პანდემიის კიდევ ერთ შედეგად თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პროგრამები შეგვიძლია განვიხილოთ, სადაც სამუშაო ჩვეულებრივ სრულდება, მაგრამ ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციები უმეტესად მაინც სპეციალიზებულ აპლიკაციებში სრულდება, აქ ფინანსური დაგეგმვის ან მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. Microsoft-ის კვლევამ ისიც კი გამოავლინა, რომ ტექნოლოგიები კოლეგებს მათთვის მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულების დროს აძლევს, მაგრამ ეს მათი გამოცდილების გაუმჯობესების მხოლოდ ნახევარია…
დასაქმებულები ეძებენ ხელსაწყოებს, რომლებიც მათ შეუფერხებლად თანამშრომლობის საშუალებას მისცემს, განმეორებითი საქმეების ავტომატიზაციას მოახდენს, იხელმძღვანელებს ე. წ. ინსაითებით და კონკრეტულ ბიზნესგამოწვევებსაც მოერგება. ახლა კი განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებს, ინვესტიციები ჩადონ სივრცეებში, რომლებიც გუნდებს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გაუთავისუფლებს დროს.
გახადეთ თანამშრომლობა ჰაბი ნებისმიერი ტიპის სამსახურისთვის
დღეს დასაქმებულებს ციფრული ხელსაწყოები სჭირდებათ, რათა მუშაობის უნიკალური გზები აითვისონ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გამოკვლეულთა 91% დისტანციურად კვირაში სულ მცირე ერთხელ ან ორჯერ მუშაობს, მათ მხარდასაჭერად თანამშრომლობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ფოკუსირებისთვის ყველაზე კრიტიკული ელემენტი უნდა იყოს.
თუმცა სხვადასხვა დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს საქმეების შესასრულებლად განსხვავებული პროგრამები სჭირდებათ, მიუხედავად ამისა, კვლევისას გამოვლინდა, რომ ეს ფაქტორი ორგანიზაციებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული. შედეგად, ადამიანები ელ.ფოსტებში მონაცემების დაკოპირებისთვის ხარჯავდნენ დროს… ამასთან, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციებიც პრობლემას წარმოადგენდა, რასაც საბოლოოდ უხარისხოდ შესრულებულ საქმემდე მივყავდით.
ამ საკითხების მოგვარება კი მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის სისტემაში (CRM) უბრალოდ ჩატის დამატებითაც არის შესაძლებელი ან CRM მონაცემების თავად ჩატში დამატებით. მსგავსად, ხელმძღვანელებს შეუძლიათ გაზარდონ დასაქმებულთა კმაყოფილება და კომუნიკაციებიც გააუმჯობესონ.
გამოიყენეთ დაბალი კოდირების საჭიროების მქონე პროგრამები თქვენი ბიზნეს ოპერაციებისთვის
ბუნებრივია, ყველა პრობლემა ერთი შეძენილი პროგრამით ვერ გადაიჭრება… აქ კი ის, რაც ძალიან ცოტა კოდირებას მოითხოვს შესანიშნავ გზას წარმოადგენს ბიზნეს დეპარტამენტებისთვის, რათა თავიანთი გადაწყვეტილებები პერსონალიზებულად აქციონ. მას რაღაც სუპერ ძალის მსგავსი აქვს და გაყიდვების სპეციალისტებს, მარკეტერებსა თუ სხვა თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ პროცესები მცირე ან საერთოდ კოდირების გარეშე. დიახ, კოდირების ნაკლები საჭიროება პროცესების ავტომატიზაციაში გვეხმარება, ამცირებს განმეორებით სამუშაოებს და წინ წამოწევს სამუშაოსთვის საჭირო ინფორმაციებს.
როგორც ამბობენ, დაბალი კოდირების ხელსაწყოები თანამშრომლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებაშიც კი უწყობს ხელს… ამან მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაჩვენა, რადგან დასაქმებულებს რაღაცების გასაკეთებლად უკვე დეველოპერთა მთლიან ჯგუფთან ერთად მუშაობა აღარ სჭირდებოდათ. ეს მათთვის ძალიან მომგებიანიც იყო, რადგან ეფექტურობა მხოლოდ მათ ხელთ აღმოჩნდა და ასე უკვე IT გუნდებსაც შეეძლოთ მათთვის პრიორიტეტულ პროექტებზე ემუშავათ.
