in

როგორ იზრდება ან იკლებს სარისკო ქმედებების რიცხვი კომპანიებში? — კვლევა

დღეს ორგანიზაციებს ამ ორი გამოწვევიდან ან ერთთან უწევთ გამკლავება, ან მეორესთან: ერთი მხრივ, თანამშრომლებს რისკებზე წასვლა არ უყვართ, შესაბამისად, ორგანიზაციის წარმატების ალბათობაც მცირდება. მეორე მხრივ კი, არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებშიც სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. თუმცა აქ პრობლემას რისკზე ჭარბად წასვლა წარმოადგენს, რადგან იგი სუსტი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებიდან არაეთიკურ ქცევებამდე ვითარდება, რამაც შეიძლება კომპანიის არსებობასაც კი შეუქმნას საფრთხე.  

კვლევისას ორი მთავარი გზა გამოვლინდა, რომლითაც სარისკო ქმედებების განხორციელება ხდება: სოციალური და ექსპერიმენტული სწავლება ან ე. წ. ცდისა და შეცდომების მოდელი. კომპანიებმა ორივე მათგანი უნდა გაიაზრონ, უნდა გაიგონ, როგორ შეუძლიათ მათი გამოყენება სარისკო ქმედებების გასაზრდელად ან შესამცირებლად. დიახ, რაც უფრო მეტი მენეჯერი გაიგებს, რა უძღვის წინ თანამშრომელთა ქცევას, მით უკეთ შეძლებენ ისინი მის წინასწარმეტყველებას. ეს მათ რისკების შეფასებისა და საჭირო ნაბიჯების გადადგმის საშუალებასაც მისცემს.

რისკზე წასვლის თეორიები

სოციალურ ნორმებზე მრავალწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, შთაგონებულნი არიან იმის კვლევით, თუ რას აკეთებენ სხვები. ეს დაკვირვებები მათ ეხმარება განსაზღვრონ, რომელი ქმედებებია გავრცელებული და მათგან რომელი მიიღებს სოციალურ ჯილდოსა თუ სასჯელს. ეს ხშირად ახალი ქცევების დასასწავლად აუცილებელ კომპონენტსაც კი წარმოადგენს. ამ ყველაფერს კი მეცნიერები სოციალურ სწავლებას უწოდებენ. 

ამასთან, თანამშრომლები ნაკლებად პასუხობენ იმას, რაზეც ეუბნებიან, რომ შესაბამისი ქმედებაა და მეტად იმას, რასაც სამსახურებში სხვები აკეთებენ. ძლიერ კულტურებში ეს ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ერთმანეთს აძლიერებს კიდეც. მაგრამ რა ხდება, როცა სოციალური გარემოს მსგავსი მახასიათებლები არ იკვეთება? ეს ისეთ სიტუაციებში ხდება, როცა კულტურა სუსტია ან ინტენსიური ცვლილებების პერიოდია, ამგვარად, აქ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, გაიგონ, რომელია სოციალურად მისაღები ქცევა. 

მსგავს შემთხვევებში ინდივიდები უფრო მეტად ეყრდნობიან საკუთარ ე. წ. ექსპერიმენტული ცდისა და შეცდომების სწავლებას. ისინი ჯერ პატარა რისკებზე მიდიან, აფასებენ მის შედეგებს, რაც უფრო მეტად ემოციებზე დაყრდნობით ხდება და ნაკლებად, რაციონალური გზებით. როგორ მუშაობს ეს? თუ ვიღაც ერთ დღეს სარისკო ნაბიჯს გადადგამს, მათგან მომავალშიც იმავეს უნდა მოველოდეთ?

პასუხი იმ კითხვაში იმალება, თუ რამდენად სახიფათოა ამ სარისკო ქმედების შედეგი. წარმოიდგინეთ, რომ მანქანის მართვისას შეტყობინება მოგივიდათ, რომელმაც ყურადღება ისე გაგიფანტათ, რომ შემთხვევით სხვა ხაზში აღმოჩნდით. მას შემდეგ, რაც ამოისუნთქებთ, ტელეფონს სულ მცირე რამდენიმე წუთით გადადებთ… ასეა რისკების შემთხვევაშიც, თუ ადამიანები სარისკო ქმედებებს ახორციელებენ, რომელთაც არ მოსდევს სერიოზული შედეგები, მათ უსაფრთხოების განცდა უვითარდებათ და ნაკლებად ფრთხილად უდგებიან მსგავს ქმედებებს. წარმოიდგინეთ, რომ უპასუხეთ ამ შეტყობინებას ისე, რომ თქვენივე ხაზში დარჩით, ეს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოგცემთ, რათა წერა გააგრძელოთ, ამ ფენომენს კი risk creep-ს უწოდებენ. 

