in

როგორ უნდა მიიღონ საშუალო კომპანიებმა მეტი სარგებელი შეფერხებებისგან?

პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნი, უეცარი ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, სადისტრიბუციო არხების პრობლემა, პოლიტიკური ცვლილებები, ომი… ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეფერხებებისა, რომლებთან გამკლავებაც დიდ, საშუალო თუ პატარა კომპანიებს ბოლო დროს მოუწიათ. თუმცა მათზე ამან განსხვავებულად იმოქმედა. შესაბამისად, არსებულ სიტუაციასთან გამკლავების გზებიც განსხვავდებოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევის თანახმად კი, საშუალო კომპანიებს აქ უნიკალური, ძლიერი პოზიცია უკავიათ. თუმცა ბევრ მათგანს არსებული უპირატესობების დანახვა და გამოყენება უჭირს… ახლა კი, მოდით, ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს. 

რას გვეუბნება კვლევა შეფერხებების შესახებ?

როგორც აღმოჩნდა, საშუალო ზომის კომპანიებზე შეფერხებები ნაკლებ გავლენას ახდენს, რადგან ისინი ზოგადად გლობალურ ბაზრებს ნაკლებად ექვემდებარებიან, თუმცა მიწოდების ჯაჭვებს მათზე დიდი გავლენა ნამდვილად აქვს. მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე კომპანიებს რომ შევადაროთ, 100-500-მილიონიანი სეგმენტი 20%-ით ნაკლებად ამბობდა, რომ ისინი ძალიან დაზიანდნენ დეგლობალიზაციითა და პროტექციონიზმით.

16%-ით ნაკლებად გვიზიარებდნენ, რომ აზიასა და სხვა განვითარებად ბაზრებზე არსებულმა შეფერხებებმა მათზეც იმოქმედა. მსგავსად იყო გარემოსდაცვითი და სოციალური დაბრკოლებების შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი კი, ალბათ, იმის გამო, რომ საშუალო ზომის ბაზრებზე მოქმედი კომპანიების უმეტესობა კერძოა და ნაკლებად ექვემდებარება საჯარო წნეხს. თუმცა, დიდ კომპანიებთან შედარებით, საშუალო ზომის კომპანიები ბევრად უფრო სარგებლობენ ამ შეფერხებებით…

საშუალო ზომის კომპანიები ვერ ცვლიან ბიზნეს მოდელებს

როგორც ჩანს, საშუალო კომპანიები ცდილობენ გვერდი აუარონ პრობლემებს… ამის მიზეზი კი ცნობილია — საშუალო ბაზრის ხელმძღვანელები:

  • მეტად სავარაუდოა, რომ იტყვიან: ახალი, შეცვლილი ბიზნეს მოდელები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კომპანიებისთვის
  • მეტად სავარაუდოა, რომ იტყვიან: ბიზნეს მოდელების შეცვლა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყოს კომპანიებისთვის
  • ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქტიურად შეცვალონ თავიანთი ბიზნეს მოდელი. 

თითქოს, ეს ალოგიკურია, პატარა კომპანიები უფრო გაბედულები არ უნდა იყვნენ? კერძო კომპანიებს უფრო ნაკლებად არ უნდა ეშინოდეთ რისკებზე წასვლის? თუმცა სანაცვლოდ, ისინი ხედავენ საფრთხეს და შესაძლებლობას, მაგრამ ნაკლებად მოქმედებენ. ეს ყველაზე გასაოცარი კი იმიტომ არის, რომ საშუალო ზომის კომპანიები აქ ერთი დიდი უპირატესობით მოდიან: ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ აღქმული მოქნილობა, დაცულობა, გამძლეობა და ადაპტაციის უნარი. დააკვირდით ციფრებს:

თუმცა აქაც არსებობს ერთი გამონაკლისი, რაც ხელმძღვანელობის სტილს ეხება — მცირე კომპანიის დირექტორები თვლიან, რომ ისინი უკეთ არიან შეფერხებებთან გასამკლავებლად აღჭურვილნი. თავიანთ გუნდებსაც სწრაფად შეუძლია ადაპტირება და ნაკლებად წუხან საკუთარ სამსახურზე, უკეთ უმკლავდებიან პრიორიტეტებს და მათი პერსონალიც ნაკლებად ეწინააღმდეგება ცვლილებებს.

