in

როგორ ვმართოთ შფოთვა, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს?

მართალია, ზოგიერთ სფეროში შეცდომები წარმატებისკენ სვლის ნაწილია, მაგრამ ზოგიერთში თქვენგან სრულყოფილებას მოელიან და შეიძლება შეცდომები ძვირადაც დაგიჯდეთ. მაგალითად, გამომგონებელს ასობით პროტოტიპის შექმნა შეუძლია მანამ, სანამ საუკეთესოს არ მიაგნებს და რას იტყვით ნეიროქირურგზე? ან თუნდაც ბუღალტერმა რომ არასწორი ანგარიშები წარგიდგინოთ? შესაძლოა, ყველაფერი რეალურად ამდენად დრამატულიც არ იყოს, მაგრამ ცუდი უფროსის, გათავისუფლების ან შფოთვის გამო ასე გეგონოთ…

და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ განცდას? აქ იმ სტრატეგიების გამოყენებას გვირჩევენ, რომლებიც კრიტიკული შეცდომების დაშვების შანსს ამცირებს… თუმცა, სანამ უშუალოდ ამ საკითხს განვიხილავთ, ჯერ ცოტა შფოთვაზე ვისაუბროთ, დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ის — პირველი, ზედმეტი ფიქრი პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით, ჩვენს პარალიზებას გამოიწვევს და მეორე, ადამიანები შეპყრობილნი არიან შეცდომისა თუ შიშის ერთი კონკრეტული ტიპით, აიგნორებენ სხვებს, რადგან შიში მათ ყურადღებას ავიწროებს. საბოლოოდ კი ქმედება შფოთვის ანტიდოტი ხდება… 

აი, რა უნდა გააკეთოთ ამ დაძაბულობის შესამსუბუქებლად:

განასხვავეთ დიდი და პატარა შეცდომები

თუ ყველა შეცდომაზე დაფიქრდებით, რომელიც შეიძლება დაუშვათ, მარტივად გადაწყვეტთ, რომლის უნდა გეშინოდეთ ყველაზე მეტად. ხოლო თუ რეგულარულად იმოქმედებთ ცუდი შეცდომების დაშვების რისკების შესამცირებლად, ასე თქვენს გონებრივ დატვირთვასაც შეამსუბუქებთ. პრიორიტეტი კი იმას მიანიჭეთ, რომელიც პირველი გახსენდებათ და იმას, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია — რისკები სიტუაციებიდან, რომლებსაც არ ელოდით ან როცა გგონიათ, რომ ყველაფერი გაიგეთ, მაგრამ რაღაც მაინც რჩება. 

აქ გარკვეული ზომების მიღება დაგჭირდებათ, მაგალითად, კოლეგასთან პოტენციურ რისკებზე სასაუბროდ ყოველთვიური შეხვედრა დაგეგმეთ. შემდგომში კი დრო გადაწყვეტილების მიღებას დაუთმეთ, განიხილეთ, ჰქონია თუ არა მასაც მსგავსი შემთხვევა… გახსოვდეთ, ფრთხილ ადამიანებს ამისთვის მომზადება, კრიტიკული რისკების მოძებნა და მათი თავიდან არიდება შეუძლიათ. თუმცა ეს მენტალურ მზაობას მოითხოვს, რათა კონკრეტული ქმედებების მიღმა არსებული საკითხების დანახვა შევძლოთ. 

დანერგეთ რისკის შემამცირებელი სისტემები და ჩვევები

იმის ნაცვლად, რომ შეცდომების შემცირება თქვენი ნებისყოფისა და კარგი დღეების ხარჯზე მოახერხოთ, შექმენით სისტემები, რომლებიც არ ეყრდნობა ამ ტიპის არარეალურ, რობოტულ სრულყოფილებას. თანაც ერთ-ერთი სტრატეგია checklist-ების, ანუ საკონტროლო სიების შედგენას გთავაზობთ, რომლებიც შეცდომების შემცირებაში დაგეხმარებათ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანებმა ადრეული გამაფრთხილებელი სიგნალები მიიღონ? მაგალითად, ავიაციაში ანგარიშების წარდგენის მკაცრი მოთხოვნებია და კარგი იქნება, თუ თქვენც ამას გაიმეორებთ… 

მრავალფეროვანი გუნდების შექმნაზე იზრუნეთ, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო ხედვებს უზიარებენ ერთმანეთს, საუბრობენ პრობლემებზე და ერთვებიან ჯანსაღ დებატებში. შექმენით კულტურა, რომელიც ნაკლებად გავრცელებულ ხედვებს მიესალმება, როცა ვიღაც კონკრეტული საკითხის არცოდნაზე მიგითითებთ, წაახალისეთ, რათა ეს მომავალშიც გააგრძელოს. 

მიიღეთ მხარდაჭერა თქვენს სისუსტესთან გასამკლავებლად

თუ არ ხართ კარგი კომუნიკატორი, შეგიძლიათ მენტორს, მეგობარს ან AI ჩეტბოტს სთხოვოთ, ამ უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ… ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი შრომისმოყვარეობა არ დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან არიდებაში და ბუნებრივი ამბავია, თუ ამაში თანამშრომლებს, მეგობრებს, ოჯახს ან ტექნოლოგიებს დაიხმარებთ. 

