in

როგორ უნდა მოიპოვონ კომპანიებმა „ციფრული ნდობა“?

სხვა ყველაფერთან ერთად დღეს ბიზნესებს შეუძლიათ, გამოსავალი ტექნოლოგიებშიც ეძებონ, ენდონ ტექნოლოგიების დეველოპერებს და ისინი ინოვაციებისა თუ პრობლემების გადასაჭრელად დაიხმარონ. ამის მომსწრე უკვე მრავალჯერ გავხდით, მაგრამ ასევე მრავალი წარუმატებლობის გამო, ადამიანებს ტექნოლოგიებისა თუ მისი განმავითარებელი კომპანიებისადმი ნდობა უჭირთ… ბიზნესებისთვის უკვე ტექნოლოგიის გამოყენება, სანდოობის უზრუნველყოფის გარეშე, აღარც არის მისაღები.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩვეულებრივ ადამიანები კონფიდენციალურობის საკითხებზე, კორპორატიულ თუ ინდივიდუალურ მიკერძოებებზე საუბრობენ. მომავალში კი, თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპს დავაკვირდებით, ნდობის პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება. გამოდის, პრობლემას უფრო მეტი ტექნოლოგია კი არა, ე. წ. ციფრული ნდობის მოპოვება გადაჭრის. კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ, გადააჭარბონ კიდეც მომხმარებელთა მოლოდინებს და არ გააკეთონ უბრალოდ ის, რასაც კანონი ითხოვს.

როგორი იქნება სანდო ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში? როგორ შეუძლიათ კომპანიებს ციფრული ნდობის მოპოვება? რა ცვლილებებისა თუ ინვესტირებების განხორციელება დასჭირდებათ ამისთვის? მოდით, ახლა ეს საკითხები განვიხილოთ.

რა ხდის ტექნოლოგიებს სანდოს?

ცალსახად არცერთი ტექნოლოგია სანდო ან არასანდო. უშუალოდ ციფრული ნდობა კი იმ გადაწყვეტილებებს ასახავს, რომლებსაც ადამიანები იღებენ ტექნოლოგიების გასავითარებლად, მათ გამოსაყენებლად თუ განსახორციელებლად. კონსენსუსის თანახმად, ამ დასკვნამდე მივიდნენ: ციფრული ნდობა არის ინდივიდების მოლოდინი, რომ ციფრული ტექნოლოგიები, მომსახურებები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მათ გვაწვდის, დაიცავს ყველა მხარის ინტერესს და მხარს დაუჭერს სოციალურ მოლოდინებსა და ღირებულებებს

კითხვა როგორ უნდა გახადოთ ტექნოლოგიები სანდო ადამიანებისთვის?“, უმჯობესია, ჩაანაცვლოთ და იკითხოთ: რისი კეთება დაგვჭირდება, როგორც ტექნოლოგიების დეველოპერებს, მფლობელებსა და მომხმარებლებს, რათა პატივი ვცეთ ადამიანთა ღირებულებებსა და მოლოდინებს?.

ხოლო უკვე ინდივიდების უფლებებისა თუ მოლოდინების გათვალისწინებით, სანდო ციფრული ტექნოლოგიური სტრატეგია სწორ მიზნებს დაადგენს. ამისთვის, World Economic Forum სამ ზოგად ვარიანტს გვთავაზობს: 

  • დაცულობა და სანდოობა
  • პასუხისმგებლობა და კონტროლი
  • ინკლუზიურად, ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოყენება

მომხმარებლები უფრო მეტად დაეყრდნობიან ტექნოლოგიებს, რომლებიც იცავს მათ, ითვალისწინებს მათსავე საჭიროებებს და აკმაყოფილებს ღირებულებებს, აქვს მართვის კარგი პრაქტიკა და უეცარი პრობლემების გადაჭრაც შეუძლია. 

როგორ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ციფრულ ნდობაში?

