10
Jan
2020

Panasonic-მა HDR მხარდაჭერის მქონე პირველი VR სათვალე წარადგინა

10 Jan 2020

veon
veon


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირტუალური რეალობის სათვალეების პრობლემა ისაა, რომ ისინი დიდი ზომისები არიან და ფორმისგან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ინტეგრირდებიან. სხვა მხრივ, ისინი უზრუნველყოფენ რეალური სამყაროდან მოწყვეტას, რაც, შესაძლოა, ყოველდღიურად არც ისე საჭიროა. ვერ ვიტყვით, რომ იაპონურმა კომპანია Panasonic ეს პრობლემა სრულად გადაჭრა, თუმცა, CES 2020-ზე, სტიმპანკის სტილის სათვალე წარადგინა. ვიზუალი არ არის ერთადერთი, რაც მოწყობილობას განასხვავებს სხვა VR სათვალეებისგან. ის აღჭურვილია მიკრო OLED პანელებით, რაც მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, Panasonic-ის განცხადებით, ეს არის პირველი VR სათვალე, რომელსაც მაღალი დინამიურობის დიაპაზონის, ანუ HDR-ის მხარდაჭერა აქვს.

აღსანიშნავია, რომ VR სათვალეს აუდიოსისტემაც აქვს, თუმცა, CES 2020-ზე გამართულ პრეზენტაციას თუ დავეყრდნობით, კომპანია სათვალის მასობრივ წარმოებას არ აპირებს.

განხილვა