Risk creep პანდემიის დროს

ის, თუ როგორ იმატებს ან იკლებს სარისკო ქმედებების რაოდენობა ორგანიზაციაში, ამის გაანალიზების ძალიან კარგი საშუალება პანდემიამ მოგვცა. ამ პერიოდში ადამიანებმა განსაზღვრეს, რომელი ქმედებები იქნებოდა ინდივიდუალური თუ სოციალური რისკების შესამცირებლად საჭირო. 5-თვიან კვლევაში დააკვირდნენ, რას აკეთებდნენ ადამიანები, როცა სახლებს ტოვებდნენ. ექსპერტებმა 304 სტუდენტის მონაცემები შეაგროვეს, რომლებიც კამპუსებში ახალდაბრუნებულები იყვნენ. ისინი დააკვირდნენ მათი ქმედებებისა თუ აღქმების ცვლილებებს. მონაწილეები ამბობდნენ, რამდენჯერ ტოვებდნენ სახლს, რათა ამ აქტივობათა 6 კატეგორიიდან, რომელიმე გაეკეთებინათ.

აქტივობების შემდეგ კატეგორიებში გააერთიანეს:

  1. არადისკრეციული აქტივობები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა საჭირო, მაგალითად, სახლიდან გასვლა საჭმლისთვის, საქმეებისთვის ან სასკოლო აქტივობებისთვის
  2. მეტად დისკრეციული აქტივობები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო — სახლიდან გასვლა სავარჯიშოდ, სხვებთან ერთად შეკრება პატარა სოციალურ ჯგუფებში, დიდ ღონისძიებებზე დასწრება 

სოციალური სწავლების გამოსაცდელად, მათ მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენი ადამიანი აკეთებდა ანალოგიურ აქტივობას იმავე კვირაში, ხოლო ექსპერიმენტული სწავლებისთვის გაზომეს, რამდენად თვლიდნენ ადამიანები საკუთარ ქმედებებს სარისკოდ. 

დადგინდა, რომ პირველი კატეგორიის აქტივობები შეუცვლელი დარჩა, თუმცა როცა ადამიანები ხედავდნენ, რომ სხვები სახლის გარე დისკრეციულ აქტივობებში იყვნენ ჩართულნი, თავადაც ანალოგიურად იქცეოდნენ, რაც სოციალურ სწავლებასთან დაკავშირებული რისკის მტკიცებულებაა. მსგავსად, როცა ადამიანები ერთი კვირის მანძილზე სარისკო აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას, მომდევნო კვირებში დისკრეციულ აქტივობებს მიმართავდნენ, ეს კი ექსპერიმენტულ სწავლებასთან დაკავშირებულ რისკებზე მიგვითითებს. კონკრეტული შედეგები იმას გვთავაზობს, რომ როცა სოციალური სწავლება ძლიერია და ქმედებებზეც ზემოქმედებს, ის არ გამორიცხავს ექსპერიმენტულ სწავლებას… 

რა შედეგები მოაქვს ამას კომპანიებისთვის?

მსგავს სიტუაციებთან კომპანიები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ — თუ ვიღაც რაღაც სარისკოს გააკეთებს, გამიზნულად იქნება ეს თუ არა, და კარგ შედეგს მიიღებს, მეტად სავარაუდოა, რომ ის ამას კვლავ გააკეთებს. ხოლო, თუ არაფერი მოხდება, მათი ტვინი ინტუიციურად მიხვდება, რომ ეს ნორმალურია. თუ ვინმე შემთხვევით ზედმეტად გადაახდევინებს მომხმარებელს და ამას ვერავინ შეამჩნევს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ამას კვლავ გააკეთებს. ხოლო, თუ ვიღაც სარისკო ქმედებას ჩაიდენს და ეს შედეგს გამოიღებს, ისინი მსგავსად მომავალშიც მოიქცევიან. 

დიახ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენ მიდრეკილნი ვართ, დავაიგნოროთ ან არ მივაწეროთ ეს კარგ იღბალს და ამგვარად, ქმედება თუ პროცესი იმდენად სარისკო აღარც გვეჩვენება, რაც ყველაზე საშიშია — რისკი შედარებით მცირეა, იმის გამო, თუ რა გზებით ერწყმის ეს სოციალურ სწავლებას, რაც პანდემიამ შესანიშნავად გვაჩვენა. თუ ადამიანი უნიღბოდ გავა ქუჩაში და არაფერი დაემართება, risk creep-ის ეფექტი კვლავ უბიძგებს მას, შემდეგ ჯერზეც იგივე გააკეთოს. მომავალში კი ამ ეფექტს სოციალური სწავლება გააძლიერებს: იმის გამო, რომ სხვები უნიღბო ადამიანებს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ეს სოციალურად მისაღებია…

 

წყარო: HBR



ნახეთ: 2023 წლის წყალქვეშა ფოტოგრაფიის საუკეთესო კადრები

დასაქმების ფორუმი – “500 ქალი ტექში” პროექტის ბენეფიციარებისთვის