ეს არც მარტივი ამბავია და არც ავტომატური შეიძლება იყოს. მრავალ ორგანიზაციულ ცვლილებას მოითხოვს, რომლებიც ადამიანებზე ტექნოლოგიების სავარაუდო გავლენას ასახავს. ამ ცვლილებების მართვა კი მხოლოდ კომპანიის ლიდერებს შეუძლიათ. გადაწყვეტილებები, რომლებსაც კომპანიები ახლა იღებენ, მათ სანდოობას განსაზღვრავს მომავალში. ხელმძღვანელების აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სათავეში კი სულ მცირე ეს სამი საკითხი უნდა მოექცეს, რათა მათ ნდობის მოპოვება შეძლონ:

  • განსაზღვრონ ციფრული ნდობის ხედვა
  • დაგეგმონ მოქმედება მეტად სანდო გზებით
  • დაასაქმონ ადამიანები, რომლებიც ნდობის მოპოვებაში დაეხმარებიან

უპირველესად კი, ლიდერებმა დრო და ენერგია უნდა გამოყონ, რათა სრულად გაიაზრონ მათ მიერ შექმნილი თუ დანერგილი ტექნოლოგიების გავლენა. რეალური თუ სრულყოფილი ხედვის განვითარება იმისათვის, თუ როგორ გამოიყენებს კომპანია ტექნოლოგიას, განსაზღვრავს, როგორ შეუძლია ორგანიზაციას ციფრულ ნდობაში ინვესტირება…

ხელმძღვანელებმა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სწორედ იმის მიხედვით უნდა მიიღონ, თუ რამდენად ასახავს ის ორგანიზაციისა და იმ საზოგადოების ღირებულებებს, რომელშიც ბიზნესი ოპერირებს. აქ კი როგორც გადაწყვეტილების სარგებელი, ისე შესაძლო ზიანი უნდა განიხილონ, რომელიც მას მომხმარებლებსა თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებზე ექნება. 

ხედვაზე შეთანხმების შემდგომ, რომელიც სანდო მიზნებს მოიცავს, კომპანიებს სჭირდებათ გეგმა, რათა ციფრული ნდობის შესაფერისად იმოქმედონ. Forum-მა 8 სივრცეც კი დაადგინა, რომლებშიც პოზიტიური ქმედება ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება — კიბერუსაფრთხოება, გამჭვირვალობა, შიდა ოპერირება, აუდიტი, უსაფრთხოება, გამოსწორება, სამართლიანობა და კონფიდენციალურობა. 

თუმცა ამ სივრცეების დაფარვა არც ისეთი მარტივი საკითხია და ინტერდისციპლინარულ მიდგომას მოითხოვს, გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებასაც კი, რათა ისეთ გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი, რომელიც მომხმარებლების ნდობას იმსახურებს. სიტუაცია ინდუსტრიისა თუ კომპანიების მიხედვითაც განსხვავებულია და არც ყველა განზომილების დაფარვაა შესაძლებელი. მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციები სრულ გამჭვირვალობას ვერ შემოგვთავაზებენ. აქ არსებულ კანონებსა თუ გეოგრაფიულ მდებარეობასაც აქვს მნიშვნელობა. ნდობის საკითხიც კი ძალიან სპეციფიკურია რეგიონებისა თუ ინდუსტრიების მიხედვით. 

თუმცა ლიდერებს ტექნოლოგიებსა და ნდობის ყველა ასპექტში ექსპერტობა არ მოეთხოვებათ, მათ კომპანიის სტრატეგიის, ინდივიდების, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების ღირებულებების გააზრება უნდა შეეძლოთ. სანდო ხედვის განვითარებას უნდა დაუჭირონ მხარი სისტემის დიდი სურათით, რომელიც გვეუბნება, როგორ გამოიყურება ტექნოლოგიური მასშტაბი ხელმძღვანელებისთვის.

დაბოლოს, ლიდერებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ, რომ ნდობას ვერ იყიდიან, მაგრამ მისი მოპოვება გადაწყვეტილებების მისაღებად, სანდო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ეფექტური მხარდამჭერების დასასაქმებლად დროის სწორი ინვესტირებით ნამდვილად შეუძლიათ.

 

წყარო: HBR



როგორ ითარგმნა საკვები ზეთის ეკომეგობრული მიდგომები ვიზუალურ იდენტობაში?

ChatGPT-ის ანდროიდ აპლიკაცია მომდევნო კვირაში ჩაეშვება!