როგორ უნდა მიუდგნენ საშუალო ზომის კომპანიები ცვლილებებს? — 3 გზა

პროაქტიულად მიუდგნენ ცვლილებებს და აიღონ პასუხისმგებლობა მის მართვაზე — ბევრი საშუალო ბაზრის კომპანია ცვლილებებზე რეაგირებისთვის საკუთარ სიმსუბუქეს ეყრდნობა და ნაკლებად ავითარებს პროაქტიული ცვლილებების მართვის შესაძლებლობებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საშუალო ბაზრის კომპანიებს 25%-ით ნაკლებად აქვთ ციფრული გეგმა მხოლოდ ერთი მაგალითია… საშუალო ბაზრის კომპანიების ხელმძღვანელთა რიგები საკმაოდ სუსტია, მაგალითად მომხმარებელთა გამოცდილების ციფრული ტრანსფორმირებისთვის მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესში უკვე სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულნი. ხელმძღვანელები კი პროაქტიულად უნდა მუშაობდნენ ბიზნესზე და არა მხოლოდ ბიზნესში… 

ისწავლეთ მომწოდებლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების ეკოსისტემის გამოყენება — საშუალო ბაზრის კომპანიები გარშემორტყმულები არიან ცვლილებების აგენტებით, მაშინაც კი, როცა თავად არ ჰყავთ ისინი: კიბერუსაფრთხოების პროვაიდერები, რომლებიც მზად არიან ემსახურონ, მომხმარებლები, რომელთაც სურთ, დაამკვიდრონ სრულად ციფრული გადახდების სისტემა, დიდი კომპანიები, რომლებსაც სურთ, შეამცირონ არა მხოლოდ საკუთარი ნახშირბადის ემისიები, არამედ სხვებისაც… საშუალო ზომის კომპანიებმა კი ამ შესაძლებლობების გამოყენება უნდა ისწავლონ.

დააკვირდით ბაზარს შესაძლებლობებისა და იდეებისთვის — შეფერხებები მნიშვნელოვნად მოქმედებს საშუალო ბაზრის კომპანიების ე. წ. გარიგებების ბაზრებზე… ამასთან, დიდ მეწარმეებს შეუძლიათ, დაეხმარონ საკუთარ თავს საშუალო ბაზრის ეკოსისტემის პარტნიორების მეშვეობით. მიწოდების ჯაჭვის კრიზისი კი აქ ნათელ მაგალითს გვთავაზობს: როცა დიდი კომპანია მდგრადია მიწოდების ჯაჭვის საკითხის მიმართ და მუშაობაში საზღვარგარეთიდან საშუალო ბაზრის კომპანიებს ხშირად იხმარებს, საერთო ცვლილებების შესაძლებლობებიც იზრდება.

ამასთან, კარგი შესაძლებლობები არსებობს იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც კერძო ინვესტიციების კომპანიებს ფლობენ. ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვისა და ტექნოლოგიების საკითხები ზუსტად იმ ორ მტკივნეულ წერტილს წარმოადგენს, რომლებზეც საშუალო ზომის კომპანიების აღმასრულებლები ყვებიან და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც მოქმედი პარტნიორები გამოცდილებასა და რესურსებს გვთავაზობენ, რათა ცვლილებებიც დავნერგოთ.

დაბოლოს, საშუალო ზომის კომპანიები შეფერხებებს ზუსტად იმ დონეზე განიცდიან, რა დონეზეც მათი უფრო დიდი მეტოქეები. თუმცა ისინი თავს უფრო მეტად შეფერხების მსხვერპლად აღიქვამენ და არა, მის მამოძრავებლად. სწორედ ამიტომ აყოვნებენ დიდ ცვლილებებს. რეალურად კი, საშუალო ბაზარს საიდუმლო იარაღი აქვს… დღეს კი ეს იარაღი ძირითადად თავდაცვისთვის გამოიყენება, მაგრამ სწორი დაგეგმარებით და მოქმედების სურვილით საშუალო კომპანიებს შეუძლიათ, შეფერხებები თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

 

წყარო: HBR



მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით!

„თილანსერი“ – ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს აკავშირებს