in ,

პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით მიღებული ეკოლოგიურად უსაფრთხო შეფუთვა – Head & Shoulders-ის სასარგებლო კამპანია

ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით პლასტმასის ბოთლი რჩება გადაუმუშავებელი, ადამიანების წყალობით ხვდება ბუნებაში ან ზღვაში შემდეგ კი აბინძურებს სანაპირო ზოლს, ამ ყველაფერს ერთად საბოლოო ჯამში მძიმე გავლენა აქვს გლობალურ დათბობასა თუ სხვა კლიმატურ პრობლემებზე. Head & Shoulders-მა, რომლის პროდუქციაც ასევე პლასტმასის შეფუთვით გამოდის და ხვდება კიდეც გარეთ დაყრილ ნაგავს შორის, გადაწყვიტა გარემოს დაცვაში თავისი წვლილი შეეტანა და ამისთვის ძალიან სასარგებლო კამპანია წამოიწყო. ბრენდის წარმომადგენლებმა და რა თქმა უნდა, უბრალოდ მოხალისეებმაც, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად გაასუფთავეს სანაპირო ზოლი და შეაგროვეს ათასობით პლასტმასის ბოთლი, შემდეგ სპეციალური დანადგარებისა თუ ექსპერტების დახმარებით ის ისე გადაამუშავეს, რომ მისი შეფუთვა ახლა გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია. ახალი ბოთლებით გამოსული  Head & Shoulders-ის პროდუქცია ჯერ მხოლოდ საფრანგეთშია ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია უმოკლეს დროში მის ფართო რეალიზაციას გეგმავს.

 

მოცეკვავე ქათმები KFC-ის სახალისო ვიდეორგოლში

“ასეთ კადრებს რა მოითმენდა?” – მირიან თედორაძის ვიდეორგოლი