in

როდის და როგორ უნდა თქვათ უარი დამატებით სამუშაოზე?

დაფიქრდით თქვენს ჩვეულებრივ სამუშაო კვირაზე… ყოველდღიური საქმეებიდან რამდენი პროცენტი ესადაგება თქვენს სამუშაო აღწერილობას? სავარაუდოა, რომ ძირითადი ვალდებულებების მიღმა მრავალი პასუხისმგებლობა აიღეთ. მაგრამ რამდენად უწყობს ხელს ეს ახალი ვალდებულებები თქვენს პროფესიულ წინსვლას?

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმის გამო, რომ დღეს სამსახურს უამრავი ადამიანი ტოვებს, ბევრ პროფესიონალს მეტის გაკეთებას ნაკლებით სთხოვენ. ხოლო, როცა ორგანიზაციას არ ჰყავს საკმარისი თანამშრომელი, სამუშაო დატვირთვა არსებულ პერსონალზე ნაწილდება. ამან გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომელთა გამოფიტვა შეიძლება გამოიწვიოს და მთლიან ორგანიზაციას ზიანიც კი მიაყენოს.

შესაძლოა, არც არაფერი იყოს ცუდი იმაში, რომ თქვენ ორგანიზაციას ეხმარებით… თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამას სწორი მიზეზებით აკეთებთ. ხოლო, თუ თქვენ ხართ ის, ვინც ყველა თხოვნას ასრულებს, გეტყვით, როდის არის მიზანშეწონილი უკან დახევა და როგორ უნდა გააკეთოთ ეს მადლიერებითა და პროფესიონალიზმით. 

თქვით არა, როცა… თქვენი ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობები არ სრულდება

მაგალითად, თუ თქვენ პროდუქტის გუნდში მუშაობთ, მაგრამ მარკეტინგშიც გთხოვენ დახმარებას, უცბად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხარჯავთ ძალიან ბევრ დროს შეთავაზებების განხილვისთვის და არა, თქვენი ძირითადი ვალდებულებებისთვის. ამიტომ, თუ დავალება ხელს უშლის თქვენი ძირითადი ვალდებულებების შესრულებას და არც არაფერს გაძლევთ სწავლისა თუ უნარების გაუმჯობესების თვალსაზრისით, უმჯობესია, უარი თქვათ. 

ვწუხვარ, ეს არ შედის ჩემს მოვალეობებში — ეცადეთ ეს ფრაზა თავიდან აირიდოთ, ამისთვის უკეთესი მიდგომა იმის ახსნა იქნება, თუ რატომ შედის უარყოფა ყველა მონაწილის საუკეთესო ინტერესში. გაამარტივეთ და თქვით: მე რომ დაგეხმარო, სხვებს დავაღალატებ ან უფრო კონკრეტულად მე ვერ შევძლებ თქვენი პროექტის კარგად შესრულებას, თუ ჩემი ძირითადი მოვალეობები დაზარალდება. კვლევის თანახმად, ეს სტრატეგია დაგეხმარებათ იმაში, რომ სხვებმა დაგინახონ, როგორც მზრუნველი და პატიოსანი ადამიანი.

თქვით არა, როცა… ეს სხვისი სამუშაოა

თუ აღმოაჩენთ, რომ სხვის საქმეს აკეთებთ, შეგიძლიათ უარი თქვათ და უთხრათ: „ამის კეთებას ვეღარ გავაგრძელებ, ეს დაბნეულობას შექმნის, მოხარული ვარ, რომ თქვენი დახმარება შევძელი“… ხოლო, თუ თქვენთვის მარტივია დამატებითი სამუშაოს შესრულება ან გრძნობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას, მკაფიოდ განსაზღვრეთ, რას მოელით მისგან. მაგალითად, უკეთეს დავალებებს მომავალში, დაწინაურებას თუ საბჭოს შეხვედრაზე ხსენებას. განიხილეთ კომპენსაცია ისე, რომ იგი ასახავდეს თქვენს დამატებით ღირებულებას. შეგიძლიათ თქვათ: ბოლო 6 თვის განმავლობაში მე ავიღე პასუხისმგებლობა A, B-სა და C-ზე. რა არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩემი კომპენსაცია შეესაბამებოდეს ჩემს გაზრდილ მასშტაბს?“.

თქვით არა, როცა… არ არსებობს მკაფიო უკან დახევის სტრატეგია

მხოლოდ მაშინ აიღეთ დამატებითი პასუხისმგებლობები, როცა გაიაზრებთ სრულ მასშტაბს. თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ არასწორი კომუნიკაცია და ეს არ უნდა იყოს უსასრულო შეთანხმება. სავარაუდოდ, თქვენი უფროსი გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ახალ ინიციატივაში. აქ კი კონკრეტული უნდა იყოთ, რამდენი ხანი იქნებით საჭირო ამ პროექტისთვის? რა შეხვედრებს უნდა დაესწროთ?

ხოლო მას შემდეგ, რაც პასუხებს იპოვით და მიხვდებით, რომ ეს არ არის შესაბამისი, შეგიძლიათ მადლიერებას მიმართოთ და თქვათ: მადლობა შესაძლებლობისთვის, საინტერესო პროექტი ჩანს, მაგრამ უპატივცემულობა იქნებოდა ჩემგან, რომ გამეკეთებინა ეს, იმის ცოდნით, რომ არ მაქვს მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსები.

ასევე, შეგიძლიათ დახმარება უფრო პატარა გზებით შესთავაზოთ. დაესწრებით ე. წ. ბრეინშტორმინგის შეხვედრებს თუ ბიზნეს გეგმის კონსულტაციას დათანხმდებით? იმის გარკვევა, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება, ამტკიცებს, რომ საქმის კეთება გიყვართ და გუნდის წევრიც ხართ. 

თქვით არა, როცა… თხოვნა არაგონივრულია

შესაძლოა, ხელმძღვანელმა ბიზნეს გეგმის შედგენა 2 დღის ვადაში მოგთხოვოთ… თქვენ იცით, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ? სცადეთ პოზიტიური არა, რაც საშუალებას მოგცემთ, დაიცვათ თქვენი დრო და გააგრძელოთ ურთიერთობა. შეგიძლიათ ხელმძღვანელს აუხსნათ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ დროში ან ვადების შეცვლა მოსთხოვოთ და უთხრათ, რომ სამშაბათის მაგივრად, ყველაფერი მზად ხუთშაბათს გექნებათ. ამასთან, შეგიძლიათ გააცნოთ თანამშრომელი, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია ან კონტრაქტორი, რომლის დაქირავებაც შესაძლებელია.

მართალია, ყველაფერზე არას ვერ იტყვით, მაგრამ არას თქმას სწორი მიზეზების გამო შეუძლია დაგეხმაროთ, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.

წყარო: HBR



The Macallan-ის ცნობილი ვისკის ისტორია 8-წუთიან ფილმში

Burberry – ისტორია, რომლის ბედიც ინგლისის ამინდებმა გადაწყვიტა