in

Headvice აკადემია – ყველაფერი იწყება შენით

კომპანია „ჰედვაისი“ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გონივრული არჩევანის გაკეთებაში 2015 წლიდან ეხმარება და მათ პიროვნული, თუ პროფესიული განვითარების სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს.

საუბრობს Headvice Academy-ის  თანადამფუძნებელი ნიკა ზირაქაშვილი:

„ჰედვაისი“ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების პარალელურად, მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა. მსხვილი საკონსულტაციო სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანის შემდეგ, კომპანიის მომსახურების სპექტრი გაიზარდა და აშკარა გახდა კორპორაციული და საცალო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნისა და  დიფერენცირების საჭიროება,რადგან, ერთის მხრივ, ვემსახურებით ორგანიზაციებს და ბიზნესებს, მეორეს მხრივ, კი ცალკეულ ადამიანებს ვეხმარებით კარიერულ წინსვლასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში.

დღეს, უკვე საშუალება გვაქვს ტრენინგების მიმართულება „ჰედვაის აკადემიის“ სივრცეში მოვაქციოთ, ხოლო ორგანიზაციულ განვითარებაზე „ჰედვაის ქონსალთინგი“ იზრუნებს. „

„ჰედვაის აკადემია“ ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება, ეს მიმართულებებია:

  • მარკეტინგი და კომუნიკაცია
  • პიროვნული განვითარება
  • ბიზნეს კომუნიკაცია
  • ლიდერობა და ადამიანების მართვა
  • დიზაინი

ჩვენი აუდიტორია ცოდნასა და ახალ უნარებს მოწყურებული ხალხია, მიუხედავად იმისა, იქნება ის რომელიმე კომპანიაში რიგითი დასაქმებული, თუ ანტერპრენერი, რომელიც საკუთარ „საქმეს“ უძღვება და სხვა ადამიანებს ასაქმებს”.

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი, Headvice Academy-ის თანადამფუძნებელი:

ჩვენი მიზანიც და ამოსავალი წერტილიც ადამიანია, უფრო სწორედ, „ადამიანი საქმეში“,
და ამ საკითხს 3 სხვადასხვა პრიზმაში ვუყურებთ:

  • ურთიერთობა საკუთარ თავთან
  • ურთიერთობა სხვა ადამიანთან
  • ურთიერთობა გარე სამყაროსთან

როდესაც „საქმის ეფექტურობაზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საქმის წარმართვის პროცესში ადამიანები მთავარ როლს ასრულებენ, ჩვენი მთავარი მესიჯიც,_ „ყველაფერი შენით იწყება“, _ ამ იდეაზე დგას, რადგან, როგორც საიმონ საინეკი ამბობს: „ბიზნესი ადამიანებისგან შედგება და თუ არ ვიცით ადამიანებთან ურთიერთობა, ე.ი. არ ვიცით ბიზნესის კეთება“.

ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ  უკეთ დაინახონ საკუთარი თავი და ფუნქცია ბიზნესში, ხოლო ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმისათვის შესაფერისი, პროფესიონალი ადამიანების პოვნაში ვეხმარებით.

მიუხედავად იმისა, რა ინტელექტუალურ კაპიტალს ფლობს ადამიანი,მთავარია მისი სწორედ გამოყენება შეძლოს,რადგან, ფაქტია, რომ ჭკუა ცოდნით უნდა მოიხმარო. ჩვენი მთავარი გზავნილიც ეს არის: უნდა დაიჯერო, რომ საბოლოო ჯამში, „ჰედვაის აკადემიაში“ შეძენილი ნებისმიერი უნარი, ცოდნა თუ გამოცდილება შენს სასარგებლოდ, საკუთარი ძალითა და ნებელობით უნდა გამოიყენო, თავად უნდა მოარგო შენი უნარები ცხოვრებას და გწამდეს, რომ „ყველაფერი შენით იწყება“.

[პარტნიორის კონტენტი]

ევროკავშირი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო გვირაბს აშენებს

„გურმეს“ ათწლიანი ისტორია და სააღდგომო სამზადისი