in

რა უნდა გააკეთოთ, თუ შვებულების დროს ვერ დაისვენეთ?

შვებულება იმისთვისაა, რომ კარგად დავისვენოთ და ახალი ენერგიითაც ავივსოთ. მიუხედავად ამისა, ყოველი შვებულება არც ისეთი ენერგიის მომცემია, როგორსაც ვიმედოვნებთ ხოლმე. ქრონიკული სამსახურებრივი სტრესი ჩვენს გეგმებს ცვლის. დასვენების პირველივე დღესვე ავად გახდომას თავისი სახელიც აქვს, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება — დასვენების ავადმყოფობა

pasha-statiebi
pasha-statiebi

დასვენება თავადაც შეიძლება გახდეს სტრესის წყარო, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროში ყველაფრის მოსწრება გვინდა, მოულოდნელად ფრენას აგვიანდება, ან გადაიდება, ანდაც თავს ვერ ვანებებთ იმაზე ფიქრს, რომ სამსახურში დაბრუნებისთანავე უამრავი საქმე გველოდება. და რა უნდა გააკეთოთ, როცა სამსახურში იმაზე დაღლილი ბრუნდებით, ვიდრე მანამდე იყავით? თუმცა ეს მარტო თქვენ იცით და თანამშრომლებს კარგად დასვენებული ჰგონიხართ… აქ 5 ნაბიჯს გაგიზიარებთ, რომლებიც შვებულებისგან დაღლილს მეტად გამოგადგებათ.

1. თქვენი ჯანმრთელობისა და ენერგიის განსაზღვრა

დაბრუნებისას შეაფასეთ და გააცნობიერეთ თქვენი ენერგიის დონეები, დაფიქრდით თქვენს გრძნობებზე, რათა გაიგოთ, რა გჭირდებათ. კვლევის თანახმად, თქვენი ენერგიის ოპტიმიზაცია თქვენსავე კეთილდღეობაზე აისახება დადებითად, იქნება ეს ძილი, ურთიერთობები, გარეთ გატარებული დრო თუ დასვენება. თითოეული შემთხვევისთვის საკუთარი ენერგიის დონე 10-ქულიანი სკალით შეაფასეთ, შემდეგ კი დაადგინეთ სად გსურთ ყოფნა. ასევე, განსაზღვრეთ ქმედება, რომელიც სასურველის მისაღწევადაა საჭირო. თვალი ადევნეთ, როგორ იცვლება თქვენი ენერგიის დონეები ჯანსაღი ჩვევების გააქტიურებით.

2. ნელ-ნელა დაუბრუნდით სამუშაო რეჟიმს

გაუძელით სამსახურში გადაშვების“ ცდუნებას თუნდაც გაჯანსაღების დღის დაწესებით მანამ, სანამ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებით. ამაში ავტომოპასუხეც შეგიძლიათ დაიხმაროთ… ვიდრე სრული დღით მუშაობას შეუდგებით, თქვენი დროის დამცავი ბარიერები დააყენეთ, დაიწყეთ მნიშვნელოვანი და დროისადმი მგრძნობიარე ამოცანებით და მიეცით თქვენ თავს მეტი დრო, რათა დაეწიოთ ელ.ფოსტებსა და განახლებებს. ამასთან, თქვენს კალენდარში ისეთი აქტივობებისთვის გამოყავით დრო, რომლებიც ენერგიას გმატებთ. 

3. იფიქრეთ დადებითზე და ისწავლეთ ნეგატივისგან

მარტივია ისეთი საკითხებით იმედგაცრუება, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, მაგრამ ამასაც ახლავს თან რაღაც კარგი. ცოტა დრო ამ გამოცდილების გაანალიზებას დაუთმეთ, იმას, თუ რა ისწავლეთ მისგან და რა ინსაითები შეიძინეთ. შეგიძლიათ ფურცელზეც დაწეროთ, რათა გუნდის წევრებს გაუზიაროთ და გააძლიეროთ თქვენი არყოფნის სარგებელი. თუ ფიქრობთ, რომ მოგზაურობამ დრო დაგაკარგვინათ, შესაძლოა, შვება იმ ფაქტმა მოგგვაროთ, რომ ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. 

4. გამოიყენეთ სუფთა დასაწყისის ეფექტი ახალი ჩვევებისა და რუტინების ჩამოსაყალიბებლად

ე. წ. სუფთა დასაწყისის ეფექტი გაზრდილი წარმატების ფენომენია ქცევით ცვლილებებში, რომლებიც ახალ დასაწყისებს უკავშირდება, იქნება ეს დაბადების დღეები, ახალი წელი თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. თქვენ კი კონკრეტული ეფექტი სამსახურში დაბრუნებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ და მას შეხედოთ, როგორც ახალ შესაძლებლობას განტვირთვისთვის.

შვებულებიდან დაბრუნება საუკეთესო დროა ახალი პრაქტიკების დასამკვიდრებლად, რომლებიც დადებითად აისახება თქვენს ენერგიასა და პროდუქტიულობაზე, იქნება ეს ვარჯიში, შეტყობინებების გათიშვა, ყურადღების გამფანტავი საკითხების დაბლოკვა თუ საღამოობით დღიურის წერა. ის ჩვევები და რუტინები იპოვეთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აღადგენს ან გამოაცოცხლებს. გადაწყვიტეთ, რა უნდა გააკეთოთ დღეს იმისათვის, რომ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ და გააკეთეთ ის, რაზეც ფიქრობთ, რომ წინსვლაში დაგეხმარებათ. 

5. განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ მომავალი შვებულებისთვის

არსებული გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად ჩათვალეთ, რათა მომავალში მეტად შეძლოთ შვებულების დროს დასვენება. განსაზღვრეთ, რა გმატებდათ ენერგიას და რა, არა. ვისთან გსურთ დროის გატარება და რამდენად შორს გსურთ სამოგზაუროდ წასვლა. რა დოზით გჭირდებათ კომუნიკაცია თქვენს გუნდთან თქვენივე კეთილდღეობისთვის…

დაბოლოს, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თუ სწორად არ მართავთ თქვენს დროსა და ენერგიას, დაღლილობამ, შესაძლოა, თქვენსავე კეთილდღეობაზე, პროდუქტიულობასა და ურთიერთობებზე იმოქმედოს ცუდად. ხოლო, თუ ამ შვებულებიდან ვერ მიიღეთ ის, რაც გჭირდებოდათ, გამოიყენეთ იგი, როგორც მოტივაცია, რათა უზრუნველყოთ მდგრადი ენერგიის დაზოგვის პრაქტიკა თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

წყარო: HBR



HBO-ს კარის თამაშები – როგორ გახდა უბრალო ტელევიზია მთავარი მოთამაშე ბაზარზე

80-იანი წლების კომპიუტერში დახატული ილუსტრაციები $1.65 მილიონად იყიდება