ითამაშეთ თქვენი ძლიერი მხარეებით

შესაძლოა, სისუსტეების შესამსუბუქებლად თქვენი ძლიერი მხარეების გამოყენება იმასაც უკავშირდებოდეს, თუ როგორ აირიდებთ თავიდან შეცდომებს. მაგალითად, თუ იუმორით გამოირჩევით, საუბრისას შეგიძლიათ, სახალისო მეთოდებს მიმართოთ; თუ კარგად გამოგდით ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიჭი იმის სათქმელად, რომ კონკრეტულ ჯგუფთან პარტნიორობა არ გსურთ? თუ ინტროვერტი ხართ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სმენისა და დაკვირვების მიდრეკილება მოსალოდნელი პრობლემების გამოაშკარავებისას? დაფიქრდით, რამდენად დაგეხმარებათ თქვენი ძლიერი მხარეები კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. ერთი კითხვა კი, რომელიც აქ ძალიან გამოგადგებათ, არის: რას ვაკეთებ ისეთს, რაც ადამიანების 95%-ს არ შეუძლია?

გაუმკლავდით თვითსაბოტაჟს

როცა რაღაცის გამო ვშფოთავთ, ხშირად თვითსაბოტაჟს მივმართავთ იმ გზებით, რომლებიც ჩვენს შიშებს ამართლებს. მაგალითად, რაღაც სისუსტის გამოსწორებას მენტორის დახმარებით არ ცდილობთ, რადგან არ გინდათ ამაზე მიაპყროთ ყურადღება ან პერფექციონისტი ხართ, მაგრამ პრობლემის გადაჭრა იმიტომ არ გსურთ, რომ სრულყოფილ გამოსავალს ვერ მიაგენით…

ითანამშრომლეთ ანალოგიურ საკითხებზე ფოკუსირებულ ადამიანებთან

როცა შეცდომებზე ვფიქრობთ, ამის მოგვარებას პერსონალურ ან გუნდის დონეზე ვცდილობთ. თუმცა უკეთესი გადაწყვეტილებები იმ ადამიანებთან ერთად მიიღება, რომლებიც თქვენს შიშებს იზიარებენ. ამიტომ უმჯობესია, უფრო დიდი ძალისხმევა გამოიჩინოთ, რათა თქვენს სფეროში შეცდომები შეამციროთ, იქნება ეს კომიტეტთან ერთად რაღაცების განხილვა, დისციპლინური ქმედებები თუ ახალი ე. წ. გაიდლაინების შექმნა თქვენს პოზიციაზე მყოფი ადამიანებისთვის. ამასთან, არსებულ პრაქტიკას სწავლაც ძალიან აუმჯობესებს — ასე რომ, იპოვეთ შესაძლებლობები, რათა ასწავლოთ სხვებს, როგორ სრულდება თქვენი სამუშაო იმ გზით, რომელსაც ნაკლებ შეცდომამდე მივყავართ. 

შეამცირეთ მცირე საფრთხის შემცველი რისკები მარტივი ქმედებებით

შესაძლოა, უმეტესად, დიდ საფრთხეებზე იყოთ ფოკუსირებული, მაგრამ ზოგიერთი მარტივი სტრატეგია ასუსტებს პატარა შეცდომების რისკებს იმდენად, რომ ფოკუსირებაში ხელს აღარ შეგიშლით. მარტივ პრობლემებს მარტივი ქმედებებითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, მაგალითად, თუ ექიმს პაციენტის სახელი ავიწყდება ან მისი ოჯახის წევრების, შეუძლია, ინტერაქციის დროს თითოეული გვერდის ქვემოთ ეს სახელები ჩამოწეროს. ასე თქვენი მენტალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და საშუალებას მოგცემთ, პატარა რაღაცებზე ფიქრით თავი აღარ დაიმძიმოთ. 

დაეუფლეთ ჰობს, რომელიც შეცდომების დაშვების საშუალებას მოგცემთ

ცხოვრებას მეტი ბალანსი რომ შესძინოთ, ისეთ აქტივობაში ჩაერთეთ, სადაც შეცდომები ძვირად არ დაგიჯდებათ. ეს მებაღეობაც შეიძლება იყოს, სადაც მცირე წარმატებაც მისაღებია…

ზემოთ განხილული საკითხები რომ შევაჯამოთ, გამოდის, როცა თქვენგან სრულყოფილებას ელიან და შეცდომებიც ძვირად ფასობს, შფოთვა ბუნებრივია, თუმცა ნამდვილად არსებობს გზები, რომლებსაც პოტენციური შეცდომების რისკების შემცირება შეუძლია.

 

წყარო: HBR



Tether Operations Limited-მა, ქართული ფინანსური ბაზრის გაძლიერების მიზნით, სამთავრებო სტრუქტურებთან შეხვედრები გამართა და მემორანდუმი გააფორმა

15 უფასო ონლაინ კურსი ChatGPT-ის შესასწავლად