in ,

როგორ მოვიქცეთ, თუ ჰედჰანტერმა დაგვირეკა? – ლიკა ზუროშვილი

headhunterთუ თქვენ ჰედჰანტერმა დაგირეკათ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ წარმატებული პროფესიონალი ხართ.

ჰედჰანტერი – ეს არის ადამიანი, რომელიც “ნადირობს” პროფესიონალებზე. ადამიანი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ისეთი ვაკანსიების შესახებ, რომელზეც თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ. შესაძლებელია, დღეს არ ეძებთ სამსახურს, მაგრამ რა იქნება მომავალში არ ვიცით, ამიტომ ჰედჰანტერთან “მეგობრობა” ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა.

მაშ ასე, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჰედჰანტერმა დაგირეკათ და გეუბნებათ: “გამარჯობა, მე გახლავართ ჰედჰანტერი ლიკა კომპანია X-დან, მინდა გთხოვოთ შეხვედრა და მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიაზე, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის”:

  1. გამონახეთ დრო, რომ გაესაუბროთ. მიუხედავად იმისა, ეძებთ თუ არა სამსახურს, მოუსმინეთ და გაარკვიეთ რას გთავაზობთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ჩანს თქვენი შესაძლებლობები Linkedin-ის პროფილიდან, ან რა ტიპის პოზიციისთვის გაგიწიეს რეკომენდაცია. ჰედჰანტერი ზუსტად ასე მუშაობს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს დასაქმებულები პროფესიონალები არიან და შეიძლება არც ფიქრობენ სამსახურის შეცვლაზე.
  2. ნუმოიშორებთ თავიდანთუ არ გსურთ სამსახურის შეცვლა, ან შემოთავაზებული ვაკანსია არ არის საინტერესო. პირიქით, დაუსვით კითხვები და გაარკვიეთ, რა კომპანიაში და რა სამუშაოზე გთავაზობთ ახალ კარიერას ჰედჰანტერი. დააზუსტეთ რა მოლოდინები აქვს კომპანიას და გაანალიზეთ არის თუ არა შემოთავაზება თქვენთვის საინტერესო. აი ამის შემდეგ კი გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა სამსახურის შეცვლა და შესაბამისად, გააგრძელეთ ან შეწყვიტეთ ჰედჰანტერთან საუბრი. თუ ფიქრობთ, რომ ჰედჰანტერს თქვენთვის საიტერესო (შესაძლო საინტერესო) წინადადება აქვს, მაშინ უთხარით მას თუ რატომ დაინტერესდით შეთავაზებით და შეუთანხმდით შეხვედრაზე. იმ შემთხვევაში თუ ჩათვლით, რომ წინადადება არ არის საინტერესო, მაშინ აუხსენით ჰედჰანტერს, რა მიმართულებით გსურთ თქვენი კარიერა განვითარდეს და როდისთვის გეგმავთ ცვლილებებს.
  3. ნუ დაუსვამთ კითხვასჩემი ნომერი საიდან გაქვთ?”. სატელეფონო ზარი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს და საშიში ან გასაკვირი არაფერია, სასიხარულო კი ნამდვილად არის.
  4. როდის უნდა იკითხოთ „რა ანაზღაურებაა?“ პირველივე კითხვა ეს არ უნდა იყოს. ჯერ მოუსმინეთ რა სამუშაოა, რა კომპანიიდან, რა გეგმები აქვთ და მერე იკითხეთ როგორია ანაზღაურება.
  5. თუკი შეძლებთ, აუცილებლად მიდით შეხვედრაზე. ნუ გაუშვებთ შანსს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ უკეთესი სამსახურის მოძიებაში, ან თქვენი კარიერული გეგმის განვითარებაში. შეხვედრაზე მისვლამდე, მოსთხოვეთ ჰედჰატერს გამოგიგზავნოთ ინფრომაცია ვაკანსიაზე. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მოემზადეთ ინტერვიუსთვის – დაფიქრდით, რა ინფორმაციის მიღება გსურთ ჰედჰანტერისგან.
  6. მოემზადეთ შეხვედრისთვის. თუკი გასაუბრებაზე წასვლას გადაწყვიტავთ, შეეცადეთ, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიაროს და “ჰედჰატერმა” უყოყმანოდ წარგადგინოთ ახალ მენეჯმენტთან.
  7. გამოართვით სავიზიტო ბარათი, რომ დაუკავშირდეთ დამატებითი კითხვებით, გაუგზავნოთ CV და ა.შ. შეინახეთ სავიზიტო ბარათი, რა იცით როდის დაგჭირდებათ.
  8. თუ ჰედჰატერნმა მოგწერათ, რომ კომპანიამ სხვა პროფესიონალზე შეაჩერა არჩევანი, შეეცადეთ „რატომ?“ კითხვის ნაცვლად შერჩეული კანდიდატის უპირატესობაზე იკითხოთ.
  9. შეატყობინეთ, თუ თქვენი გეგმები შეიცვალა. ყველა ადამიანები ვართ, და შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ინტერესები. დროულად შეატყობინეთ ჰედჰანტერს, რომ აღარ ხართ დაინტერესბული. უმჯობესია ჰედჰანტერთან დააფიქსიროთ თქვენი გეგმების ცვლილება, ვიდრე მომავალ დამქირავებელთან.
  10. მოემზადეთ კომპანიასთან შეხვედრისთვის. მას შემდეგ რაც თქვენი კანდიდატურა წარადგინეს მომავალ მენეჯმენტთან, მოემზადეთ და თუკი საჭიროდ ჩათვლით, რჩევებზე შეეხმიანეთ თქვენს ჰედჰანტერს, მან ხომ რეკომენდაცია უკვე გაგიწიათ.


მიულოცე დედის დღე! – ზუმერის ექსპერიმენტი

“ჩვენთან ჰაერიც უფრო სუფთაა” – სმს-ებით დანომრილი ქართველი ჟურნალისტები