16
აპრ
2018

კომპანია HEADVICE წარმოგიდგენთ კონსტანტინე ბათმანიდის ტრეინინგს „მარკეტინგი, კომუნიკაცია, გაყიდვები“

16 აპრ 2018

10 მაისიდან, ტრენინგ ცენტრ „ჰედვაისში“ ტრეინინგი „მარკეტინგი, კომუნიკაცია, გაყიდვები“ იწყება. შეხვედრებს TV „იმედის“ გაყიდვების ხელმძღვანელი კონსტანტინე ბათმანიდი წარუძღვება.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

კონსტანტინე ბათმანიდი: ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ცდილობს, თეორიული ცოდნა გადაიტანოს პრაქტიკაში, ადაპტაცია გაუკეთოს კონკრეტულ ბაზარს და მიიღოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც კამპანიების  სწორად და ეფექტურად დაგეგმარებაში დაეხმარება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მენეჯერული წარმატებაა და მიზანიც კიდევ უფრო მეტი სიმაღლეების მიღწევაა.

რა არის ტრეინინგზე დასწრების წინაპირობა?

ტრენინგის დაწყებამდე ჩატარდება მსურველებთან წინასწარი გასაუბრება, იმისთვის რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს, დაახლოებით, თანაბარი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეს. ასეთი ჯგუფის ჩამოყალიბებით მეტად მეგობრული და ეფექტური გარემო გვექნება.

რატომ გადაწყვიტეთ ამ  ტრინინგის ჩატარება, რა არის მთავარი მიზანი? 

ეს შეხვედრები გამოყენებითი ცოდნის მიღებას ემსახურება. გვექნება უამრავი მაგალითი თუ ე.წ. „ხრიკების“ გაზიარება, რომ ის რაც არცერთ საძიებო სისტემაში არ მოიძებნება, პრაქტიკული გამოცდილების სახით, წაიღონ ჩვენმა მონაწილეებმა და ხვალვე შეძლონ მისი გამოყენება. ტრეინინგის მიზანია ქართულ რეალობაში მიღებული ცოდნის გაზიარება და შემოქმედებითი პროცესის დაძვრა.

რით იქნება გამორჩეული ეს შეხვედრები და განსხვავებული იმ ტრეინინგებისაგან, რომლებიც საკმაოდ ხშირად ტარდება ბოლო დროს? 

დღეს ინფორმაციის მიღება პრობლემა აღარ არის. შესაბამისად, თუ გვაქვს დიდი რაოდენობით შინაარსზე წვდომა, ტრეინინგის მთავარი გამოწვევა სწორი ფორმით ამ ცოდნის ტრანსფორმაცია და რაღაც ახლის შექმნაა. სწორედ ეს იქნება განსხვავებული. ჩვენ გავაზიარებთ არსებულ ცოდნას, ვიკამათებთ, ინფორმაციას მოვიძიებთ და ერთად გარდავქმნით ახალ პროდუქტებად. ასე რომ, ჩვენს მონაწილეებს „მთქნარების“ დრო არ ექნებათ.

რაც შეეხება ტრეინინგზე რეგისტრაციას? 

ტრეინინგზე დარეგისტრირება და დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე.

[R]

განხილვა