავარ ელემენტს გაგიზიარებთ, რომლებიც Delibarate Calm-ის მიღწევაში დაგეხმარებათ:

სწრაფად სწავლა — ეს გამოცდილებიდან რაღაცის სწავლას ეხება, ახალი ტაქტიკების გამოცდას, ახალ სიტუაციებთან მიახლოებას, უკუკავშირისკენ სწრაფვასა და კვლავ სწავლას, ამ გაკვეთილების დანერგვას რეალურ დროში. პრინციპი შემდეგია: ხელმძღვანელები, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, მოსწავლეები უნდა იყვნენ. 

ეს ცოტათი რთულია, მაგრამ ამის მიღწევა ყოველდღიური განზრახვების ჩამოყალიბებითაც შესაძლებელია. შესაძლოა, ასე ჟღერდეს: იმის ნაცვლად, რომ ეცადოთ, გქონდეთ მომზადებული პასუხი ყველა რთული და მოულოდნელი გამოწვევისთვის დღეს, მათ ცნობისმოყვარეობითა და საღი გონებით უნდა მიუდგეთ, დაინახოთ მრავალი პერსპექტივა“. ეს დაგეხმარებათ, დარჩეთ ღია უკუკავშირისა თუ სწავლისთვის და პასუხებიც შესაბამისად შეიმუშაოთ. 

ემოციების თვითრეგულაცია — ეს არის ემოციების შეცნობის, გააზრებისა და მართვის უნარი, მათი მიმართვა მოქმედებისა და აზროვნების პროდუქტიულ გზებად. კვლევის თანახმად, ემოციური თვითრეგულირების უნარის მქონე ხელმძღვანელები უკეთეს შედეგებს აღწევენ და ასეა, მათი გუნდების შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენს ემოციურ პასუხებს დაარეგულირებთ, უპირველესად, უნდა გაიგოთ, რა იწვევს მათ და რას გეტყვით ეს პასუხები, რაც ძალიან ღირებული ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ. 

ეცადეთ, რამდენიმე დღით დღიურებიც აკეთოთ: ჩამოწერეთ მომენტები, როცა ემოციურად არამდგრად მდგომარეობაში იყავით, აღწერეთ თქვენი აზრები, ფიზიკური შეგრძნებები და ქმედებები ამ სიტუაციაში. ერთი კვირის შემდგომ მათი გაანალიზება დაიწყეთ. რაც უფრო მეტჯერ გააკეთებთ ამას, მით უფრო გაგიმარტივდებათ ემოციური პასუხების გააზრება. ამ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ რეგულირება, სწავლა არა მარტო იმისა, თუ როგორ უნდა გადაამუშაოთ უარყოფითი ემოციები, არამედ თავი იგრძნოთ კომფორტულად იმ დისკომფორტთანაც კი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. 

ორმაგი შემეცნება — ეს შიდა (გამოცდილებები, აზრები, ემოციები და პასუხები) და გარე (სიტუაციის ობიექტურად გააზრება) სიტუაციების გაერთიანებას გულისხმობს. ჩვენ ორ მნიშვნელოვან რამეს ვაერთიანებთ: ჩვენი ემოციების, ვარაუდების, ჩვევებისა და იმ სიტუაციების გააზრებას, რომლის წინაშეც ვართ. საკუთარი თავისა და სიტუაციის შეფასებისთვის დროის გამოყოფით ჩვენ უკეთ ვიგებთ არა მარტო ჩვენი რეალური მოტივაციებსა და განზრახვების, არამედ იმასაც, თუ რას მოითხოვს სიტუაცია და რამდენად გამოგვადგება ჩვენი ჩვევები ან მიდრეკილებები მოცემულ მომენტში. ეს შესაძლებელს ხდის, საკუთარ თავს მოქმედებისას დააკვირდეთ, შემდეგ კი თქვენი პასუხები არსებულ მოთხოვნებს შეუსაბამოთ. 

აი, სწორედ აქ იკვეთება ემოციების რეგულაციის როლი. რაც უფრო მეტად გაიგებთ, რა იწვევს მას, მით უფრო შეძლებთ სიტუაციის შესაბამისად მოქმედებას. თუნდაც, შემდეგი კითხვა დასვით: რა დაგვეხმარება ყველაზე მეტად ამ პრობლემის გადაჭრაში?.

მნიშვნელოვანია, ცვლილებების დროს ზემოთ აღნიშნულ სამივე უნარს ფლობდეთ. დიახ, ცვლილებები რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი დიდი და ტრანსფორმაციულია, თუმცა Deliberate Calm-ის მეთოდს ჩვენი დახმარება შეუძლია — ეს ერთჯერადი ქმედება არ არის, აქ მუდმივად სწავლის რეჟიმში უნდა იყოთ, რათა შეგუების პარადოქსმა ძალა დაკარგოს. ხოლო, როცა ხელმძღვანელები შემოქმედებითი გზებით მოქმედებენ, ინოვაციებისკენ მიისწრაფვიან და გახსნილები არიან, ასე, არა მარტო კონკრეტული პირები, არამედ მთლიანი ორგანიზაცია იღებს სარგებელს. 

 

წყარო: HBR



TNET-ის ეჯაილ ტრანსფორმაციას გიორგი მიქაცაძე გაუძღვება

Škoda Octavia-ს წარმატების 25 წელი