in ,

„ბიზნესი ხელოვნებაა და ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი მომავლის შემოქმედი გახდეს“ – „ჰედვაისი“

M2
M2

როგორ უნდა აღმოაჩინოთ შესაძლებლობები და აიმაღლოთ პერსონალური ეფექტურობა? შესაძლოა, ამაზე ბევრი გიფიქრიათ, თუმცა, არსებობს კომპანია რომლსაც ამ საკითხებზე ფიქრი სამეცნიერო დონეზე აჰყავს, თქვენი კითხვების უმეტესობას კი,  სულ მალე, ლაბორატორიულად დაზუსტებული მონაცემებით უპასუხებს. დღეს ასეთ ორგანიზაციას და მასში მიმდინარე სიახლეებს გაგაცნობთ. ანუ მოგიყვებით საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია „ჰედვაისის“ რებრენდინგისა და მისი განახლებული მიმართულების შესახებ. თუმცა, მანამდე:

წარმოიდგინეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენს კომპანიაში მოვლენ, შეისწავლიან თანამშრომლების ქცევას, პიროვნულ მახასიათებლებსა და პოტენციალს, ორგანიზაციულ კულტურასა თუ საქმესთან თავსებადობას; შემოგთავაზებენ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს. კერძოდ იმას, თუ რა სჭირდება ამ ეტაპზე კომპანიას – სამუშაო როლების რეორგანიზაცია, კადრების ოპტიმიზაცია, ტრენინგი, თუ სხვა ღონისძიება ეფექტურობის გასაზრდელად.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ახალ თანამშრომელს ფსიქოლოგებისა და პროფაილერების გუნდი ეძებს. სიღრმისეული ინტერვიუებისა თუ სხვადასხვა სტიმულზე რეაქციის შესწავლის საფუძველზე, გაძლევენ ზუსტ სურათს მისი შესაძლებლობებისა და გუნდთან თავსებადობის შესახებ.

წარმოიდგინეთ, რომ ხელთ გაქვთ პერსონალის მართვის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ინდივიდუალურად, თითოეული ფსიქოტიპისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ ხელი მიგიწვდებათ ორგანიზაციული, თუ პიროვნული განვითარების ტრენინგებზე, სადაც  თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ადგილზევე ხდება უნარების განვითარებაზე მუშაობა. 

წარმოიდგინეთ, რომ სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას გაქვთ ლაბორატორიულად დამუშავებული „სამოქმედო რუკა“, რომელიც წინასწარ გაჩვენებთ მომხმარებლის რეაქციას…

„ჰედვაისი“ ბიზნეს არტისტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი წარმოსახვა. ის შემოქმედებით და ეკლექტურ მიდგომებს იყენებს, ფიქრობს რომ ნებისმიერი საქმის წარმატება ადამიანის ქცევის შესწავლასა და მასზე პოზიტიური ზემოქმედების უნარს გულისხმობს. მისი აზრით, ბიზნესი ხელოვნებაა და ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი მომავლის შემოქმედი გახდეს.

ბიზნეს არტისტის იდენტობას „ჰედვაისმა“ ალტერნატივების მოსინჯვისა და სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის შედეგად მიაღწია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იდენტობა (როგორც ვიზუალური, ასევე, ფილოსოფიური) მის რებრენდინგშიც უფრო ნათლად გამოიკვეთა და როგორც კომპანიაში ამბობენ, კიდევ უფრო გამყარდება აღებული გეზისა და გეგმების საშუალებით.

ნიკა ზირაქიშვილი

კომპანია 2015 წლიდან მუშაობს მულტიდისციპლინარული მიდგომებით, საქართველოში ნერგავდა და ნერგავს ინოვაციურ სასწავლო და საკონსულტაციო მეთოდებს. მათ შორის, პიონერი იყო Flow ლიდერობის – ეიჩარული გეიმიფიკაციის (ლიდერობის თამაშით სწავლება), ნეირომარკეტინგისა და ლინ 6 სიგმა მენეჯმენტის მიმართულებით. როგორც მისი თანადამფუძნებელი – ნიკა ზირაქიშვილი გვიყვება, 2015 წლიდან კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს ტრენერსა და მომხმარებელს შორის, არ ჰქონდა ჩამოყალიბებული კონკრეტული მიმართულება და მზად იყო, ტრენინგი ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის დაეორგანიზებინა. წელიწადნახევრიანი ფუნქციონირების შემდეგ, „ჰედვაისმა“ აქტიურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის განვითარების ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა საქართველოში, საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში.

რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული რებრენდინგი კომპანიის ახალ გეზსა და ფოკუსს პასუხობს, რომელიც გულისხმობს ბიზნესში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და მის მაღალფუნქციონირებას ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მიაღწიოს.

რებრენდინგთან ერთად ჰედვაისი საქართველოს პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიის ექსკლუზიური პარტნიორი გახდება. ლაბორატორიულ კვლევებს ჰედვაისი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენებს.

მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესთან დაკავშირებული მრავალი კვლევა ტარდება, თუმცა, ხშირად მათი შედეგები კონკრეტულ კულტურას არ შეესაბამება. „ჰედვაისი“ ქმნის შესაძლებლობას , ესა თუ ის თეორია, რომელიც ადამიანებთან კომუნიკაციასა და ქცევაზე ზემოქმედებას ეხება, ქართულ კულტურაში, სამეცნიერო ლაბორატორიის დონეზე გადაისინჯოს და მივიღოთ პასუხი კითხვაზე – რით განსხვავდება ქართველი მომხმარებელი? როგორი საკომუნიკაციო მოდელი მუშაობს უკეთ? როგორ განვავითაროთ და ვასწავლოთ პერსონალს სწრაფად? და სხვა.

მარიამ კვარაცხელია

თანამედროვე ადამიანი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, სულ უფრო და უფრო მეტი საჭიროება ჩნდება საქმეში მულტიდისციპლინარული მეთოდების გამოყენების. ჩვენ ვსწავლობთ და ვიკვლევთ ახალ მეთოდებს, შემდეგ კი ვცდილობთ, სასარგებლო მეთოდების სწორი ფორმით გაზიარებას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია პროფაილინგი რომელიც ბიზნესში დავნერგეთ და დღეს რამდენიმე დიდი კომპანია იყენებს მას ჩვენი დახმარებით კადრების შერჩევასა და ოპტიმიზაციაში“, – მარიამ კვარაცხელია, „ჰედვაისის“ თანადამფუძნებელი.

„ჰედვაისის“ ახალი ვიზუალური იდენტობა დათო სიმონიას ეკუთვნის. ეს არის H, ჰედვაისის პირველი ასო, რომელშიც ადამიანის თავი გადის. ლოგოს ეს ნაწილი  პიროვნების, მმართველის – “Head” და ამავდროულად, პროფაილინგის სიმბოლოს წარმოადგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰედვაისის მთავარი ღირებულება სწორედ რომ პიროვნებაა, მისი ფსიქიკა და ადამიანური რესურსების განვითარებაზე დაფუძნებული ბიზნესის წარმატება. რებრენდინგის ფერებიც წითელის, ნაცრისფრისა და თეთრის კომბინაციაა. ეს არის ქარიზმატული ლიდერი კლასიკური შტრიხებით.

სამწელიწადნახევრიანი გამოცდილება და ის ცვლილებები, რომლებიც კომპანიაშია, რებრენდინგისა თუ ლაბორატორიის სახით, მომავალში შეიძლება კომპანიის გეოგრაფიული გაფართოების წინაპირობად იქცეს. პიროვნულ, თუ ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით კომპანიებთან თანამშრომლობის პარალელურად, შესაძლოა, „ბიზნეს არტისტი“ საქართველოს საზღვრებს გასცდეს…

რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რა ახალ მოთხოვნებსა თუ შესაძლებლობებს გვიმზადებს ბიზნესმომავალი. ჩვენ უბრალოდ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ვფლობთ მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს, შეგვიძლია ამოვიცნოთ და გავზარდოთ პერსონალის პოტენციალი და ვმართოთ ადამიანის განწყობა. „ბიზნეს არტისტი“ ამ წარმოსახვის რეალობად ქცევას გვპირდება და ფიქრობს, რომ ბიზნესი ხელოვნების ყველაზე ამაღელვებელი გამოვლინებაა, ჰედვაისი კი ამ პროცესში საიმედო მეგზურობას გაგიწევთ.

[R]

„დამბო“ ეკრანებზე დაბრუნდა – ფილმის ქართული პრემიერა

სიმართლე ამად ღირს! – The New York Times