მიმართეთ ხელოვნურ ინტელექტსა და ავტომატიზაციას
AI ბიზნეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამუშაო კულტურის ცვლილებისთვის, რათა უფრო მეტად ფოკუსირდნენ ხარისხსა და ეფექტურობაზე. განმეორებითი დავალებები, იქნება ეს მონაცემების შეყვანა, ე. წ. რეპორტინგი თუ დოკუმენტების დამუშავება მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციებისთვის, მაგრამ დასაქმებულთათვის სამუშაო დღის უმეტეს ნაწილს იგი არ უნდა იკავებდეს…
კვლევისას დადგინდა, რომ 10-დან 9 რესპონდენტს ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ეხმარებოდა, უფრო მეტი დრო დაეთმოთ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებზე. ხოლო, როცა ავტომატიზაცია თანამშრომლობის პროგრამებს ემატებოდა, ეს მათ საშუალებას აძლევდა, მეტად ფოკუსირებულიყვნენ.
მონაცემების შეყვანის მაგალითი რომ განვიხილოთ, გაყიდვების დეპარტამენტში შეუძლიათ ხელოვნურ ინტელექტს მიმართონ, რათა მან ავტომატურად გააახლოს მონაცემები მნიშვნელოვანი ინფორმაციებით მომხმარებელთა ინტერაქციის შესახებ. ეს დასაქმებულებს კვლავ გაუთავისუფლებს დროს, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლებს პრობლემების გადაჭრაში ეხმარება და კონტექსტის შესაბამისი სასწავლო შესაძლებლობებითაც უზრუნველყოფს მათ…
იმის გამო, რომ ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები მომხმარებლებისადმი მეტად მეგობრული და ჭკვიანი ხდება, მარტივად უმკლავდება ინფორმაციაზე წვდომის ბარიერებს, აჩქარებს მუშაობის ტემპს და დასაქმებულთა კმაყოფილებასაც აუმჯობესებს.
რისი გაკეთება შეუძლიათ ბიზნესებს 2023 წელს, რათა დეპარტამენტებს შორის პროდუქტიულობის პერსონალიზება მოახდინონ?
- ჩართეთ თანამშრომლები ციფრულ ბიზნეს ინვესტიციებში, რათა მათ მეტად ეფექტურად შეძლონ მუშაობა, პროცესების ავტომატიზაციით დაწყებული, დამთავრებული თანამშრომლობის ფუნქციების შეტანით ორგანიზაციულ პროგრამაში
- შეაფასეთ ციფრული შესაძლებლობები მიმდინარე პროდუქტიულობის, CRM-ის, საწარმოს რესურსების დაგეგმვისა (ERP) და სხვა ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით, რათა ხელოვნური ინტელექტის ინსაითები და ავტომატიზაცია ბიზნეს პროცესებში ინტეგრირდეს
- გააძლიერეთ გუნდები, რათა ჰქონდეთ წვდომა და გააზიარონ ინფორმაციები, მიიღონ ინსაითები და უზრუნველყონ ბიზნეს ქმედებები
- ისარგებლეთ არადეველოპერებისა და პროფესიონალი დეველოპერების სპეციალიზებული ცოდნით, რაც მათ რეალურ დროში უწყვეტი ინოვაციებისა და ეფექტურობისთვის გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების საშუალებას მისცემს. არადეველოპერებისთვის საკუთარი ტექნიკური გამოწვევების გადაჭრის უნარის უზრუნველყოფით გაზარდეთ ორგანიზაციული დეველოპერების სიჩქარე — ეს ავტონომიურობამდე და სწრაფ ინოვაციებამდე მიგიყვანთ.
- შექმენით ფორუმი თანამშრომლებისთვის, რათა განავითარონ და გააზიარონ აპლიკაციები, რომლებიც ბიზნეს საჭიროებებს IT გადაწყვეტილებების ავტორებისა და ხელმძღვანელობის საშუალებით გადაჭრის.
დღეს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაში ბიზნესის ხელმძღვანელებს სურთ, თანამშრომლებს მოტივაციის ამაღლებაში დაეხმარონ. ამასთან, აგრძნობინონ, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან კომპანიის მიზნებისთვის. დაბოლოს, კვლავ შეგახსენებთ, რომ დასაქმებულებისთვის იმ საქმეებზე ფოკუსირების უფლების მიცემა, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, შეუფერხებელი თანამშრომლობით, განმეორებითი საქმეების ავტომატიზაციითა და ე. წ. ინსაითებით არის შესაძლებელი.
წყარო: HBR